კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუცარიელა შალვა ოგბაიძეს ცოლმა სახლი და როგორ ასცდა ის გინესის რეკორდების წიგნს

ასულ კვირას  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პოპ-არტით გატაცებული საინტერესო ქალბატონის, ქეთი შარაბიძის გამოფენის მასპინძელი გახლდათ. ცხოვრების პასიური პერიოდის დასაძლევად მიგნებული არტ-თერაპია, სულაც არ აღმოჩნდა დროებითი. ქალბატონი ქეთი საყვარელმა საქმემ ისე  გაიტაცა, რომ დღეს მის „ანგარიშზე” უკვე ბევრი საინტერესო ნამუშევარი და ასევე, საინტერესო სამომავლო გეგმებია. როგორ  გახსნა  სახლში „იატაკქვეშა” სახელოსნო და რაში ჩართო მეუღლე, ავტოსპორტის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის და „დემოკრატიული მოძრაობის” წევრი,  შალვა ოგბაიძე, ამის შესახებ, თავად ჩვენი რესპოდენტისგან შეიტყობთ. 


 ქეთი შარაბიძე: პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ისე მოხდა, ცხოვრება შემოქმედებას, ხელოვნებას დავუკავშირე.  წლების განმავლობაში ჩემი პროფესიით მიწევდა მუშაობა, მაგრამ წელიწად-ნახევრის წინ, როცა გაუქმდა აუდიტორული საქმიანობის საბჭო, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.  ადამიანისთვის, რომელიც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობს და ცხოვრების აქტიური რეჟიმი აქვს, სახლში უქმად ყოფნა ძნელია.  სასწრაფოდ არტ-თერაპია მჭირდებოდა. იმის ფიქრში, თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, გავიხსენე პოპ-არტი – საყვარელი ჰობი, რომლითაც მაშინაც კი ვიყავი დაკავებული, როცა ვმუშაობდი.  თავიდან ეს გატაცება დაიწყო ნამუშევრებით, რომელთაც  ქაღალდებით, მაქმანებით, ღილებით, სამოსის  ბირკებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით  ვამზადებდი. ფართო აუდიტორიისთვის მათ ჩვენებას ვერ ვბედავდი, სამაგიეროდ, ჩემს მეგობრებს ვასაჩუქრებდი, რომელთაც ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახელავი. იმ პერიოდში ოთხმა ახლო  მეგობარმა გადავწყვიტეთ, საკუთარი ხელით გაგველამაზებინა სახლში ინტერიერი და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პოპ-არტში. ჩემს სახლში ძალიან ბევრი რამ საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული.

– მეუღლე მშვიდად ხვდებოდა თქვენს შემოქმედებით ექსპერიმენტებს?

– არა თუ მშვიდად ხვდებოდა, შალვა  ჩემი პირველი შემფასებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველაფერში მხარში მედგა – თავიდან,  როგორც კი ნახავდა ჩემს ნამუშევარს, მეტყოდა: უი, რა ლამაზია, კიდევ გააკეთე. ეს იყო ჩემთვის დიდი სტიმული. ჩემი პირველი „შემკვეთები” იყვნენ ჩემი მეუღლე და მამაჩემი, რომელთაც რამდენჯერმე დასჭირდათ ჩემი შექმნილი აქსესუარები საჩუქრად.  ერთმა ჩემთვის ახლობელმა ადამიანმა, რომელიც ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში მუშაობდა, იქ გამოფენის მოწყობა შემომთავაზა. ძალიან დავიბენი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გამოფენის მოწყობა, იოლია? თუმცა, ამ მაცდურ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი. დავსხედით, მე და ჩემმა  მეგობრებმა  მოვხსენით  სახლიდან ყველაფერი, რაც ჩვენი ხელით იყო გაკეთებული; დროებით დავიბრუნეთ გაჩუქებული ნამუშევრები და მოვაწყვეთ გამოფენა, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა. იმ ჯადოსნურ ატმოსფეროში ჩვენი გამოფენის ემოციები უფრო მძაფრი და გაათმაგებული იყო. მაშინ, ჯერ კიდევ არ მქონდა ნახატები, მოგვიანებით, მეგობრის რჩევით, უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. მომავალი გამოფენის სამზადისში მე და ჩემი მეგობრები საკუთარ სახლებში გამოვიკეტეთ და დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა. ერთმანეთთან ურთიერთობა ავკრძალეთ,  რათა ყველას ნამუშევარი ინდივიდუალური ყოფილიყო და შემთხვევით, ერთმანეთის გავლენით, იდეები არ გადაკვეთილიყო.  იმ პერიოდში  საკმაოდ ბევრი ნამუშევარი შევქმენით.  მე აქტიურად დავიწყე  მუშაობა  თექაზეც. ძალიან მინდოდა, ჩემი ნამუშევრები თექაზეც  ორიგინალური ყოფილიყო. ამიტომ, მოვიმარჯვე აკრილის საღებავებიც. ჯერ თექას ვაკეთებ, მერე მასზე ვხატავ, ან სხვადასხვა ელემენტით ვაფორმებ. ჩემი სახლი დაემსგავსა სახელოსნოს. ერთი სული მქონდა ხოლმე, ჩემები  სახლიდან წასულიყვნენ. როგორც კი გავიდოდნენ, მაშინვე მუშაობას ვიწყებდი. რომ გავიგებდი, უკან ბრუნდებოდნენ, ავალაგებდი მაშინვე ჩემს სამუშაო „მოწყობილობებს”.  იდეები თავისით მოდიოდა, თან ერთ ნამუშევარს დავასრულებდი თუ არა, ვიწყებდი მეორეს.  ჩემი შვილიშვილი მირეკავდა და  მეუბნებოდა, შენ თუ ასე, ამ ტემპით გააგრძელე, გინესის რეკორდებში მოხვდებიო (იცინის).    

