კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ხედავს ადამიანი გარდაცვალების წინა პერიოდში და სად იწერება ჩვენი ბედისწერა დაბადების მომენტში

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება და ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდიც არ ისპობა – ის რამდენჯერმე მეორდება და ბრუნდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. ასევე, სახლში არსებობს ისეთი პათოგენური ზონები, რომლებიც ადამიანებს დიდ საფრთხეს უქმნის და, შესაძლოა, მათი სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. როგორც დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი, ქალბატონი მედეა ამბობს, რაც ადამიანს უწერია, ის არ ასცდება. მკვლელობა, თვითმკვლელობა და ამა თუ იმ დაავადების მიზეზიც კი შესაძლოა, სწორედ ადამიანის დაბადების მომენტში „ზემოდან“ ნაკარნახევი და დაწერილი კანონი იყოს.


მედეა: სულ ვამბობ, რომ ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება. ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდი აღარ ისპობა, ის რამდენჯერმე მეორდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. თუმცა, არ არის აუცილებელი, ყოველთვის ადამიანში განმეორდეს. შეიძლება, ფრინველის, ცხოველის, მცენარის ან ისეთი არსების სხეულშიც მოხვდეს, რომლის შესახებ ჯერ არც კი გვსმენია მოკვდავებს. ამგვარი ჰიპოთეზა ამქვეყნად მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზია. პარალელური ველების არსებობა დღეს ჩვენს გაოცებას აღარ იწვევს. ცნობილი ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ადამიანებს ხშირად ეცხადებათ გარდაცვლილები. ზოგჯერ იმქვეყნად წასული სულები სიზმარში ცოცხლებს თავისთან იხმობენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ძილში მიცვალებულის მიერ თავისთან მოხმობილი ადამიანი მალე გარდაცვლილა. ეს ყველაფერი ბევრისთვის ამოუცნობი, ბევრისთვის მიუღებელი და დაუჯერებელია, მაგრამ, ასეთი რამ მართლაც ხდება და ამის უარყოფა, უბრალოდ, უაზრობა და თავის მოტყუებაა.

– ეზოთერიკოსები ამბობენ, ადამიანს თავისი ბედისწერა დაბადების დღიდან მოჰყვება. მას „ზემოთ“ წერენ და ამას ვერავინ ასცდება. იქნებ, უფრო გასაგებად ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს? 

– მართალია, ადამიანს რაც უწერია, ის არ ასცდება. ჩემი აზრით, ყველა ჩვენი ფიქრი კოსმოსში მიდის, იქ ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიებად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცლებზე. ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ ენერგეტიკული კოდი ორმოცი დღის განმავლობაში რჩება დედამიწაზე. აგროვებს გარშემო მყოფთა შესახებ ინფორმაციას და ამის შემდეგ ტოვებს დედამიწას. მისი ხელმეორედ მოსვლისთვის ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება, ანუ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის მიხედვით მიიღებს სამაგიეროს მეორედ მოსვლისას. მაგრამ, თუ ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მაშინ, დედამიწაზე მეორედ მოსვლისას, ის ფიზიკური დეფექტით იბადება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამქვეყნად ყველას თავისი მისია ეკისრება და ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ, ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ მაინც.

– თქვით, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ენერგია ოჯახში ტრიალებსო. თუ ადამიანი სახლიდან შორს კვდება, ამ შემთხვევაში რა ხდება?

– ადამიანის გარდაცვალების დროს პირველად კვდება მისი სხეული, მაგრამ, სპეციალური აპარატურა მის ენერგიას სახლში ორმოცი დღის განმავლობაში აფიქსირებს – ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგი და მეცნიერებისა და ეზოთერიკოსების მიერ დადასტურებული ფაქტია. ერთ მაგალითს დაგისახელებთ: ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც უცხოეთში იყო სასწავლებლად წასული, უეცრად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მისი ენერგია კი სპეციალურმა აპარატურამ სამშობლოში, მის სახლში დააფიქსირა. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ენერგიისთვის მანძილი არ არსებობს და, შესაბამისად, არც გადაადგილებაა მისთვის პრობლემა. სიკვდილის დროს ხდება გენეტიკური კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ყველა ჩვენგანის კოდი სამყაროსთანაა დაკავშირებული. ანუ, უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, ადამიანს სამყაროში ამ კოდით იცნობენ და მისი გარდაცვალების შემდეგ ეს კოდი ისევ განაგრძობს არსებობას, მაგრამ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ვერ ვამჩნევთ. გეტყვით იმასაც, რომ ადამიანის კოდი მის გარდაცვალებამდე გაცილებით ადრე იწყებს გარდასახვას.

– ეს როგორ გავიგოთ?

– ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და მათ ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. სწორედ ეს იწვევს გარდაცვლილი ადამიანის ნახვას სიზმარში. ამიტომ ვამბობ ხოლმე, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა მინიშნებას გაძლევენ ღამით ნანახი სიზმრები და იმქვეყნიდან სიზმრად მოვლენილი ახლობლები, კარგად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ გარდაცვლილთა მინიშნებები-მეთქი.

