კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* კოსტა-რიკა მდიდარ ნაპირს ნიშნავს.

* ბიზანტიელები შესანიშნავად იცნობდნენ ალტაის მხარეს და ალათაუს „ოქროს მთას“ უწოდებდნენ.

* შვეიცარიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ქუჩებში ინტენსიური მოძრაობის საპროტესტოდ, სახლებს ფანერების ცხვირი და ყურები აქვს გაკეთებული.

* მე-20 საუკუნეში ტექნიკის ისტორიის გერმანელმა სპეციალისტმა ფელდჰაუზმა გამოაქვეყნა წიგნი „ყველაზე დიდი ტექნიკური მოვლენები“. მასში შესულია უდიდესი მშენებლობები, გამოგონებები. სიაში პირველ ნომრად წერია – სამყაროს შექმნა.

* 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა პოლიციაში შემოვიდა ტერმინი „სკამის პოსტი“, რაც სახაროვის შინაპატიმრობაში ყოფნისას მეთვალყურე პოლიციელების შტატს უწოდეს.

* 1913 წელს ბენიტო მუსოლინიმ მიტინგი მოაწყო, მაგრამ მისი მომხრეების ჩექმების ხმამ შეგროვილი ხალხი დააფრთხო და გაიქცნენ – მათ ეგონათ, რომ მიტინგის დასარბევად კავალერისტები მოდიოდნენ.

* მატარებლის ადვილად დაძვრისა და დამუხრუჭებისთვის, მოსკოვის მეტროს გვირაბების შუა ნაწილი უფრო დაბლაა გაყვანილი, ვიდრე სადგურები.

* პაბლო პიკასოს ახლო მეგობარი, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, რენე იშჩე, მასავით გამოეხმაურა 1937 წლის გერნიკის დაბომბვას და შექმნა სკულპტურა – მეომარი, რომელსაც, ისევე როგორც პიკასომ „გერნიკა“ უწოდა.

* ივრითზე სასაფლაოს ერთ-ერთი სახელია: „სიცოცხლის სახლი“.

* აბებე ბიკილამ ფართო საზოგადოების ყურადღება მარტო იმით კი არ მიიქცია, რომ 1964 წლის ოლიმპიური თამაშების მარათონი მოიგო, არამედ იმითაც, რომ მან მთელი დისტანცია ფეხშიშველმა გაირბინა.

* ხელყუმბარა მეთექვსმეტე საუკუნეში გამოიგონეს.

* ნაპოლეონის პოლიციის მინისტრს, ფუშეს, მიაწერენ სიტყვებს: „ეს უფრო მეტია, ვიდრე დანაშაული, ეს შეცდომაა“.

* უინსტონ ჩერჩილი ცეკვების დროს, ქალთა ოთახში დაიბადა.

* არისტოტელეს ლიცეუმის შესასვლელში ეწერა: „ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, პლატონის ცრუ წარმოდგენები გაფანტოს“.

* ძველი ბერძნები ლირის დასამზადებლად კუს ბაკანს იყენებდნენ, მასზე ორ თხის რქას ამაგრებდნენ და სიმებს ჭიმავდნენ.

скачать dle 11.3