კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ამთავრებენ ბიჭებთან ურთიერთობას ნინი სუხიტაშვილი და სოფი სააკაშვილი და რაში აქვთ მათ დაწესებული „ამერიკული მორიგეობა“

ნინი სუხიტაშვილი და სოფი სააკაშვილი ერთმანეთს რამდენიმე წელია, იცნობენ და დღეს  საუკეთესო მეგობრები არიან. სოფი ახლო მომავალში ნიუ-იორკში აპირებს წასვლას და ნინისაც ამას სთავაზობს. როგორც მან მითხრა: ორივეს სურს, კარიერა მიუზიკლის ჟანრში განაგრძოს და სოფი ნიუ-იორკში ამ საკითხის მოგვარებასაც გეგმავს. 

 

ნინი: ერთმანეთი ერთ-ერთ სტუდიაში გავიცანით, დაახლოებით 3 წლის წინ. თუმცა, თავიდანვე არ დავმეგობრებულვართ. როცა, სწავლა დავამთავრეთ და სტუდიაში აღარ დავდიოდით, მაშინ დავმეგობრდით.

სოფი: ნინი ადრე ასეთი კონტაქტური არ ყოფილა. თავისთვის იჯდა და არავის ეკონტაქტებოდა 

ნინი: ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ არავისთან ვმეგობრობდი. მივდიოდი, საქმეს ვაკეთებდი და მოვდიოდი. ამაზე ვიყავი კონცენტრირებული.

სოფი: საქმის კეთებაზე იყო კონცენტრირებული. ამ ლეიბლში გავიცანი თიკა ბალანჩინიც, რომელიც ჩემთან ერთად  იყო „იქს ფაქტორში“. დღეს სამივე მეგობრები ვართ. მერე, სწავლა რომ  დავამთავრეთ, რატომღაც გადავწყვიტე, ნინისთვის „ფეისბუქზე“ მიმეწერა. პეკინზე შევხვდით და „მაკდონლადსში“ წავედით.  მოკლედ, მოვიარეთ ყველაფერი და იმის მერე ერთად ვართ. 

– ნინი, შენ რატომ არ გამოხვედი „იქს ფაქტორში“?

სოფი: ზარმაცია, ხომ ვამბობ.

ნინი: შრომის მხრივ არ ვარ ზარმაცი. უბრალოდ, ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა მეზარება,  მირჩევნია, ჩემთვის წყანარად ვიყო და ჩემი საქმე მშვიდად ვაკეთო.  

სოფი: ვიღაც რომ გადის ასეთ პროექტში, ხშირად აზრადაც არ მოსდის, ვინმეს უთხრას, თუნდაც მეგობარს. მე ყველას დავურეკე: არ გინდა გამოვიდეთ, წავიდეთ სასტავი. ნინისაც „ვკერავდით“, მაგრამ ცოტა ხანს დაფიქრდა და უარი გვითხრა. „სვეცკად“ გამოგვცადა, ნახა, რა როგორ ხდებოდა და მერე დალაგებულზე გამოვა. 

– ნინი, სოფის ყოველ გამოსვლაზე ძალიან ნერვიულობდი, მხარს უჭერდი...

ნინი: მე უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ეს, რადგან სოფი გააკეთებს თავის საქმეს, არაფერს მოერიდება და ჩვეულებრივ მიიღებს ყველაფერს. მე დარბაზში ვიჯექი და ყველა თითის ფრჩხილი მოჭმული მქონდა. ხალხს ვურტყამდი: ადექით, იყვირეთ, დაამესიჯეთ, ხალხო... მთელი გამოსვლები მქონდა. 

სოფი: ჩემი სადაქალოდან ნინი, ქეთი შაფათავა, ნინი შაფათავა, ლუკა ნოზაძე, ნათია ასანიძე – ეს 5 კაცი იყო, განსაკუთრებულად რომ მუშაობდნენ.

– ნინის, ოჯახიც კი აქტიურად იყო სოფის ამბებში ჩართული.

ნინი: რადგან ჩემი მეგობარია, იმიტომ არ გულშემატკივრობდნენ. ძალიან მოსწონდათ და ყველა მიკერძოების გარეშე გულშემატკივრობდა. მამაჩემი რუსეთიდან გაბრაზებული რეკავდა: ეს ძალიან მაგარი გოგოა, მაგას დიდი მომავალი აქვს, რატომ იყო აუტსაიდერებშიო.  

სოფი: ნინი განსაკუთრებულად ნერვიულობდა. ზოგჯერ, რომ მირეკავდა: რა ქენი, აირჩიეთ სიმღერა, რა გაცვია, რას მღერი, ვეუბნებოდი: ნინი, მაცადე. პირველად რომ გამოვვარდი, მეუბნებოდა: ახლა რა გავაკეთოო – ჩემზე ჰქონდა ცხოვრება აწყობილი. რომ დამაბრუნეს პროექტში, პირველი, რაც გავიფიქრე, ეს იყო: ნინის საქმე კიდევ მიეცემა-მეთქი. 