– ამბობენ, ადამიანის უეცარი სიკვდილი, შესაძლოა, სახლში არსებულმა გეოპათოგენური ზონიდან წამოსულმა უარყოფითმა ენერგიამაც გამოიწვიოსო. ამაზე რა აზრის ხართ?

– შემიძლია, ფაქტები მოგიყვანოთ და თავად მიხვდებით, თუ რა საშიშია სახლში გეოპათოგენური ზონების გავლენა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მოკლედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიიწვიეს სპეციალისტი, რომ ოთახებში გეოპათოგენური ზონების არსებობა შეემოწმებინა. მან კედელთან ახლოს აღმოაჩინა ძლიერი გეოპათოგენური ზონა, მის მოპირდაპირე მხარეს კი ბავშვის საწოლი იდგა, სადაც ყველაფერი რიგზე იყო. მეცნიერმა მშობლებს აუხსნა, რომ კარგი ქნეს, საწოლი იმ ადგილას რომ, დადგეს და არა კედელთან. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მშობლებიც კარგად ერკვეოდნენ მსგავს საკითხებში. მანამდე ბავშვის საწოლი თურმე სწორედ იმ ადგილას ედგათ, სადაც გეოპათოგენური ზონა იყო და ბავშვი იმ პერიოდში ხშირად ჭირვეულობდა, ავადმყოფობდა, უჭირდა დაძინება და ძილშიც არ იყო მშვიდად. ბევრ ექიმსაც გაასინჯეს, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზი ვერ დაუდგინეს. საწოლი გადააადგილეს თუ არა, მაშინვე დაიწყო ბავშვმა გამოჯანმრთელება, ძილიც გამოუსწორდა, დამშვიდდა და ჭირვეულობამაც გაუარა. ეს იმის მანიშნებელია, რომ გეოპათოგენური ზონები ძალიან საშიშია ადამიანისთვის. თუ დიდხანს დარჩით ასეთ ზონებში, შესაძლოა, მან ისეთი დაავადება გამოიწვიოს, რომლის გართულებას სიკვდილიც კი მოჰყვეს. ყველა მშობელს ვურჩევ, ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვების მიმართ გამოიჩინონ. აქვე გეტყვით, რომ ბავშვები ინტუიციით ხვდებიან და გრძნობენ მათთვის საშიშ ზონებს. მაგალითად, თუ ბავშვი ვერ იძინებს, ჭირვეულობს, ტირის და ცდილობს საწოლიდან გადმოსვლას, ან ღამით იღვიძებს და ტირილს იწყებს, ესე იგი, კოშმარები ესიზმრება. მისი მოუსვენრობისა და კოშმარული სიზმრების მიზეზი კი სწორედ გეოპათოგენური ზონის ზემოქმედებაა. დღეს უკვე ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ იმ სავალალო შედეგებზე, რაც გეოპათოგენური ზონების მოქმედებას მოჰყვება. თუ გეოპათოგენური ზონა გადის სამზარეულოზე, ეს ძალიან საშიშია. მას შეუძლია, პროდუქტების ენერგია შეიწოვოს, ასეთი პროდუქტის მიღება კი ადამიანში უარყოფით შედეგებს იწვევს. საერთოდ, ბევრი რამაა დამოკიდებული ამა თუ იმ ველის სიმძლავრეზე. ზოგიერთი გეოპათოგენური ზონის ნეიტრალიზაცია შეიძლება, ზოგიერთის კი – არა. სხვათა შორის, შავი მაგიის მიმდევარი ჯადოქრები სწორედ ისეთ გეოპათოგენურ ზონას იყენებენ პარალელურ სამყაროსთან ურთიერთობის დროს, რომლის განეიტრალებაც ძალიან რთულია. ველი იწოვს ადამიანის ცხოველქმედების უნარს, მაგრამ, თუ ამ ზონას რამდენიმე მეტრით მოაშორებთ საწოლს, სამუშაო მაგიდას და ასე შემდეგ, გეოპათოგენური ენერგიის აღარ უნდა გეშინოდეთ.

– რა მანძილზე ვრცელდება საშიში ზონების არეალი?

– საერთოდ, გვხვდება ძლიერი გეოპათოგენური ზონებიც, რომელთა გავრცელების არეალი რამდენიმე კილომეტრიც კია და ასეთ ადგილს უნდა მოშორდეთ. გეტყვით იმასაც, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ზონის გავრცელების სიხშირეზე. ადამიანზე გეოპათოგენური ზონის დიდხანს მოქმედებამ, შესაძლოა, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. გეოპათოგენური ზონა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და უმეტესად იწვევს ონკოლოგიურ ან სხვა მძიმე დაავადებებს. გეოპათოგენური ველი არა მარტო საცხოვრებელ ბინებშია, არამედ, შეიძლება, ყველგან შეგხვდეთ და მისი ზემოქმედებისგან არავინაა დაცული. კარგად დააკვირდით, სად გრძნობთ თავს ცუდად, სახლის რომელ კუთხეში ხართ მოუსვენრად და ასე შემდეგ. ასევე, თუ ღამით ცუდად გძინავთ, შეუცვალეთ საწოლს ადგილმდებარეობა, რადგან, შესაძლოა, დიდი ხანია, გეოპათოგენური ზონის ქვეშ გძინავთ და ეს დიდ საფრთხეს შეგიქმნით მომავალში. 

 

скачать dle 11.3