კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა არის ამ სეზონის მთავარი ტრენდი თმის ფერის თვალსაზრისით და განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეღებვის დროს?

პასუხი: როგორც „ლორეალ პარიზის“ საერთაშორისო კოლორისტ-კრეატორი კრისტოფ რობინი ამბობს, ამ სეზონის მთავარი ტრენდია ბუნებრივი ფერი. თმის შეღებვის დროს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თვალებს, ანუ, მთავარია, მიხვდეთ, რა მოუხდება თქვენს თვალებს (ფერს, ჭრილს; ასევე, გასათვალისწინებელია ასაკი და სახის კანის ფერი), რა შესძენს მათ განსაკუთრებულ სხივსა და იდუმალებას.

კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი „ფოტოდაბერება“ და როდის იჩენს ის თავს?

პასუხი: ფოტოდაბერება არის ულტრაიისფერი სხივების უარყოფითი რეაქცია კანზე. ის თავს იჩენს მაშინ, როცა დაუცველი კანი ხანგრძლივად განიცდის მზის სხივების (ან სოლარიუმის) ზემოქმედებას. ამ დროს კანი შრება და იწყებს სწრაფად დაბერებას: ჩნდება წვრილი ნაოჭების ბადე, პიგმენტური ლაქები, კანი კარგავს ტონუსს. ყოველივე ამის შედეგად კი ქალი გამოიყურება გაცილებით უფრო ასაკოვნად, ვიდრე არის სინამდვილეში.

კითხვა: რა არის პიგმენტაცია, დაბერების ნიშანი თუ კანის რაიმე სახის დაავადება და რა შეიძლება იყოს მისი გაჩენის მიზეზი?

პასუხი: პიგმენტაცია უმრავლეს შემთხვევაში ჩნდება ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებით მიღების შედეგად. იაპონელი სპეციალისტების აზრით, პიგმენტაციის დარღვევა დაბერების გაცილებით უფრო სერიოზული ნიშანია, ვიდრე ნაოჭების გაჩენა ან კანის სიმკვრივის დაკარგვა. ავსტრიელმა მეცნიერებმა კი ახლახან დაადგინეს, რომ უსიამოვნო მოყავისფრო ლაქები სახეზე ვიზუალურად 10-15 წლით აბერებს ადამიანს.

 

 

скачать dle 11.3