კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდები და გმირები

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში რამდენიმე საინტერესო რეკორდი დაფიქსირდა, მათ შორის ისეთები, რომელთა დამყარებას რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდნენ. გთავაზობთ მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირის რეკორდებს.

მიროსლავ კლოზე – ერთადერთი და განუმეორებელი

მიროსლავ კლოზე ოფიციალურად გახდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. გერმანიის ნაკრების 36 წლის ფორვარდმა, ჯერ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა და ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორი გახდა გერმანიის ნაკრების ისტორიაში, ხოლო გასულ მუნდიალზე მან ლეგენდარული რონალდოს რეკორდი დაამხო და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მფლობელი გახდა 16 გატანილი გოლით. 

ტიმ ჰოვარდი – ადამიანი-ობობა

ამერიკის შეერთებული შტატების მეკარე ტიმ ჰოვარდი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა. მის ანგარიშზე ყველაზე მეტი „სეივია” ერთ მატჩში – ეს არის საუკეთესო შედეგი მუნდიალების ისტორიაში 1966 წლიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც „ფიფამ” მოგერიებული ბურთების დათვლა დაიწყო. ჰოვარდმა ბელგიასთან მატჩში 16 „სეივი” გააკეთა და უმალ გახდა „ნაციონალური გმირის” ტიტულის მფლობელი. საგულისხმოა, რომ ჰოვარდის თავგანწირვამ ამერიკელებს ვერ უშველა.

ფარიდ მონდრაგონი – უბერებელი ფარიდი

კოლუმბიის ნაკრების მეკარემ, ფარიდ მონდრაგონმა, სულ 5 წუთი გაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიასთან მატჩში, თუმცა, ეს დრო საკმარისი გამოდგა, რომ ის სამუდამოდ გამხდარიყო მუნდიალების ლეგენდა. იაპონელებთან მატჩის დროს ფარიდ მონდრაგონი 43 წლის და 3 დღის იყო, რითაც მან არანაკლებ ლეგენდარული კამერუნელი როჟე მილას რეკორდი მოხსნა, რომელიც 1994 წელს 42 წლის ასაკში გავიდა მოედანზე. ცნობისთვის ფარიდ მონდრაგონი 1994 წელს ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატზეც გახლდათ კოლუმბიელების განაცხადში.

რავშან ირმატოვი – იღბლიანი მსაჯი

ბრაზილიის მუნდიალზე კიდევ ერთი საინტერესო რეკორდი დაფიქსირდა – ერთგვარი რეკორდის მფლობელი გახდა უზბეკი რეფერი რავშან ირმატოვი, მის ანგარიშზე ყველაზე მეტი მატჩია, სადაც ის მთავარი მსაჯი იყო. ირმატოვმა ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში ცხრა მატჩში იმსაჯა და ამით რეკორდი დაამყარა. ცნობისთვის, ირმატოვი ფინალის მთავარ მსაჯადაც განიხილებოდა „ფიფას” მიერ, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი იტალიელ ნიკოლა რიცოლიზე გაკეთდა.

скачать dle 11.3