კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუძახეს შალვა რამიშვილმა და დათო ფორჩხიძემ გელა გნოლიძეს პოლიტიკოსების მუსიკალურად გასაშარჟებლად და რისთვის ჰქონდა მას აღებული პაუზა

გელა გნოლიძის სახელი და გვარი წლების წინ ჰიტად ქცეულ ბევრ სიმღერასთან ასოცირდება. იმ დროს, როცა ქართული შოუ-ბიზნესი ყველაზე აქტიური იყო, გელა გნოლიძის დაწერილმა თუ გაკეთებულმა სიმღერებმა, ბევრ მომღერალს მოუტანა პოპულარობა და წარმატება. თუმცა, გელა იმ დროს მაინც ჩრდილში ამჯობინებდა ყოფნას, თუ არ ჩავთვლით მის რამდენიმე სიმღერას, რომლებსაც ის სხვა მომღერლებთან ერთად ასრულებდა. დღეს გელა ტელევიზია „აფხაზეთის ხმაზე“ მუშაობს, ასევე „შალვა რამიშვილის შოუში“, პარალელურად, „ქუჩის ბიჭების“ მუსიკალური ხელმძღვანელია. ასევე, ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად „სეუს“ ბაზაზე აკეთებს საპროდიუსერო ცენტრსა და სტუდიას, რომელიც ბევრ ნიჭიერ ადამიანს დაეხმარება და ხელს შეუწყობს. 

 

გელა გნოლიძე: დღეს, ძველი პერიოდისგან განსხვავებით, ბევრი რამ შეიცვალა, მუსიკაც შეიცვალა, ახალი მიმდინარეობები გაჩნდა. თუმცა, ძველის განახლება ყოველთვის მოდაშია. ძველი პერიოდი კარგად მახსოვს, იმ დროს არაფერი ხდებოდა – არ იყო ინტერნეტი, ინფორმაცია არ შემოდიოდა, მხოლოდ კასეტას თუ ვინმე ჩამოგიტანდა უცხოეთიდან, ან ბაზრობაზე ვიყიდდით „ემტივის“ კასეტებს. ამის ფონეზე ახლის კეთება, იმხელა ბუმი იყო, რომ ყველა იტაცებდა. შემდეგ რადიოები გაჩნდა და უფრო ადვილი გახდა პოპულარობის მოხვეჭა. ნელ-ნელა ჩვენც დავიხვეწეთ, კარგი ინსტუმენტები შემოვიდა და ჩვენი საქმის უკეთ კეთების საშუალება მოგვეცა. ამ ყველაფრის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მამუკა ღლონტმა. „მაესტრომ“ მისცა გასაქანი მომღერლებს და მიეცათ სტიმული, უფრო და უფრო მეტი სიმღერა ეწერათ. ეს სიმღერები კი ჰიტდებოდა, მომღერლები პოპულარულები ხდებოდნენ. დღეს, სამწუხაროდ, სულ სხვა სიტუაციაა, ფაქტობრივად, მომღერლებს სტიმული აღარ აქვთ, არაფერში აღარ სჭირდებათ ეს სიმღერები, აკეთებენ – მაგრამ უდევთ, ვერ აჰიტებენ. 

– რა პროფესიის ხარ?

– მუსიკოსი ვარ პროფესიითაც, სულითაც, ხორცითაც. თუმცა, „სდასუში“ უცხო ენების ფაკულტეტი დავამთავრე. ეს, უბრალოდ, ცხოვრებაში მადგება, თორემ, როგორც პროფესია, არასდროს მქონია. ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან, მათი მშობლებიც მუსიკოსები იყვნენ. მათ თავიდანვე მომცეს ბიძგი, ფაქტობრივად, არჩევანი არც დამიტოვეს. ათწლედში რომ მივედი, გამოცდაც არ ჩამიბარებია. დავუკარი ჩემი შექმნილი მუსიკა, ვიმღერე და ეგრევე მიმიღეს. 

– როგორი ბავშვი იყავი?

– კარგი ბავშვი ვიყავი, წყნარი, კარგად ვსწავლობდი, ვმღეროდი. მერე გარდატეხის ასაკში დამიბოხდა ხმა, ვერ ვმღეროდი საერთოდ. მუსიკის გარეშე ხომ არ შემეძლო და ზუსტად იმ დროს დავიწყე არანჟირება, სხვებისთვის სიმღერების კეთება. ჩემი პირველი მენტორი, ვინც ტექნიკური მხარე მასწავლა – დათო ფორჩხიძე იყო. 

– გახსოვს შენი გაკეთებული პირველი სიმღერა?