– ფოლკლორის ცენტრში საინტერესო გამოფენა გაქვთ და პროფესიონალებმა ძალიან კარგად შეაფასეს.

– ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.  როცა შენს ნამუშევარს აფასებს ქალბატონი ქეთი მატაბელი, მისი მეუღლე გია გუგუშვილი და საქებარ სიტყვებს გეუბნებიან, უფრო მეტი სტიმული გიჩნდება. ახლა უკვე გადავწყვიტე, პროფესიონალურად დავეუფლო ცოდნას ყველა იმ მიმართულებით, რაც მე მჭირდება. ამ გამოფენისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობას და მთელ გუნდს, რომელთაც ასეთი საინტერესო გამოფენის მოწყობის საშუალება მომცეს.  

– გახდა დროებითი არტ-თერაპია თქვენთვის შემოსავლის წყარო? 

– არა, ასე ვერ ვუდგები. ყველაფერს მაინც იმისთვის ვაკეთებ, რომ ადამიანებს სიამოვნება მივანიჭო. ბუნებით  ესთეტი ვარ, ამ ნამუშევრებში  სული და გული მაქვს ჩადებული.  ვმუშაობ მინის მხატვრულ დამუშავებაზეც – ჩვეულებრივი, უბრალო მინისგან, დაძველების ეფექტით არაჩვეულებრივ მინის  ჭურჭელს ვაკეთებ, რომელიც თავისი დახეთქილი ბზარებით, ულამაზესი სანახავია.  ჩემს მეუღლეს  კარგი იუმორი აქვს, როგორც კი ჩემს ახალ ნამუშევარს ნახავს, მოიხსნის სათვალეს და ისეთ პროფესიონალურ რეზიუმეს აკეთებს, ნამდვილ  ხელოვანს შეშურდება.    

– მეუღლე აქტიურად  გყოლიათ ჩართული თქვენს შემოქმედებაში, თავად თუ ხართ ავტოსპორტის ან ექსტრემალური რბოლების  მოყვარული?

–  მოყვარული ნამდვილად ვარ,  თუმცა თავად ვერ ვარ ექსტრემალი. შალვამ რამდენჯერმე სცადა ჩემი ჩათრევა და აყოლიება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჩემი ექსტრემი ჩემს სახელოსნოშია. თუმცა, რასაკვირველია, ყველანაირად თანავუგრძნობ  შალვას როგორც ავტოსპორტში, ასევე პოლიტიკაშიც. ადრე, ძალიან ხშირად ვესწრებოდი ხოლმე რბოლებს, შეჯიბრებებს, რომელთაც შალვა უწევდა ორგანიზებას. მერე, როცა ჩვენი შვილი – გიორგი ჩაერთო ამ სპორტში და შეჯიბრებებზე გამოდიოდა,  უფრო მეტი ემოციები გამიჩნდა. ძალიან კარგი  გულშემატკივარი ვიყავი,  ჩემი მშვიდი ბუნების მიუხედავად,  ოვაციებსაც უხვად გამოვხატავდი.  მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ, ორი კილო მქონდა დაკლებული. პირადად მე, მანქანის მართვა  ვერ ვისწავლე.  ისეთი დაბნეული ვარ, საჭესთან  რამე რომ შემეშალოს, გზას ვეღარ გავაგრძელებ, ან ყველას დავუთმობ გზას და საათობით ვიდგები სადმე. არა, არ იყო ეს ჩემი საქმე (იცინის).

– და შალვა ოგბაიძე ამას როგორ შეეგუა?

–  სხვა რა გზა ჰქონდა. ადრე, როცა ეტყოდნენ, ბატონო შალვა, თქვენი გამოცდილების გაზიარება რამდენს ნიშნავს, არაჩვეულებრივი  მასწავლებელი ხართო,  ხშირად იცოდა თქმა: კარგი მასწავლებელი მაშინ ვიქნები, როცა მანქანის მართვას ჩემს ცოლს ვასწავლიო. მაგრამ, ეს ვერ შეძლო. შეიძლება, არც მქონდა ამის საჭიროება, ისეთი პროფესიონალი მყავდა გვერდით. მთლად ისეც არ ვარ, აკუმულატორი მანქანის საბარგულში ვეძებო (იცინის).             

 

скачать dle 11.3