– გავხართ ერთმანეთს რაღაც თვისებებით, თუ არა?

ნინო: ორივე პირდაპირები ვართ. ისე, არც ერთი არ ვართ მურაბა და შაქარი, ორივე ფიცხები და უჟმურები ვართ.

სოფი: ზოგადად, ყველა საკითხს რეალურად ვუყურებთ, რეალურად ვაფასებთ, განვიხილავთ. ვარდისფერი სათვალე არ გვიკეთია. ყველანაირად შევეწყვეთ და გავუგეთ ერთმანეთს. შეიძლება, ერთმანეთს უცებ ვუყვიროთ, მერე მოვტრიალდეთ და ვთქვათ: ახლა რა ვქნათ, სად წავიდეთო. ანუ, მომენტალური ყვირილები გვაქვს, აფექტური, რომელსაც გაგრძელება არ აქვს. 

ნინი: სოფი ნიუ-იორკში რომ იყო წასული, სულ სკაიპით ვესუბრებოდით ერთმანეთს. მიყვებოდა რაღაცეებს, იმდენი ტანსაცმელი ჩამომიტანა... დღეს ბიჭებს რომ ვუყურებ, საერთოდ არ აქტიურობენ, სიურპრიზი მოგიწყონ. ჩვენ უფრო ვუკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს, საჩუქრებს. ოქროს ჯვარი მაჩუქა ცოტა ხნის წინ ჩვენი მეგობრობის ნიშნად. სიურპრიზს მიკეთებდა, მაგრამ დედამისმა ჩაუშვა.

სოფი: დავურეკე – სერიოზული საქმე მაქვს-მეთქი. ამოვიდა და უცებ დედაჩემი ამბობს: გამოუტანე ის საჩუქარიო. ჩამიშალა გეგმები, ვეღარ მოითმინა. ასე ვერთობით და ვიხალისებთ ცხოვრებას. ერთი კვირაა მარტო ვარ. დედაჩემს დაბადების დღე ჰქონდა და ქმარმა საჩუქარი გაუკეთა, პარიზში წაიყვანა. მე და ნინი მარტო ვართ და „ვგუალობთ”. 

ნინი: მაია წავიდა თუ არა, მეორე დღესვე სახლში ფართი მოაწყო. კარგად გავერთეთ. 

სოფი: ერთი დღეა, „ვანაში“ ვარ შესული, ღამეა და მესმის: ხან ტელეფონი რეკავს, ხან „ფეისბუქში” მომდის მესიჯები. მოკლედ, არც კომპიუტერი ჩერდება და არც ტელეფონი. ამ დროს მხვდება ნინის ესემესი: დამირეკე, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია. დავურეკე, მეუბნება: მეგობრობის სადღეგრძელოს ვსვამო.

ნინი: იმ ღამეს მეგობრებს ძილი არ ეღირსათ, ყველას დავურეკე. დედაჩემი ავიყოლიე, ერთად ვსვამდით სახლში და თან, ვურეკავდი ყველას. 

– ერთადაც სვამთ ხოლმე? 

– კი და ორივე მაგრად ვაფრენთ. არც ერთი არ ვსვამთ ბევრს, რასაც ვსვამთ, ისიც გვყოფნის. რაც მთავარია, მეორე დღეს ყველაფერი გვახსოვს. 

– სახლში, მარტო რომ ხართ, მორიგეობა გაქვთ დაწესებული?

სოფი: საჭმელებს მე ვაკეთებ. დღეს ჭურჭელი მას უნდა დაერეცხა, მაგრამ მე დავრეცხე.

ნინი: რომ ცხელა, ნერვი არ მაქვს. ჩემი ჯერი იყო, მაგრამ სოფიმ დაიწყო რეცხვა – მოიცა, ვგრილდებო და მეც გავიპარე, გავიძურწე.  ამან დარეცხა მთლიანად.

სოფი: ამას ჰქვია „ამერიკული მორიგეობა“. საჭმელს არ ვაკეთებინებ, რადგან მე უფრო კარგად ვაკეთებ, თან სწრაფი ვარ. ამას რომ დაველოდო ერთ კვერცხს 5 საათის განმავლობაში შეწვავს, თორემ კარგად კი გამოსდის.

ნინი: სამაგიეროდ, ლამაზი და გემრიელი იქნება. 

სოფი: არ მომაყოლო ბორშჩის გაკეთების ამბავი. ყველაფერი რომ ჩაყარა ლამაზად და წყალი არ დაასხა.

