კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არავის მივცემ დედაჩემის დაჩაგვრის უფლებას

ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას და როდის მექნება ჩემი შემოსავალი, რომ ერთი პატარა ბინა ვიქირაო, წავიყვანო დედაჩემი და ცალკე გადავიდე საცხოვრებლად.

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, არ მინდა, დედა ბოლომდე შევაჭმევინო ამ ურჩხულ ბებიაჩემს. რომ ჰკითხო, პროფესორი და დეკანია ერთ-ერთ ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში და იმასაც ტრაბახობს, ყველა მე მეკითხება რჩევასო, მაგრამ, რასაც მე მას სახლში ვუყურებ, ძალიან მეპარება ეჭვი, ვინმეს რამე ჭკვიანური ურჩიოს.

ვიცი, რატომაც აქვს ასე თავში ავარდნილი – თურმე ბაბუაჩემი ანებივრებდა, ხელისგულზე ატარებდა და მიწაზე ფეხს არ ადგმევინებდა. ის რომ გარდაიცვალა, მერე მისმა შვილმა, ანუ, მამაჩემმა განაგრძო დედის განებივრება და, როგორც დედოფალს მონა, ისე ემსახურებოდა. ისე ჰყავდა ამხელა კაცი ფეხქვეშ ამოდებული, შეეძლო, მეგობრების თანდასწრებით ფეხების დაბანა დაევალებინა და ისიც წარბშეუხრელად უსრულებდა ყველა სურვილს. გასაგებია, რომ დედას მოვლა და პატივისცემა სჭირდება, მაგრამ, არა ღირსების შელახვის ხარჯზე. ასეთ ბატონობას მიჩვეულმა, დედაჩემისგანაც იგივე მორჩილება და მონობა მოითხოვა, მაგრამ, ოდნავ  წინააღმდეგობას რომ წააწყდა, მაშინვე დაიწყო ტყუილების გამოგონება და მამაჩემთან ენის მიტანა, თითქოსდა მისი ცოლი უზრდელად და უხეშად ექცეოდა, ლანძღავდა და ამცირებდა. მამაჩემს, ცხადია, მხოლოდ ბებიაჩემის სჯეროდა და ისეთ დღეს აყრიდა დედაჩემს, საწყალმა ქალმა რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა. სანამ პატარა ვიყავი, ვერ ვერეოდი მათ ჩხუბში. რომ წამოვიზარდე, ბევრჯერ ვთხოვე დედას, წავიდეთ ამ სახლიდან-მეთქი, მაგრამ, ვერ ბედავდა – მგონი, მამაჩემის ეშინოდა.

ბებიაჩემი მე შედარებით უკეთესად მექცეოდა, რადგან, ერთი-ორჯერ სცადა ჩემი „დაჩმორება“ და საკადრისი პასუხიც მიიღო, თუმცა, ჩემზე გაბრაზებული, დედაჩემს ეცემოდა ხოლმე ლანძღვა-გინებით – შენისთანა მათხოვარი რომ შემოვუშვი სახლში, იმიტომაც ჩავვარდი ამ დღეშიო. ხომ ასეთი აფთარი იყო რძალთან, მაგრამ, უნდა გენახათ, როგორი ნაზი და დახვეწილი ხდებოდა, სტუმარი თუ მოვიდოდა. თვალებს არ ვუჯერებდი ხოლმე – ნუთუ ეს ბებიაჩემია-მეთქი. დედაჩემს სულ „დედიკოთი“ მიმართავდა, უღიმოდა და ეფერებოდა, რაც კიდევ უფრო მაღიზიანებდა და მის წინააღმდეგ განმაწყობდა. მის გამო მამასთანაც აღარ მქონდა ნორმალური ურთიერთობა, რადგან, ერთად ჩაგრავდნენ დედაჩემს.

ამიტომ, ძალიან მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, თუ წელს სტუდენტი გავხდი, სექტემბრიდანვე ვიშოვი რამე სამსახურს, რამდენიმე თვეში ცოტა ფულს დავაგროვებ და თუნდაც ერთ პატარა ოთახს ვიქირავებ ჩემთვის და დედასთვის. დედა ძალიან კარგად კერავს და ქსოვს; კიდევ, ფანტასტიკურად აცხობს და როგორმე გავიტანთ თავს, არ დავიკარგებით. მამაჩემს კი სხვანაირად მოვთხოვ პასუხს – თუ დედაჩემის მიმართ არ შეიცვლება, სამსახურში მივალ მასთანაც და დედამისთანაც და, ძალიან რომ მოაქვთ თავი, ორივეს თანამშრომლებს მოვუყვები, სინამდვილეში რას წარმოადგენენ. ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ, რა ვქნა, თუ არჩევანს არ დამიტოვებენ, აუცილებლად გავაკეთებ ამას, თუნდაც მთელმა ქვეყანამ გამამტყუნოს და, მერე დადგნენ და იმართლონ თავი.

დედამ არ იცის, ამის გაკეთებას რომ ვაპირებ. არც ვეტყვი, რადგან, ვიცი, რომ არ მომცემს ამის უფლებას. არადა, სხვანაირად ვერ მოვერევი ორ არანორმალურს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მამაჩემი და ბებიაჩემი ჰქვიათ. მაგრამ, რაც არ უნდა გამამტყუნონ, როგორც არ უნდა დავზარალდე ამით, არც ერთს არ მივცემ უფლებას, ნელ-ნელა მომიკლან დედა, რომელსაც ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, თავი დაიცვას.