– პირველი სიმღერა მე და სტეფანემ ერთად  გავაკეთეთ –  „ფეთხუმი ქალი“,  მერე დათო ხუჯაძეს გავუკეთე სიმღერა, რომლითაც „Cëჭâÿíñêèé ხჭçჭð” მოიგო. იმ დროს იმდენ რამეს ვაკეთებდი, ყველაფერი არც მახსოვს. ლექს-სენის პირველი ალბომი გავაკეთე, აგნესას – რამდენიმე სიმღერა და თითქმის ყველა პოპულარული გახდა... თამთა გოგუაძე იყო, დუეტები... 

– ამ ყველაფრის მიუხედავად, შენ მაინც ჩრდილში ამჯობინებდი ყოფნას. 

– ასე მინდოდა. უფრო ზარმაცი ვარ, ვიდრე მორიდებული. იმდენად დაკავებული ვიყავი სხვებისთვის სიმღერების კეთებით, რომ იშვიათად ვაკეთებდი რამეს ჩემთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სიმღერას გავუკეთებდი და ვერ მოირგებდა, დარჩებოდა და მერე მე ვმღეროდი. საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი სწორედ ის სიმღერები გამოდიოდა. ძველი პერიოდი იმდენად კარგი იყო, ისე კარგად მახსენდება... კვირა არ გავიდოდა, ვინმეს სიმღერის ან კლიპის პრეზენტაცია არ ყოფილიყო. ყოველ კვირა პრეზენტაციობა იყო, ყველა ერთმანეთს ვხვდებოდით და მერე ისე ამოგვივიდა ყელში, რომ აღარ მივდიოდით. 

– როდესაც სიმღერაზე მუშაობდი, თავიდანვე ხვდებოდი, რომელი გაჰიტდებოდა და რომელი – არა? 

– ყოველთვის ისეთ სიმღერებს ვაკეთებდი, რომელიც გაჰიტდებოდა. დამკვეთი რომ მოდის, ის პირდაპირ გაძლევს დავალებას – ყველას ჰიტი უნდა. რა თქმა უნდა, ყველა არ გაჰიტდება, მაგრამ ისე აკეთებ, რომ ჰიტი იყოს. მე ვფიქრობ, რომ, რაც გამიკეთებია, ყველაფერი გაჰიტებულა. მადლობა ამისთვის ხალხს, რომ კარგად მიიღეს ჩემი სიმღერები. თუმცა, იყო სიმღერები, რომლებიც მეგონა, გაჰიტდებოდა, მაგრამ არ გაჰიტებულა.

– ბევრი მომღერლის წარმატებაში ძალიან დიდია შენი წვლილი. 

– ბევრის წარმატებაში მიმიძღვის წვლილი და დიდ მადლობას მიხდიან ამისთვის. ამის გამო ბევრთან მაქვს ყოველდღიური მეგობრობა. თუნდაც „ქუჩის ბიჭებთან“ – ჩვენ განუყრელი მეგობრები ვარ, თან მათი მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. 

– როგორი ხარ მუშაობის პროცესში? 

– თუ სიმღერას ვქმნი ან არანჟირებას ვაკეთებ, იქ მარტო უნდა ვიყო. ჩაწერის პროცესი ძალიან მხიარულია: ყირაზე გადავდივართ, კარგად ვერთობით. 

– გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდი. 

– იმ დროს სიტუაცია ძალიან ჩავარდა, პოლიტიკური სიტუაცია პირდაპირ ურტყამს ჩვენს საქმიანობას. ხალხს უჭირდა, გლობალური კრიზისი იყო, არავის უნდოდა სიმღერის გაგონება. ჩემი მეწყვილე – კოტე ნონიკოვი მოსკოვში წავიდა, მარტო დავრჩი და დავშალე სტუდია. ცოტა ხნით უცხოეთში წავედი, რომ ახალი რაღაცეები მესწავლა. საფრანგეთში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ცოტა ხანს უკრაინაშიც ვიყავი. მუსიკოსებთან, სტუდიებთან მქონდა ურთიერთობა, ბევრი რამ ვისწავლე. ზოგადად, ასეთი პაუზა აუცილებელია. გავერთე, რაღაცეები ვისწავლე, გადავიტანე კრიზისი და მერე, რომ დავბრუნდი, ახალი ემოციებით, ახალი ენერგიითა და იდეებით შევუდექი საქმეს. მოვნახე სტუდია, პაატა ფაცურიასთან ვთანაშრომლობდი. დავიწყეთ სიმღერების კეთება. „ქუჩის ბიჭები“ იმ დროისთვისაც შეიკრიბნენ, ახალი ტალღა წამოვიდა. ჩემს მეგობარს, ნინო ჩხეიძესაც ვეხმარებოდი. „ვოისზე“ ერთად მივიყვანეთ ბავშვები ფინალამდე. უკიდურესად მეგობრული ვიყავი მათთან, მაგრამ ცოტა მომთხოვნიც. ვერ ვიტან არაპუნქტუალურობას, დაგვიანებას და თუ რამეს დაგავალებ, ის უნდა გააკეთო. 

– საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნი ხარ?

– არა, ძალიან ზარმაცი. თუმცა, პუნქტუალური ვარ. სამაგიეროდ, არ მიყვარს, როცა მე მალოდინებენ. საერთოდ, დაძაბვები არ ვიცი, უფრო გალაითებული სიტუაციები მიყვარს.

– გოგონებსაც არ ეპატიებათ დაგვიანება? 

– გოგონებს ეპატიებათ, ოღონდ ნახევარი საათით, მერე, უნდა წახვიდე. 

– რაში გამოიხატება შენი სიზარმაცე? 

– ძალიან მიყვარს ძილი და სამ საათამდე არ ვდგები. თუ საქმე მაქვს და შემიძლია, ორ დღეში მოვრჩე, ერთი კვირა ვაკეთებ, ნელ-ნელა, ბოლოს მივაყრი და მზად არის. 

– კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ? რაღაცეები, ალბათ, არ მოგწონს.

– მაგრამ ამას მხოლოდ საკუთარ თავთან ვამხელთ და ხმამაღლა არასდროს ვამბობთ. ყველაზე კრიტიკული მაშინ ვარ, როცა ვიღვიძებ და წინა ღამეს რაც მოხდა, არაფერი მახსოვს. რომ გირეკავენ: ეს მოხდა, ეს რა გააკეთე, როგორ იგიჟეო, მერე ვირტყამ ხელს თავში. ხანდახან, ხომ შეიძლება, ცოტა მეტი მოგივიდეს დალევა და მეორე დღეს რაღაც არ გახსოვდეს. ჩემთან რაღაც ნაწილი სულ ამოვარდნილია თავიდან. რამეს ცუდს კი არ ვაკეთებ: ვმღერი, ვოხუნჯობ, ვცეკვავ, ვერთობი. როცა მეგობრები ერთად ვართ, არ გვიყვარს: დალიე, დაჯექი და წადი სახლში. უნდა ვიმღეროთ, ვიცეკვოთ. დოლი იქნება თუ გიტარა, ყველაფერი მოდის – ვუკრავთ და გუგუნით მივდივართ. ცოტა ხნის წინ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად საარჩევნო ტურნე გვქონდა. მთელი საქართველო მოვიარეთ. ჩვენი ოხუნჯობები გადავიღეთ ტელეფონით, დავამონტაჟეთ და ისეთი კარგი საყურებელი გამოვიდა... ჩვენც რომ ვუყურებთ, ვკვდებით სიცილით. 

– ახლა მითხარი, როგორ მოხვდი „შალვა რამიშვილის შოუში“? 

– ტელევიზია არ ყოფილა ჩემთვის უცხო. ადრე „მაესტროს“ ბაზაზე იყო ხმის ჩამწერი სტუდია და იქ ვმუშაობდით მე და კოტე ნონიკოვი. მანამდე, პირველ არხზე ვიყავი შოუ-გადაცემა „ოქროს გასაღების“ მუსიკალური ხელმძღვანელი. ახლა ვმუშაობ ტელევიზია „აფხაზეთის ხმაში“, მაქვს გადაცემა „სოციალური ხუთეული“, რომელიც კვირაობით გადის. შალვას შოუში დათო ფორჩხიძემ დამიძახა: მოდი, მჭირდებიო, არც მითხრა რა უნდოდა. ასე იცის მაგან, რომ გეტყვის: მოდიო, უნდა მიხვიდე, ზედმეტი კითხვები არ უნდა დაუსვა. იცი, კარგ საქმეზე გეძახის, ცუდზე არასდროს დაგიძახებს. შალვამ, დათომ დამიძახეს და მომცეს ტექსტი: იმღერეო და ვიმღერე. მოკლედ, ეს რუბრიკა გამოვიდა მხიარული. პოლიტიკაში არ ვერევი, არ მაინტერესებს. რასაც მამღერებენ, ჩვეულებრივი ხუმრობაა და იმედია, არავის ეწყინება. თვითონ რასაც ლაპარაკობენ, იმის გაშარჟებაა მელოდიით – მეტი არაფერი. მე ტექსტებში არ ვერევი, მომწონს, რადგან შალვას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ამის დიდი გამოცდილება აქვთ.  საკმაოდ საინტერესოა მათთან, დათოს ბენდთან ერთად მუშაობა. თან, კლავიშთან ბატონი დავითი ზის. მასთან ერთად ხუმრობა და სიმღერა კი, სასიამოვნოა.

 

скачать dle 11.3