კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასპეცებულები

ანუ „თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ“

 

თუმცა ყველა იმას უჩივის, რომ მათ სატელეფონო საუბრებსაც უსმენენ და დაინტერესებულ პირებს სოციალურ ქსელებში გახსნილი პირადი პროფილების წვდომის საშუალებაც აქვთ, ტელეფონითაც ხშირად ვლაპარაკობთ და სოციალურ ქსელებსაც აქტიურად ვიყენებთ (შესაძლოა, ისე მივეჩვიეთ გამჭვირვალობას, რომ ამის გარეშე უკვე წუთითაც ვერ წარმოგვიდგენია გაძლება, ან, ისიცაა, რომ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო!).

ასეა თუ ისე, ცნობილია, რომ სოციალური ქსელი  „ფეისბუქი“ (ამის შესახებ „ფეისბუქის“ წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს) ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებს დაუბრკოლებლად მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ.

ხოლო „მოთხოვნილ ინფორმაციაში“ იგულისხმება IP მისამართები და სხვა პერსონალური ინფცნობები. რაკი ეს ნორმა ოფიციალურად 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდა, ისიც ცნობილია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური ქსელის წარმომადგენლებს 74 ქვეყნის შესაბამისმა ორგანომ მიმართა 38 000 მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

როგორც აღმოჩნდა, ყველა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ, თუმცა ყველაზე მეტი აშშ-ს წარუდგენია, მაგრამ მას არც გერმანია, საფრანგეთი და იტალია ჩამორჩენილან.

გაირკვა, რომ საქართველოდან „ფეისბუქს“ არც ერთი განაცხადი არ მიუღია, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ან ჩვენს სპეცსამსახურებს ეს სფერო სრულად თვითდინებაზე მიუშვიათ, ან ინფორმაციის მოსაპოვებლად, როგორც ძველ დროსა, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის დახმარება, უბრალოდ, არაფერში დასჭირვებიათ. – .

скачать dle 11.3