კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედნიერი ფინალი

„ნაციონალური“ ლოგიკა VS არისტოტელეს ლოგიკა


თუმცა ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, დაესწრებოდა თუ არა პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, საბოლოოდ, ისტორიას ინდური ფილმივით (გნებავთ, ვენესუელური სერიალივით) ბედნიერი ფინალი ჰქონდა.

პარლამენტის სხდომას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო და პრეზიდენტიც, მთავრობის წევრებიც და მოწვეული სტუმრებიც.

თავისთავად, ნახელისუფლარი ოპოზიციაც, რომელმაც, ჩვეულებისამებრ, მომენტი არ გაუშვა და „რეჟიმის“ „არადემოკრატიულობაზე“ ისაუბრა (ეს ის შემთხვევაა, როდესაც უძლურია გამონათქვამი, ენას ძვალი არა აქვსო!), სხდომათა დარბაზი კი წარწერებით დაამშვენა: „ევროკავშირში – პოლიტიკური პატიმრების გარეშე“!

ზედაც, მანამდე განაცხადეს, რომ, მიუხედავად რატიფიცირებისა, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია და რუსულ ინტერესს ატარებსო (არადა, სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ, მაღალ-მაღალი ტემპერატურა აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება, შესაბამისად, მსგავსი „გენიალური“ დასკვნებისთვის ნოყიერი ატმოსფერო, მინიმუმ, აგვისტოს ბოლომდე გველის. – ).

რაც შეეხება პლაკატებს: რაკი, „ნაციონალური“ ლოგიკით, ჩვენში პოლიტპატიმრები ყოფილან (და მერე რა, რომ მათ პოლიტპატიმრებად მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ?!), რის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, მაინცდამაინც, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისას აცნობეს, გამოდის, რომ აფრთხილებენ, საქართველოს ადგილი ევროკავშირში არ არისო. აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: ანუ, ვინ ატარებს რუსულ ინტერესს? რომელსაც საკმაოდ ნათელი პასუხი აქვს: რა თქმა უნდა, პლაკატის დამჭერებს ( არისტოტელე).

скачать dle 11.3