კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსენი იაცენუკი – უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი

უკრაინაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომელსაც ურთულეს პერიოდში უწევს ქვეყნის მართვა: რუსეთის მიერ ყირიმის პირდაპირი ანექსია, რუსი ჯარისკაცების ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე, შიდა არეულობები აღმოსავლეთ უკრაინაში, ფინანსური პრობლემები და სხვა უამრავი პრობლემა, ამ ყველაფერთან არსენი იაცენუკსა და მის თანაგუნდელებს უწევთ ჭიდილი. სწორედ ისინი გეგმავენ, ააშენონ ახალი, ევროპული უკრაინა. არსენი იაცენუკი საკმაო გამოცდილების მქონე სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის შესახებ რამდენიმე საინტერესო ცნობას მოგაწვდით. 

*  არსენი იაცენუკი დაიბადა  1974 წლის 22 მაისს, ქალაქ ჩერნოვციში, რუსეთის, გერმანიისა და ლათინური ამერიკის ისტორიის მასწავლებლის, პეტრე იაცენუკისა და ფრანგული ენის მასწავლებლის, მარია იაცენუკ-ბაკაის ოჯახში. 1991 წელს არსენი იაცენუკმა ვერცხლის მედალზე დაამთავრა პანას მირნის სახელობის სპეციალიზებული ინგლისურენოვანი სკოლა და იმავე წელს მოეწყო ჩერნოვცის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ კი სწავლა კიევის ნაციონალურ სავაჭრო-ეკონომიკურ უნივერსიტეტში განაგრძო. უნივერსიტეტში სწავლას იაცენუკი იურიდიულ ფირმაში მუშაობას უთავსებდა. მას საკუთარი იურიუდიული ფირმა ჰქონდა, რომელიც ჩერნოვეცკის ოლქის გუბერნატორის, ვალენტინ გნატიშინის შვილთან ერთად დააფუძნა. 1998 წლიდან იაცენუკი კიევში გადავიდა საცხოვრებლად და პოლიტიკაში წასვლამდე სხვადასხვა ბანკში მუშაობდა.

* სხვადასხვა პერიოდში არსენი იაცენუკი იყო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონიმიკის მინისტრი. ასევე, სხვადასხვა წლებში იკავებდა უკრაინის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის თანამდებობებს. 

* არსენი იაცენუკს რამდენიმე მეტსახელი აქვს – „ბაჭია” და „სენია”. „ბაჭია” გაზეთმა „უკრაინულმა კომსომოლსკაია პრავდამ” უწოდა – იაცენუკი მულტფილმ „ვინი პუჰის” გმირ ბაჭიას შეადარეს. ჟურნალისტები კი მას „სენიას” ეძახიან. 2014 წლის დასაწყისში ინტერნეტით გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ვიქტორია ნულანდი, არსენი იაცენუკს „იაცად” მოიხსენიებდა. 

* არსენი იაცენუკს ჰყავს უფროსი და – ალინა იაცენუკი. ალინა პროფესიონალი მთარგმნელია და ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და გერმანულ ენებს. 1999 წლიდან ალინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანტა-ბარბარაში ცხოვრობს. მისი მესამე მეუღლე ამერიკელი, უძრავი ქონებით მოვაჭრე ჯონ სტილია, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, ხოლო პირველი ქორწინებიდან მას ჰყავს ქალიშვილი – ულიანა. 

* არსენი იაცენუკის მეუღლე ტერეზა იაცენუკია. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს – კრისტინა და სოფია. ოჯახი 2003 წლიდან კიევთან ახლოს, ნოვიე პეტროვციში ცხოვრობს, უკრაინის აწ უკვე ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენციის მეზობლად.

 

скачать dle 11.3