მეგი, 17 წლის.

 

თურმე სიყვარული არ არსებობს

ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული არსებობს, რომ ეს არის ყველაზე მშვენიერი და მარადიული გრძნობა; მეგონა, როცა ვინმე შეგიყვარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილია, მდიდარია თუ ღარიბი, მაღალი თანამდებობა აქვს თუ უბრალო სამსახური; ჩემთვის ყოველთვის მისი პიროვნული ღირსებები იყო მთავარი, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ჩემ გარშემო, თითქმია ყველა, ბიჭებიც და გოგოებიც, მარტო იმას ჩალიჩობენ, რომ მდიდარი მამიკოების მანქანიანი და ფულიანი შვილები გაიცნონ და დაუახლოვდნენ. შენი წესიერება, წიგნიერება, ინტელექტი და ხასიათი არავის აინტერესებს.

ერთხელ მეგობრის დაბადების დღეზე ერთი ბიჭი გავიცანი. რაიონიდან იყო ჩამოსული, მაგრამ, ძალიან კარგი გარეგნობის გამო უცბად გახდა გოგოებში პოპულარული. თან, ძალიან კარგად უკრავდა და მღეროდა და, ამიტომ, ყველაზე ცნობილი და განებივრებული გოგოებიც კი ეპრანჭებოდნენ. ისე მოხდა, რომ იმდენ გოგოში მე გამომარჩია და გვერდიდან აღარ მომშორებია, მერე სახლამდეც მიმაცილა, ტელეფონის ნომერიც გამომართვა და პაემანიც დამინიშნა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან იქ ჩემზე ლამაზი გოგოებიც იყვნენ და ლამის ზედ ახტებოდნენ, რომ მისი ყურადღება მიექციათ, ის კი მხოლოდ მე დამტრიალებდა თავს. იმდენი ქნა, თავი შემაყვარა. ისე შემიყვარდა, ჭკუაზე აღარ ვიყავი. თვითონაც ყოველდღე სიყვარულს მეფიცებოდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს კი მითხრა, ეტყობა, შენი მშობლები ძალიან მკაცრები არიან, რომ მანქანით სიარულის უფლებას არ გაძლევენ და არც ბრენდები გაცვიაო. მე გამიკვირდა და ვუპასუხე, რომ ჩვენ არანაირი მანქანა არ გვყავს და არც ბრენდული ტანსაცმლის ფული გვაქვს, თანაც, სულ არ ვგიჟდები ჩაცმაზე-მეთქი. ისე შეხტა ჩემს ნათქვამზე, შემეშინდა კიდეც. მერე დაეჭვებულმა გამომკითხა, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები და, როცა ვუთხარი, რომ დედა პოლიკლინიკის რიგითი ექიმია, მამა კი არქიტექტორია ერთ-ერთ საპროექტოში-მეთქი, ცინიკურად გაიცინა და მითხრა: მე ვიცოდი, რომ მამაშენი მინისტრის მოადგილე იყო, შენთვის ცალკე ბინა და მანქანა ჰქონდა ნაყიდი; ორი აგარაკიც შენს სახელზე ჰქონდა გაფორმებული და საფრანგეთში ვიღაც წინაპარმა ანდერძით დიდი ქონებაც დაგიტოვა. გამოდის, რომ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილაო. გაოცებისგან პირი დამრჩა ღია – ასეთი სისულელეები ვინ გითხრა-მეთქი. გაირკვა, რომ ჩემს ერთ-ერთ თანაკურსელ გოგოს უთქვამს, სწორედ იმას, რომელსაც ადრე ზვიადი ჰყვარებია, მაგრამ, მის დაქალს წაურთმევია და, იმ დაქალისთვის რომ ჩამოეშორებინა, მე გამომიყენა იარაღად.

ზვიადმა იმ საღამოსვე მითხრა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. მიზეზი რომ ვკითხე, არც დაუმალავს, პირდაპირ მომახალა, ჩემზე უარესი გაღლეტილი და გაჭირვებული ოჯახიდან გამოსული გოგო რა ჩემ ფეხებად მინდაო. ისეთი პრეტენზიები ჰქონდა მდიდარ საცოლეზე, თითქოს თვითონ ნავთობის მაგნატის შვილი იყო. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თანასოფლელთან ერთად ჰქონდა დაქირავებული ოთახი თბილისის გარეუბანში და იმ თავისი წილის გადახდაც უჭირდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ის კი თურმე ძმაკაცებსაც ქონების მიხედვით არჩევდა.

ძალიან განვიცადე ზვიადთან დაშორება, მაგრამ, ახლა, როცა, ასე თუ ისე, გადავიტანე ყველაფერი, ვფიქრობ, კარგიც არის, ასე რომ მოხდა და დროზე რომ გაირკვა, სინამდვილეში ვინ ბრძანდება, თორემ, მერე უფრო გამიჭირდებოდა. მაგრამ, სიყვარულის არსებობის ნამდვილად აღარ მჯერა, – დავრწმუნდი, ყველა გრძნობა და ურთიერთობა მაინც მატერიალურ მდგომარეობამდე მიდის.

მაცაცო, 19 წლის.

скачать dle 11.3