კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო „ქოლავენ” მეგობრები ქეთი ორჯონიკიძეს და სად და ვისთან ერთად აპირებს ის საბერძნეთში სამყაროდან მოწყვეტას

ბოლო დროს, მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ იმიჯი შეიცვალა. თუმცა, თუ პროექტ „ერთი ერთში” გავიხსენებთ, მისი იმიჯის ცვლილება არ უნდა გვიკვირდეს. ქეთი ხომ ცხრაჯერ „შეძვრა” ცნობილი მომღერლების ტყავში და მისი გარდასახვა ნინო ქათამაძედ, დამეთანხმებით, ქართველ მაყურებელსა და მსმენელს დიდხანს ემახსოვრება. ამ პროექტში, ქეთი მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა და საკმაოდ სოლიდური პრიზებითაც დაჯილდოვდა. თუ რატომ შეეშვა ის მწერლობას, სად აპირებს მოგებული თანხის დახარჯვას და ვისთან ერთად აპირებს ამ ზაფხულს საბერძნეთში დასვენებას, ამაზე თავად მოგიყვებათ.


ქეთი ორჯონიკიძე: მეგონა, ჩემი შეცვლილი თმის ფერი და ვარცხნილობის სტილი ხალხს არ გაუკვირდებოდა, რადგან ამ მხრივ სულ ექსპერიმენტებში ვარ. მაგრამ, ბოლო დროს, ყველა მეკითხება, როგორი შეცვლილი ხარ, ქეთი, რა ხდებაო (იცინის). არაფერიც არ ხდება, უბრალოდ, ვარცხნილობა შევიცვალე, თმა ყვითლად გადავიღებე და ცოტა მოვიმატე, სულ რაღაც სამი-ოთხი კილო. სადაც მივდივარ, ყველა წუწუნებს: აუ, გახდომა გვინდაო. მე კიდევ ვწუწუნებ: ცოტა მომატება მინდა-მეთქი და მქოლავენ (იცინის). ვფიქრობ, ეს ოთხი კილოს მომატება კმარა და მეტს აღარ დავიწუწუნებ, ცოტა კილოგრამები მომემატოს-მეთქი (იცინის). ბოლო დროს, აუზზე დავიწყე სიარული და ჯანმრთელი წესით ვცხოვრობ. ახლა დასასვენებლად ვაპირებ წასვლას საბერძნეთში, კერძოდ როდოსზე და იქიდან რომ ჩამოვალ, უფრო დასვენებულის შეხედულება მექნება (იცინის).

– საბერძნეთში დასვენება იმ პრიზებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც პროექტში, „ერთი ერთში” მოიგე. ვისთან ერთად აპირებ, თუ საიდუმლო არ არის, იქ წასვლას და დასვენებას?

– საბერძნეთში, როდოსზე, ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად მივდივარ და იმედია, კარგ დროს გავატარებთ. დაგეგმილი მაქვს, სამყაროს მოვწყდე და მხოლოდ დასვენებაზე ვიყო ორიენტირებული. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად დასვენება და მათთან ერთად „გიჟობა”. წელიწადში ერთი თვე ხომ უნდა აჩუქო ადამიანმა საკუთარ თავს დასვენების დღეები. სხვათა შორის, როცა დასასვენებლად მივდივარ, სულ მაქვს განცდა, რომ იმ დროს ვკარგავ. სულ იმაზე ვფიქრობ დასასვენებლად მყოფი: რამე ხომ არ ხდება სადაც მე არ ვარ, იქ რომ ვიყო ამას გავაკეთებ-მეთქი და ფიქრით დაღლილი ჩამოვდივარ (იცინის). არასდროს დამავიწყდება ურეკში დასვენება. ვიყავი მეგობრებთან ერთად, ვიფიქრე, დავისვენებ-მეთქი და ისე დავიწვი მზეზე, ჩემი მეგობრები, იმის მაგივრად, რომ დაესვენათ, ჩემს მოვლას მოუნდნენ. წუწუნებდნენ, მოსავლელი გაგვიხდი, რას წვებოდი ამდენ ხანს მზეზეო. არადა, მე მათ გვერდით მინდოდა ყოფნა და ის კი არ გავთვალე, თეთრი კანი რომ მაქვს და მათი თავში სახლელი გავხდებოდი. ახლა ვხვდები, ასეთი მსხვერპლის გაღება მეგობრების ხათრით, არ ღირს (იცინის). სულ ვამბობ ხოლმე, მე სამყაროს მაშინ ვწყდები, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მარტოობა მშველის და ვისვენებ. ასეთი დღეები კი ჩემს ცხოვრებაში არც ისე ცოტაა. ახლა რომ, წავალ საბერძნეთში, ვეცდები, ცუდი ხასიათები, ნეგატივები და ნეტავ, აქ რა ხდებაზე ფიქრები, აქ დავტოვო და მხოლოდ დასვენებაზე ვიფიქრო.

– მე კი მეგონა, რჩეულ მამაკაცთან ერთად წახვიდოდი დასასვენებლად საბერძნეთში. სხვათა შორის, ბოლო დროს, გავრცელდა ხმები, რომ შენს ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდი. ასეა?

