კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუნდაც მხოლოდ 15 წუთი

არანაირი დიეტა, კრემები, ნიღბები და ასე შემდეგ არ მოგცემთ სასურველ შედეგს ვარჯიშის გარეშე. არ არის აუცილებელი, დილიდან საღამომდე სატრენაჟორო დარბაზებში ღვაროთ ოფლი, დილა-საღამოს ორ-ორი საათი ირბინოთ ან საცურაო აუზს მიაკითხოთ ყოველდღე. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ძალიან კარგია, მაგრამ, ვინაიდან ქალბატონების უმრავლესობას საამისოდ არც დრო გააჩნია და არც ფინანსები, გთავაზობთ იოლ და უფასო ალტერნატივას: დაიწყეთ ყოველი დღე მარტივი ვარჯიშებით. ეს არც ბევრ დროს წაგართმევთ და თან დაგეხმარებათ, გაავარჯიშოთ კუნთები, გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში დამუხტოთ მხნეობით. ვარჯიშის შემდეგ კონტრასტული შხაპი და მსუბუქი საუზმე კი სრულყოფილს გახდის თქვენს გარდასახვას.

აუცილებელი პირობა: ვარჯიშები შეასრულეთ აივანზე ან ღია ფანჯარასთან.

ვარჯიში პირველი: დადექით სწორად, ფეხები გადგით მხრების სიგანეზე. განზე გაშალეთ ხელები და გააკეთეთ წრიული მოძრაობა „პროპელერი” ჯერ თითოეული ხელით ცალ-ცალკე, შემდეგ კი ორივე ხელით ერთად, ჯერ ერთი, მერე კი მეორე მიმართულებით (3-5 წუთი).

ვარჯიში მეორე: ფეხები მიადგით ერთმანეთს და დადექით დოინჯით. მაქსიმალურად დაიხარეთ წინ და ისევ მიიღეთ საწყისი მდგომარეობა; შემდეგ გადაიხარეთ უკან და კვლავ საწყისი მდგომარეობა მიიღეთ (შეასრულეთ 5-10-ჯერ).

ვარჯიში მესამე: დაწექით ზურგზე, ხელები გაშალეთ ტანის პარალელურად და ფეხები ნელი მოძრაობით ასწიეთ მაქსიმალურად ზევით, რამდენიმე წამით შეაჩერეთ და შემდეგ ისევ ნელ-ნელა დაუშვით (ჯერ თითოეული ფეხი ცალ-ცალკე, შემდეგ კი – ორივე ერთად). შეასრულეთ 10-ჯერ.

ვარჯიში მეოთხე: 3-5 წუთის განმავლობაში ატრიალეთ ჰულა-ჰუპი ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მიმართულებით.

ვარჯიში მეხუთე: აიღეთ სახტუნაო და გაიხსენეთ ბავშვობა.

ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშების შესრულება სულაც არ არის რთული და არც დიდ დროს მოითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარჯებზე. მთავარია, ყოველ დილით გაიმეტოთ საკუთარი თავისთვის თუნდაც მხოლოდ 15-20 წუთი და ეს რეჟიმი თქვენი ცხოვრების წესად აქციოთ. პირველივე ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ ენერგიის მატებასა და ხალისიან განწყობას მთელი დღის განმავლობაში.

скачать dle 11.3