კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სთხოვეს აჩიკო ზარნაძეს პატრიკ სვეიზის შოუში მონაწილეობა და როგორ მუშაობს ქართველი გარემოს დაცვის მეცნიერი ამერიკის ეკოლოგიაზე

აჩიკო ზარნაძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ. თუმცა, საკმარისია „იუ თუბიზე“ მისი სახელი და გვარი, ან უბრალოდ „salsageorgia“ აკრიფოთ და მაშინვე ნახავთ, აჩიკოს მიერ შესრულებულ არაერთ ცეკვას, რომელიც პირველი წამებიდან მოგხიბლავთ და გულგრილს არ დაგტოვებთ. აჩიკოს ცეკვის ნახვა ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, ამიტომაც  ამერიკაში მისი ხელწერა განსაკუთრებულად მოსწონთ. გაკვეთილებს იღებენ მისგან და, პარალელურად, პროფესიონალები მას სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე ვორკშოპების ჩასატარებლად იწვევენ. გარდა ამისა, აჩიკო წერს მუსიკას, მღერის და ახლო მომავალში ამერიკაში პირველი ალბომის გამოშვებასა და კონცერტების ჩატარებას გეგმავს. თუმცა, ყველაზე მთავარი – ის პროფესიით გარემოს დაცვის მეცნიერია და აქტიურად ზრუნავს ამერიკის სხვადასხვა შტატის ეკოლოგიაზე. 

 

აჩიკო ზარნაძე: ცეკვით თბილისში დავინტერესდი, ზუსტად არ მახსოვს, 1995 წელი იყო თუ – 1996. მეგობართან ერთად ქობულეთში ვისვენებდი. ზღვის პირას პატარა სცენა იყო, სადაც წყვილი სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდა. ძალიან მომეწონა და მოგვიანებით, წავედი სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში. დაახლოებით, 6 თვე ვიარე. კონკურსზეც გამოვედი, გავიმარჯვე. შემდეგ სასწავლო პროგრამით ვაბარებდი გამოცდებს, გავიმარჯვე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის ამერიკა ამოვარჩიე. წავედი, სწავლა გავაგრძელე. ჯერ ვიყავი ინდიანას უნივერსიტეტში, 2001 წელს კი გადავედი ნიუ-იორკში. პროფესიით ვარ გარემოს დაცვის მეცნიერ-კონსულტანტი და ამჟამად ამ სპეციალობით ვმუშაობ. თბილისშიც ამას ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში – ჯერ ბაკალავრიატი დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურა და ამ დროს პარალელურად, ვმუშაობდი მინისტრის თანაშემწედ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩემმა კოლეგამ შემომთავაზა: შენი პროფესიით სხვადასხვა პროგრამებია და მონაწილეობას ხომ არ მიიღებო. დავინტერესდი, რეკომენდაცია გამიწიეს, გამოცდები ჩავაბარე და სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წავედი. იქაც ავიღე მეორე მაგისტრი და დოქტორი უკვე ნიუ-იორკში გავხდი, სადაც დისერტაცია დავიცავი. ამას დიდი დრო დასჭირდა, რადგან თემა იყო დიდი. 

– რა თემაზე მუშაობდი? 

– ორგანული დამაბინძურებლების შესწავლა ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და პენსილვანიის მიდამოებში. მერე წიგნიც გამოვეცი, რომელიც ტექნიკურ ბიბლიოთეკებშიც არის და „ამაზონზეც.” ანუ, წიგნში წერია ის, რაზეც დოქტორის ხარისხი დავიცავი, ოღონდ „გაწიგნებული”... ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ შემომთავაზა გარემოს დაცვის სპეციალისტის ადგილზე მუშაობა და დღემდე იქ ვარ.

– რა შედის შენს საქმიანობაში?