– ისეთი ადამიანი, რომლის მიმართ სიმპათიები მაქვს, ნამდვილად არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ ისეთი ურთიერთობაც არ გვაქვს, ერთად წავიდეთ საბერძნეთში დასასვენებლად. დროებით დავშორდებით ერთმანეთს და რომ ჩამოვალ, მერე უფრო მაგარ რომანტიკულ დღეებს მოვუწყობ (იცინის). ახლა არ მკითხოთ ვინ არისო. გიპასუხებთ, რომ არ არის ცნობილი,  არც შოუმენია და არც სიმღერა ეხერხება (იცინის). რაც შეეხება ყოფილ შეყვარებულს, მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს და მასთან ერთად ხშირად მნახავენ. ასე რომ, პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. ზოგადად, როცა მიყვარს, უფრო მშვიდი ვარ და პერიოდულად რომანტიკული „გამოსვლებიც” მახასიათებს. 

– თუ საიდუმლო არ არის, მოგებული თანხა, ათი ათასი უკვე დახარჯე?

– ჯერ არ დამიხარჯავს, უფრო სწორად, გარკვეული თანხა მოვიხმარე და დანარჩენი შენახული მაქვს. გეტყვით, რომ ამ პროექტში სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. ეს კონკურსი არ იყო, უბრალოდ, მომღერლები სხვა, ცნობილი მომღერლების ტყავში „ვძვრებოდით”. ხდებოდა გარდასახვა, არა ვიზუალურად, არამედ ვოკალურადაც და ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია. ორ-თვენახევარში, ცხრა ადამიანის, მათ შორის პრინცისა და ემინემის ტყავში „შეძრომას,” თქვენ ეხუმრებით? თუმცა, ყველაზე მეტად კომფორტული ჩემთვის, ნინო ქათამაძედ გარდასახვა იყო. თავად ჩამიტარა ნინომ მასტერკლასები და ამისთვის მას დიდი მადლობა. რა ვიცი, როცა სცენაზე ნინო ქათამაძედ დავდექი, მეც კომფორტულად ვიგრძენი თავი და ნინოც დარბაზში, კმაყოფილი სახით მიყურებდა. აი, პრინცად რომ გარდავისახე, „შლაქსები”, მაღალქუსლიანი მამაკაცის ფეხსაცმელი და ტოპი ჩავიცვი, გამეცინა. ვიფიქრე, რომელ საუკუნეში ვარ, ასე თუ ჩავიცვამდი, რას წარმოვიდგენდი-მეთქი (იცინის). ცხრაჯერ რომ გაგახდუნებენ და გაგასუქებენ, წარმოიდგინეთ, რა გადავიტანე, მაგრამ ამას სიამოვნებით ვიტანდი. ვგრძნობდი, ხალხიც როგორ მგულშემატკივრობდა. როცა ასეთ პროექტში იღებ მონაწილეობას, უნდა გაიხადო, ჩაიცვა და იმოძრაო ისე, როგორც შოუ მოითხოვს. ახლა, თუ არც სიმღერას უხდება სიშიშვლე და არც შენს გარეგნობას, იქ გარდასახვა კი არა, ნამდვილი კოშმარი იქნები, რაც არ უნდა კარგი მომღერალი იყო. გეტყვით, რომ ზოგადად, მიბაძვის წინააღმდეგი ვარ და სულ ვამბობ, ადამიანმა, მით უმეტეს შემოქმედმა  საკუთარი უნდა შექმნა და დატოვო, მაგრამ ამ პროექტში, სხვა მომღერლად გარდასახვა ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. ვერ გეტყვით, რამდენჯერ ამიწიეს ცხვირი, შემიცვალეს ვარცხნილობა, თმის ფერი და დამამატეს ზედმეტი წონა გრიმიორებმა (იცინის). გრიმს რომ გამიკეთებდნენ და სარკეში ჩავიხედებოდი, ჩემი გარეგნობის მიკვირდა: ვა, რა მაგარია-მეთქი. 

– ქეთი, მახსოვს რუსულ და ინგლისურ ენაზე წერდი რომანებს. ამ მხრივ როგორ არის საქმე?

– ამ საქმეს შევეშვი, რადგან მივხვდი, რომ ჯერ, საამისოდ  ცხოვრებისეული გამოცდილება არ მყოფნის. არ მინდა, ვინმეს ჰგავდეს ჩემი ნაწერი და არც ის მინდა, რაიმე აკლდეს. ამიტომ, ჯობია, ცოტა მეტი ცხოვრებისეული დავაგროვო და მერე ჩავუჯდე წერას. მწერლობა ადვილი არ არის, არ გამომივიდა, ამიტომ ამ ეტაპზე, რაც კარგად გამომდის – სიმღერა, იმას ვაკეთებ. თან, ჩემს ასაკში, როცა ოცდაოთხი წლის ვარ და მწერალი მერქვას, ვფიქრობ, ადრეა. თუმცა, პოეზიაში ვარ „გადავარდნილი”, ლექსებს ვწერ და ბევრ ჩემს ლექსზე სიმღერაც შეიქმნა. 

– ის თუა მართალი, რომ გიგა კვენეტაძეს მოსკოვში უგზავნი შენს რუსულ ენაზე დაწერილ ლექსებს. შემდეგ ის მუსიკას ქმნის და რუსულ მსმენელს ეს ძალიან მოსწონს?

– დიახ, მართალია. გიგა კვენეტაძეს რამდენიმე ლექსი გავუგზავნე და მასზე ულამაზესი სიმღერა შექმნა. როგორც მითხრა, მოსკოვში ეს სიმღერები მოსწონთ და უსმენენ. სხვათა შორის, ჩემი სიმღერებიც, ჩემსავე ლექსებზეა შექმნილი, რაც ბევრმა არ იცის. ახლა სიმღერების წერაც დავიწყე, ცუდად არ გამომდის, მე მომწონს. თუმცა კომპოზიტორობაზე არ მაქვს პრეტენზია. 

 

скачать dle 11.3