კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– თემა შესანიშნავად გაქვს დაწერილი, გრამატიკული შეცდომებიც არ გაქვს, მაგრამ მაინც 9 ქულას გიწერ ტავტოლოგიისთვის: „იყო ერთი მოხერხებული მეგრელი“...

***

ავტობუსში სათნო მოხუცი ამოვიდა. წინ მჯდომმა ორმა გოგონამ, ვითომ ვერ დაინახეს, განაგრძეს ღლაბუცი. ვერ მოითმინა ერთმა მამაკაცმა და გოგონებს მიმართა.

– იქნებ ადგილი დაგეთმოთ ასაკოვანი ქალბატონისთვის.

– იქნებ მე ფეხმძიმედ ვარ, – ცინიკური ღიმილით უპასუხა ერთმა.

– შენ არ შეიძლება, ფეხმძიმედ იყო – ნიანგები კვერცხებს დებენ.

***

გადავწყვიტე, გამეკეთებინა ხორცი ღვინით... უკვე ერთი ლიტრის შემდეგ მივხვდი, რომ გაზქურასთან ჩემი ადგილი არ იყო...

***

მოსემ თქვა: ყველაფერი ღვთისგანაა.

სოლომონმა: ყველაფერი ჭკუისგანაა.

ქრისტემ: ყველაფერი გულისგანაა.

მარქსი: ყველაფერი მოთხოვნილებისგანაა.

ფროიდმა: ყველაფერი სექსისგანაა.

აინშტაინმა: ყველაფერი შეფარდებითია.

რამდენი ებრაელიცაა – იმდენი აზრია.

***

აბაზანაში ზედმეტად ცხელმა წყალმა ბავშვს ნახევარი წლით ადრე დააწყებინა ლაპარაკი.

***

კონკურსი ქილერის ვაკანტურ ადგილზე. ბოლო დავალება: „ოთახში შეხვალ და პისტოლეტით მოკლავ საკუთარ ცოლს“.

პირველმა კონკურსანტმა მაშინვე უარი განაცხადა.

მეორე შევიდა და თხუთმეტ წუთში უკან გამოვიდა – ვერ შევძლებ საყვარელი ადამიანის მოკვლას.

მესამე შევიდა – ატყდა ხმაური, ყვირილი... და 5 წუთში გამოვიდა.

– რა „ხალასტოი“ ტყვიებით დამიტენეთ... ძლივს მოვახრჩვე...

***

– აიჩემეს – ელგებეტე, ელგებეტე... ჩვენთან რახანია ერთსქესიანი წყვილია გაბატონებული – ცოლი და სიდედრი...

***

– იმდენი სწრაფი გახდომის ხერხია, გასაგებია, 25 წლისამ რომ დიეტით 40 კილო დაიკლო, მაგრამ ის მიკვირს, როდის აიკრიფა ეს წონა?!

***

სიყვარულის ახსნა:

– გოგონა, ცხოველები გიყვარს?

– ძალიან?

– გამომყევი, მე ისეთი საქონელი ვარ...

***

მოსამართლემ დამნაშავეს განაჩენი გამოუტანა:

– 25 წელი – ციხე...

– რას ამბობთ, წელს მე  80­ის ვხდები...

– მერე რა, ჩვენ ხომ შეუძლებელს არ გთხოვთ, იჯდებით, სანამ შეძლებთ.

***

– რა ვქნა, მიხო, მიტუა ფულზე მთავაზობს... პირობა ასეთია, უნდა გავიხადო, წინ დამიგდებს ორი ათას ლარს, მე გადავიხრები და... 2 ათასი ჩემია...

– 2 ათასი?! არა უშავს... მიდი...

გადის ორი საათი, სამი, ოთხი... შემოდის მარო, მძიმე ჩანთებს ძლივს მოათრევს...

– მეხი კი დავაყარე, სად შააგროვა ამდენი ოცკაპიკიანები, იმ ჩასაძაღლებელმა მიტუამა...

***

ახალგაზრდა აფთიაქის ვიტრინასთან დგას, ჩაფიქრებული...

– ნუ გრცხვენიათ... რომელი პრეზერვატივი გნებავთ, – გამოელაპარაკა აფთიაქარი.

– უკვე გვიანაა, პამპერსი და ბავშვის საკვები...

***

– გოგონა, რამდენი წლის ხარ?

– დაგიჭერენ, ბიძია, დაგიჭერენ!

***

– რა არის მრავალფეროვნება?

– ეკა, ლიკა, მაკო... – აი, ეს არის მრავალფეროვნება.

– აჰა, გასაგებია – ზუკა, გუკა, კაკი...

– ეეე... შენ ბოზობას მრავალფეროვნებაში ნუ ურევ.

скачать dle 11.3