– ჩვენი კომპანია იგებს გრანტებს, რომელიც შემდეგ ამერიკის ფედერალური ან საშტატო მთავრობიდან მოდის. არის ადგილები, რომელიც ძალიან დაბინძურებულია და მთავრობა ცდილობს მის გაწმენდას. მაგრამ ამას თვითონ ხომ ვერ გააკეთებს, ამიტომ დამხმარე კომპანიას ქირაობს და ეს ვართ ჩვენ. შემდეგ ვიღებთ სინჯებს, ანალიზებს ვაკეთებთ და ვადგენთ გეგმებს: როგორ გავასუფთაოთ. 

– მოკლედ, ამერიკის ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავ. 

– კი, სერიოზულად, თან ძალიან დაბინძურებულ ადგილებში. ანუ, ჩვენ ვადგენთ გეგმას, წარუდგენთ მთავრობას და ის ახორციელებს ჩვენ შეთავაზებულ ნიადაგზე წმედას, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, საქართველოში ამის საშუალება არ არის. თუ საქართველოში ცოტა ხანს მომიწევს ყოფნა, შევეცდები, ეს საქმე მაინც დაიძრას და შეიძლება, მეც, ამ საქმით დავკავდე. როდესაც განათლებას და გამოცდილებას ვიღებდი, პარალელურად ცეკვა იყო ჩემი ჰობი. 

– ამ ორ პროფესიას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. 

– ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვიგონებ, რადგან ეს ორი პროფესია არ ჯდება ერთმანეთში. ალბათ, მე მოვახერხე დროის სწორად განაწილება. მიუხედავად იმისა, რომ სწავლაში საკმაოდ მაღალი შეფასება მქონდა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სულ წიგნებში ვიყავი თავჩარგული. პარალელურად, სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებდი და რა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე მთავარი ცეკვა იყო. მახსოვს, კალიფორნიაში ვიყავი 2000 წლის ზაფხულში. კოლუმბიელმა თანამშრომელმა შემომთავაზა: წამოდი, „სალსაზე“ წავიდეთო. წავედით-მეთქი, კლუბში მივედით. იქ უეცრად ფეხსაცმლის გამოცვლა დაიწყო. რატომ აკეთებ-მეთქი, აქ „სალსაზე“ არ მოხვედიო, – მკითხა. კი და ვჭამოთ-მეთქი. რა უნდა ჭამოო. მე მეგონა, იცოდა ადგილი, სადაც ძალიან გემრიალი ჩიპსი „სალსა” იყიდებოდა. იმდენი იცინა, მგონი, დღესაც დამცინის. მოკლედ, შევედი და დავინახე საოცარი რამ: ჩემპიონატი იყო, სასწაულები ხდებოდა. ძალიან ეფექტური იყო და გადავწყვიტე, მესწავლა. იმ დროს სტუდენტი ვიყავი, ამიტომ ჯგუფურ ან პირად გაკვეთილებს ვერ ავიღებდი. ასე რომ, დღემდე არ მაქვს, როგორც ასეთი, გაკვეთილები აღებული. დავიწყე, ასე ვთქვათ, მეცნიერული ტვინის გამოყენება. სერიოზულად ვაკვირდებოდი მათ ცეკვას, შემდეგ ხდებოდა ტვინში ინფორმაციის დაიჯესტი. მუსიკა მესმის, მოძრაობაც, მგონია, რომ ვიცი, თუმცა „სალსა“ სამეჯლისო ცეკვებისგან რადიკალურად განსხვავებული ცეკვაა. ცოტა დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ გამომივიდა. თავიდან გოგონასაც ვერ ვეცეკვებოდი, რადგან ერთხელ ვეცეკვე, ფეხზე დავაბიჯე და გამიბრაზდა, დავკოპლექსდი. ამიტომ, ჩემთვის კუთხეში ვიდექი და ვაკვირდებოდი, მერე ვვარჯიშობდი და საბოლოოდ, რაღაც დონეზე ავედი. როდესაც ნიუ-იორკში ჩამოვედი, იქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო. კლუბებში მივდიოდი, ვეცეკვებოდი გოგონას. მე მსიამოვნებდა ცეკვა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ სხვებსაც შეიძლება, მოსწონებოდა. მაგრამ, ვიღაცეებმა დამიწყეს: ცეკვა მასწავლეო. თავიდან მეგონა, ხუმრობდნენ, მაგრამ ბევრმა რომ მითხრა... შევქმენი კლასი, სადაც 30-მდე ადამიანი მოვიდა. ის, რომ მე თვითონ გავიგე „სალსას“ პრინციპი, ჩემით ავითვისე მოძრაობები, ამ მხრივ იყო კარგი ჩემი მეთოდები, მოძრაობები. მათთვის ეს უცხო იყო და ამიტომ, ბევრი მოსწავლე მყავდა. სკოლაც ჩამოყალიბდა „salsageorgia,” ჩვენი საიტიც გვაქვს:  www.salsageorgia.com მოსწონს ხალხს ის მეთოდი, რაც მე მაქვს. გამოსვლებიც მქონდა და ახლაც მაქვს. ჩემი კონსულტანტებიც მყავდა. ერთ კოლუმბიელ ბიჭთან ერთად სოლო გამოსვლაც მქონდა – პერფორმანსი იყო, რომელიც ძალიან მოსწონდათ. გამოვდიოდით ნიუ-იორკის კლუბებში, პენსილვანიაში. ახლა კოსტა-რიკაში გვინდა, ერთად წავიდეთ. ჩემს მოსწავლეებსაც ჰქონდათ გამოსვლა ნიუ-იორკის კონგრესზე, სხვადასხვა ფესტივალზე გამოვდიდით. პრინციპში, ახლაც ვაკეთებ ამას, თუმცა, რადგან სამსახური მაქვს და სხვანაირი დატვირთვა – მუსიკაშიც ვარ ჩართული, ცეკვის მხრივ, რეგულარული პროექტები არ მაქვს. სხვადასხვა კონგრესიდან მაქვს მიწვევები და მათთან ვთანამშრომლობ. ახლახან ვიყავი ესპანეთში, რამდენიმე სტუდიაში ვატარებდი ვორკშოპებს. 1 აგვისტოს მიწვეული ვარ ალასკაზე, სადაც „სალსას“ საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. იქ ვიქნები „სალსას“ ინსტრუქტორი, სამდღიანი პროგრამით ვასწავლი მოძრაობებს. ის ქალი, ვინც ამ პროექტის ორგანიზატორია, მეცეკვა – აუ, ეს მოძრაობა მე არ მინახავს, ეს როგორ... მოკლედ, დაინტერესდა ჩემით და მიმიწვია. კიდევ ვიყავი ფილადელფიაში, იქ მქონდა ვორკშოპები. ნოემბერში კოსტა-რიკაში მივდივარ. ანუ, ამ მხვრივ, არის შემოთავაზებები. მე ძირითადად უფრო პერფერომანსებს ვაკეთებ. თუმცა, ვყოფილვარ მსაჯიც და არაერთხელ, მაგრამ ასე მირჩევნია. თან, ვცდილობ ეს ყველაფერი ჩემს ძირითად საქმიანობას შევუთანხმო. მე მხოლოდ სამსახური რომ მქონოდა, შინაგანად ძალიან დათრგუნული ვიქნებოდი, რადგან ამერიკაში სწავლა და მუშაობა ძალიან დამთრგუნველია. ქვეყანა იმიტომ არის მაღალ დონეზე, რომ ყველაფერზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამიტომ ის, რასაც ვაკეთებ, თუ არ არის კარგი, აღარ გამიგრძელებენ კონტრაქტს.  „სალსა“ იყო escape, ანუ, „გაქცევა“, ოღონდ კარგი გაგებით – გაქცევა პრობლემებიდან, ოღონდ ჯანმრთელი გზით და არა ნარკოტიკებით, ლოთობით. ჩემს მუსიკალურ ალბომსაც ასე ერქმევა. როდესაც „სალსას“ კარგად ცეკვავ, ყველაფერი გავიწყდება და რაც მაღალია ხარისხი, უფრო დიდ სიამოვნებას იღებ.

