კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირინა შეიკის გულახდილი ფოტოსესია

„ფორბსის” ყველაზე გავლენიანი სპორტსმენები

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა” მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც სპორტულ სამყაროში სახელგანთქმული ათლეტებიც მოხვდნენ. რეიტინგში სულ 16 სპორტსმენია, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ლებრონ ჯეიმსი – კალათბურთი; ფლოიდ მეივეზერი – კრივი; კობი ბრაიანტი – კალათბურთი; როჯერ ფედერერი – ჩოგბურთი; ტაიგერ ვუდსი – გოლფი; რაფაელ ნადალი – ჩოგბურთი; კრიშტიანუ რონალდუ – ფეხბურთი; კევინ დიურანტი – კალათბურთი, პეიტონ მენინგი – ამერიკული ფეხბურთი; ნოვაკ ჯოკოვიჩი – ჩოგბურთი; ფილ მიკელსონი – გოლფი; ლიონელ მესი – ფეხბურთი; დუეინ უეიდი – კალათბურთი; მარია შარაპოვა – ჩოგბურთი; სერენა უილიამსი – ჩოგბურთი; ნა ლი – ჩოგბურთი.

 

ირინა შეიკის გულახდილი

ფოტოსესია

ცნობილი მოდელი და კრიშტიანუ რონალდუს საცოლე კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში – ირინა მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალ „მაქსიმისთვის” გაშიშვლდა. თეთრქვიშიან სანაპიროზე ირინა შეიკი გულახდილ საცურაო კოსტიუმში წარდგა ფოტოგრაფის წინაშე. „სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, რას იფიქრებს ჩემზე ხალხი. ეს ჩემი ბიზნესია და არა ჰობი და მე მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის,” – განუცხადა ჟურნალისტებს ირინა შეიკმა, როდესაც მისი გულახდილი ფოტოები საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო.

 

ხამეს როდრიგესი – მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი

კოლუმბიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. 1991 წელს დაბადებული ხამესი ამჟამად „მონაკოს” ღირსებას იცავს, თუმცა, მისით უკვე დაინტერესდა მადრიდის „რეალი” და, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე, ის სამეფო კლუბის ფეხბურთელი გახდება.  ხამესის შესახებ ცნობილია, რომ მას რამდენიმე მეტსახელი აქვს: ჯეიმს ბონდი, ბანდიტი, ბამ-ბამი და ჯესი ჯეიმსი. ხამესის მეუღლე ყოფილი ფრენბურთელია, ის კოლუმბიის ნაკრების მეკარის, დავიდ ოსპინას დაა, რომელთანაც ხამესს ჰყავს ქალიშვილი – სალომეა. ხამეს როდრიგესი ბულვარული პრესის ფურცლებზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა; მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პირველი ხელფასით მან ბებიასა და ბაბუას კერძო სახლი უყიდა.

скачать dle 11.3