კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულები მოუვლინა უფალმა წმიდა მოწამე ტატიანას

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულობა დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში.

როცა რომში 16 წლის ალექსანდრე სევერუსი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც. აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეიძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა იქაურობა დატოვა. ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა.

გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი; თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, თვალები აეხილა მისი მტანჯველებისთვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.

მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გამოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგანი იქვე გარდაიცვალა.

წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარვალები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულ მოწამეს მოსთხოვეს, დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა.

როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები,ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში დააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ  და დაუამეს წყლულები.

მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს და დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ცეცხლმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო.

ნეტარი დედისთვის „მაგიური ძალა“ რომ გამოეცალათ, მას თმები მოკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარი გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი. წმიდა ქალწულ მოწამესთან ერთად, თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

скачать dle 11.3