– როგორი მასწავლებელი ხარ?

– ძალიან მკაცრი. როცა ვიღაც იტყვის: აჩიკოს გაკვეთილი ავიღე, იქ ხარისხიც შესაფერისი უნდა იყოს. ჩემთან ისწავლება „სალსა“, „ბაჩატა“, „ჩა-ჩა“, კიდევ მინდა სხვა ცეკვები დავამატო. მინდა აღვნიშნო, რომ ის „სალსა,” რომელსაც მე ვცკევავ და ვასწავლი, არ არის კლუბური „სალსა“, ეს ნიუ-იორკული სტილია და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. უფრო უცხოა, ლამაზი, სოციალური ცეკვაა და ადამიანისთვის მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი. რაც მთავარია, ყველა ცეკვას ჩემი ხელწერა აქვს და ამიტომაც მოდიან, აინტერესებთ. ერთხელ, მახსოვს, ნიუ-ჯერსის ტელევიზიამ გააკეთა ჩემზე გადაცემა. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა და აგენტი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა: პატრიკ სვეიზი ჩამოდის ნიუ-ჯერსიში. ერთ-ერთ დიდ ჰოსპიტალში სიტყვით უნდა გამოვიდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცეკვა ძალიან კარგია გულის დაავადებისთვის. გვინდა, მის გამოსვლამდე შენ გააკეთო პერფორმანსიო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი, რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი ჩემს მეწყვილესთან ერთად ნომერზე. მინდოდა, საუკეთესო გამოსულიყო. რომ დამთავრდა პერფორმანსი, პატრიკმაც დაამთავრა თავისი სიტყვა, მოვიდა ჩვენთან,  ხელი ჩამომართვა, მითხრა: ძალიან მომეწონაო. ეს ადამიანი პროფესიონალი მოცეკვავე იყო, ჰოლივუდის სელებრითი და მისი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თან, ჩვენ მისი შოუს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვიყავით. 

– მუსიკა შენი კიდევ ერთი ჰობია და ამ მხრივაც აქტიურად საქმიანობ.

– ეს კიდევ ახალი ამბავია, ოჯახის წევრებმაც ვერ გაიგეს ვერაფერი. 18-19 წლის რომ ვიყავი, დანჯღრეული გიტარა მქონდა, ჩემთვის ვწერდი მუსიკას. მუსიკა არ არის ის თემა, ფული გააკეთო, თავი ირჩინო. ამიტომ, ამ საკითხს ასე მივუდექი: ჯერ უნდა ავსულიყავი სხვა დონეზე და მერე გამეკეთებინა მუსიკალური პროექტი. დაახლოებით 2-3 წლის წინ დავიწყე ამაზე მუშაობა. ჩემი საყვარელი ბენდია Coldpaly. მისი ჟღერადობა ძალიან მომწონს, ისევე როგორც სტინგი, ემი ვაინჰაუზი, მათი კომბინაცია მიზიდავს. ახალ მუსიკოსად მივიჩნევი, რადგან პირველ ალბომზე ვმუშაობ და მყავს მუსიკოსები, რომლებიც ჩემთან ერთად დაუკრავენ. თუმცა, ყველაფერზე მე ვმუშაობ, მათ მივცემ პარტიას და უბრალოდ, დაუკრავენ. მუსიკის არანჟირებაზე მეხმარება ჩემი ნათესავი მანანა არაბიძე, რომელიც ცნობილი კომპოზიტორია. რჩევებს მაძლევს. 10-11 სიმღერა მაქვს, რომელთაც საბოლოო სახეს მივცემთ და ალბომი ალბათ, სექტემბერში იქნება. ყველა სიმღერა ჩემი დაწერილია და მე ვიმღერებ. ამერიკაში მოხდა ჩემი ალბომის მარკეტინგი, პრეზენტაცია, თავისი კონცერტებით. 

 

скачать dle 11.3