ნინი: 5-6 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. დედაჩემს ეჩქარებოდა და მითხრა: ასე გააკეთე და 40 წუთი გააჩერეო. დავდგი გაზზე, დამავიწყდა წყლის დასხმა და გავედი გარეთ, 40 წუთში მოვალ-მეთქი. რომ ვბრუნდებოდი, ვხედავ, ჩემს კორპუსს ბოლი ასდის. მივდივარ – ჩემი სახლიდან გამოდის. ვერაფერს მივხვდი, გავაღე კარი და არაფერი ჩანდა, ქვაბი – დანახშირებული იყო. გადავრჩი, ხანძარი რომ არ გაჩნდა. ეტყობა, იმ დროს შეყვარებული ვიყავი, არ ვიცი, რა დამემართა. 

– როგორი ბიჭები მოგწონთ? 

სოფი: ყველა ნორმალურ გოგოს სიმპათიური ბიჭი მოსწონს. მაგრამ, საქართველოში ამის ნაკლებობას განვიცდით.

ნინი: თუ სიმპათიურია, მაშინ სხვა პრობლემები აქვს.

სოფი: ძირითადად, ერთნაირი ტიპაჟები მოგვწონს, მაგრამ ამ ბოლო დროს არ დაემთხვა ჩვენი აზრები. მე ვინც მომეწონა, ამას არ მოეწონა. რა კარგი ბიჭია, – ვიტყვით და გაივლის ეს ამბავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორივეს იმასთან გვაქვს ფლირტი. ასეთი რამ არც ყოფილა და არც იქნება.  თუმცა, ისეთი შემთხვევა ყოფილა, ნინის ვინც მოსწონებია, მე არ მომწონებია და ბევრი მიჩალიჩია, რომ იმ საზიზღართან არ ყოფილიყო. 

ნინი: ყოფილა ისეთი შემთხვევა, მე ვინც მომწონებია, ჩემ ირგვლივ არავის მოსწონდა. ერთ დღეს კი გავიღვიძე და მივხვდი, რომ მეც საერთოდ არ მომწონდა. სოფის შემთხვევაშიც ყოფილა ასეთი რამ. ამ დროს ორივე ვუსმენთ ერთმანეთს, მაგრამ მერე შეიძლება, ჩვენებურად გადავწყვიტოთ. 

– ამ მხრივ ახლა ხდება რამე?

სოფი: არაფერი, რადგან მე არ მინდა, რომ მოხდეს. ამიტომაც, სერიოზული ურთიერთობა არავისთან გვაქვს.

ნინი: თვალსაწიერი დიდი გვაქვს, მაგრამ არჩევანი დიდი არ არის. 

სოფი: „ფეისბუქში” რომ მოგწერს: ლამაზო, შენი სახელი მითხარი.

ნინი: და ანგელოზის სახელს ვიკითხავო, იქ ყველაფერი მთავრდება, წაგიხდება შთაბეჭდილება. საერთოდ აღარ მოგინდება რომანტიკული ურთიერთობა, გული გერევა და თან, ყოველდღე ასეთი სახის 60 წერილი გვხვდება. მერე, პასუხს რომ არ მისწერ, გწერენ: რა იყო, სანზონელებს არ ეკონტაქტები?! ამაზე მხოლოდ გვეცინება და ძალიან მწყდება გული, რომ განათლების დონე დაბალია, არ იციან გოგოსთან მოქცევის წესები.

სოფი: და იმის უნარი აქვთ დაქვეითებული, იბრძოლონ შენთვის, რაღაც გააკეთონ. გაივლიან და სხვა მილიონიაო – ასეთი ფსიქოლოგია აქვთ. იყვნენ კარგად იმ სხვა მილიონთან, მე ერთი კი კარგად ვიქნები ჩემთვის. 

ნინი: ვიზუალზე უკვე აღარ არის საუბარი, იმდენად საშინელი თვისებები აქვთ და საოცარი მენტალიტეტი. სიმპათიურიც რომ არ არის და შიგნიდან ცარიელია, ეს საშინელებაა და ჯობია, საერთოდ არ გყავდეს. 

სოფი: ამას ჯობია, სტატუეტი გქონდეს სახლში, ხმას მაინც არ ამოიღებს, რომ დაარტყამ. „ლამაზოო,“ არ გეტყვის.

ნინი: იცი, რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად, რომ არ გიცნობს და ისე შემოდის კონტაქტში, თითქოს 5 წლის ურთიერთობა გქონდეს. არ იციან, ვის როგორ მოექცნენ.

სოფი: მქონია ისეთი შემთხვევა, ადამიანს რამდენიმე თვე ემეგობრები და მერე ისე გითამამდება, ძმაკაცურად გელაპარაკება... მე არავის ძმაკაცი არ ვარ და ასეთ ლაპარაკს, არავისგან მოვითმენ.

ნინი: ახლანდელ ბიჭებს ხვეწნა უყვართ: მოდი, სადმე წავიდეთ. ჩვენ კი არ ვართ ისეთი ტიპები, ვინმეს ვეხვეწოთ.

 

скачать dle 11.3