კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინიციატივათა მარათონში

ყველაზე ჯანმრთელი „ავადმყოფი“

 

ჩვენს მეზობელ რფ-ში არც გასულ კვირას ჩაუვლია ახალი და გენიალური ინიციატივის გარეშე. ამჯერად პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი დადგენილებას, რის მიხედვითაც, რფ-ის სახსტრუქტურებს ეკრძალებათ უცხოური ავტომანქანებისა და ტექნიკის შესყიდვა.

კერძოდ, იგი უბნობს: „საქონლისა და მომსახურების შესაძენად ფედერალური ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა გამოიყოფა და, რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ის მოხმარდება სამამულო კომპანიებს და არა – უცხოელ მწარმოებლებს“. ოღონდ დასძენს, რომ სამამულო წარმოების ტექნიკის ფასი და ხარისხი ადეკვატური უნდა იყოსო.

მეორე მხრივ, დიმიტრი მედვედევი იქვე შენიშნავს, რომ მთლად სრულადაც არ ამბობენ უარს უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, პირიქით, აპირებენ, განავითარონ რუსული წარმოების კოოპერაცია უცხოურთან.

ანუ, უცხოურ ბრენდებს რუსეთშივე თუ ვაწარმოებთ, უცხოური აღარ იქნებაო, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გეგმავენ, მეორე მხრივ კი, ამ უცხოური ფულითვე რუსეთში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მე, ბუნებრივია, არ ვიცი (ავტომანქანები იქით იყოს), როგორ და რამდენ ხანში ჩაანაცვლებენ, მაგალითად, თანამედროვე სამედიცინო ტექნიკას სამამულო, რუსულით ან ჩანაცვლებამდე რა წყალს მისცემენ თავს, თუმცა, თუ დანარჩენი სამყაროსგან რფ-ის იზოლაციის მცდელობებს გავიხსენებთ, არ გამოვრიცხავ, საკუთარ მოქალაქეებს სამ თვლაში ერთხელ სუნთქვა დაუწესონ, რომ საზიზღარი კაპიტალისტების ამონასუნთქი წმინდა რუსულ ფილტვებში დოზირებულად მოხვდეს. – 

скачать dle 11.3