კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გალუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გალა. ეს გალაქტიონის კნინობითი ფორმაა, რომელიც ცალკე სახელადაც დამკვიდრდა.

1823 წელს სოფელ ღოუბანში მოიხსენიება მიქაელ გალუაშვილი ოჯახთან ერთად.

საქართველოში 206 გალუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 155, გარდაბანში – 35, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.

მესტვირიშვილი 

გვარის ფუძეა ხელობის აღმნიშვნელი სიტყვა მესტვირე, რაც სტვირის ხელოსანს ნიშნავს.

1781 წელს კოდაში მოიხსენიება ალთუნა აზიაშვილი – მესტვირე გრიგოლი. მესტვირე გრიგოლისგან წარმომდგარია გვარი მესტვირიშვილი.

1818 წელს სოფელ ვარდისუბანში მოიხსენიება ალექსანდრე მესტვირიშვილი.

პატარა ენაგეთში მცხოვრები, მართლმადიდებელი პეტრე მესტვირიშვილი 1875 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნათლავს შვილს – მარიამს. მიმრქმელი იყო მისი თანასოფლელი ქრისტესაშვილი.

მესტვირიშვილი და გრიგოლაშვილი ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში 790 მესტვირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 372, თელავში – 150, თეთრი წყაროში – 112. არიან სხვაგანაც.

ზადიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზადიკა.

საკუთარი სახელი ზადია გვხვდება გვარში – ზადიაშვილი. ვარაუდობენ, რომ გვარი ზადიკაშვილი აქედანაა ნაწარმოები.

1672 წელს დავითა ზადიკაშვილი მოიხსენიება მითარას მიერ ალავერნა საფარიშვილის სახელზე გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.

საბარათიანოში, ბატონის დედოფლის სახასოში, 1721 წელს მოიხსენიება პაპუა ზადიკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ზადიშვილი, ზვადიშვილი, ზადიაშვილი.

საქართველოში 20 ზადიკაშვილი ცხოვრობს.

ელიაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელია, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მზიურს, მზიანს ნიშნავს. ქართულში დამკვიდრებულია კნინობითი ფორმები – ილო, ილიკო.

1721 წელს მოიხსენიება გერმანოზიშვილების ყმა – ივანა ელიაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი – ელიავა.

არსებობს დღესასწაული ელიაობა, რომელიც ამინდის ღვთაების – ელიას სახელობისაა.

საქართველოში 1 261 ელიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 309, ქარელში – 286, გორში – 258. არიან სხვაგანაც.

კონიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კონა.

კონია მოიხსენიება 1789 წელს გიორგისაშვილი სიმონას მიერ ვახტანგ ყაფლანიშვილისადმი გაცემულ ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 359 კონიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 138, საგარეჯოში – 132, კასპში – 52. არიან სხვაგანაც

ტერტერაშვილი-ტერტეროვი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტერტერა (სომეხთა მღვდელსაც ტერტერა ჰქვია).

„ავთანდილ ტერტერაშვილი 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში მიცემული იყო მუხრანის ბატონის შვილის, ბოვნელ ეპისკოპოსის ნიკოლოზის მიერ დოლმახა შანშიაშვილისადმი“.

1721 წლის აღწერით, ტერტერაშვილები ყაფლანიშვილების აზნაურებად მოიხსენიებიან. მათ უცხოვრიათ და ყმები ჰყოლიათ ქცია-ყარაბუღლაში, გარისის მიწაზე, სოფელ ლიპში.

„დათუნა ტერტერაშვილი, 1701-1711 წლების აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა დილამაშენში“.

მოგვიანებით, ტერტერაშვილები რუსული დაბოლოებით – ტერტეროვებად გაუფორმებიათ.

საქართველოში 1 124 ტერტერაშვილი ცხოვრობს: გორში – 464, ახმეტაში – 350, საგარეჯოში – 86. არიან სხვაგანაც.

გაბაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბა.

ამავე ძირისაა გვარი გაბაშვილი.

1853 წელს სოფელ ბორბალოში მოიხსენიება კიკოლა გაბაძე.

1843 წლის აღწერაში, დიდ თიანეთში მოიხსენიება მაკარ გაბაძე.

საქართველოში 936 გაბაძე ცხოვრობს. საჩხერეში – 497, თბილისში – 203, ლაგოდეხში – 32. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3