კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარა მძიმე ბავშვობა ბავშვთა სახლში „ახალი ხმის” კონკურსანტმა ნუკრი მენთეშაშვილმა და რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება

თვითნასწავლმა მუსიკოსმა, ნუკრი მენთეშაშვილმა, ხალხის  სიყვარული მაშინვე დაიმსახურა,  როგორც კი სატელევიზიო პროექტ „ახალ ხმაში“ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა მისთვის უმთავრესია, ნუკრი შემოქმედებით ექსპერიმენტებს არ ერიდება –   ლექსებსაც წერს და  მსახიობობაც სცადა ერთ-ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმში. რა გზა გაიარა სატელევიზიო პროექტიდან დღემდე, ამჟამად  რითია დაკავებული, რატომ ითვლება  ჯერ კიდევ  ქუჩის მოსიკოსად და  რა შეიცვალა მის პირად ცხოვრებაში,  ამის შესახებ თავად გიამბობთ. 

 

– ბავშვობიდან ვმღერი.  დაახლოებით 13  წლიდან  კი, საკუთარ სიმღერებს ვქმნი. 18  წლის ვიყავი, მე და ჩემს  მეგობარ გოგოს   მიწისქვეშა გადასასვლელში სიმღერის იდეა რომ მოგვივიდა. თავიდან  სიამოვნებას მანიჭებდა ეს ყველაფერი,  მერე ცოტა მომწყინდა, მაგრამ ჩემი სიამოვნების ძირითად  წყაროდ მაინც  მუსიკა რჩება.  მანამდე ფიზიკურ სამუშაოს არ ვერიდებოდი. ფინანსური პრობლემების გამო, სასწავლებლიდან წამოვედი, საპატრიარქოში   ბაღების დეკორაციასა  და დიზაინს  ვსწავლობდი, მაგრამ ვერ დავამთავრე.

– რა სირთულეები ახლავს ქუჩის მუსიკოსობას?

– – ზოგი  მოდის და მეუბნება, ის დაუკარი, ეს დაუკარი... ელემენტარული პატივისცემა არ აქვთ ადამიანის.  იმდენჯერ მოგვსვლია ჩხუბი ამის გამო. ერთხელ ამიშარდნენ,  გინდა თუ არა, ქართულად იმღერეო. იქამდე არ მომეშვნენ, სანამ  კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდა.  შევარდნაძის დროს მე არ ვუკრავდი, მაგრამ ვიცი, რომ უფრო  ბევრ სირთულეს აწყდებოდნენ ქუჩის მუსიკოსები.  ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. 

– მე როგორც ვიცი, ბავშვთა სახლში გაიზარდე. მიამბე, როგორ ცხოვრობდი.

– თითქმის ყველა ბავშვთა სახლი მაქვს შემოვლილი. წყნეთის, ლაგოდეხისა და ძეგვის ბავშვთა სახლებში  ჩემს ძმებთან ერთად ვცხოვრობდი. დედა, დაახლოებით, 11 წლის რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი, მანამდე მარტო მამა მყავდა ნანახი. ამიტომ, მათ მიმართ მონატრების გრძნობა არ მქონია. კონტაქტური  ბავშვი ვიყავი, მიყვარდა მეგობრებთან თამაში,  მაგრამ  ბოლომდე გულახდილი არავისთან ვყოფილვარ. კარგად მახსენდება  ლაშქრობებზე სიარული, ტყე-ღრეში დავხეტიალობდით და ეს ძალიან მომწონდა. მაგრამ, საერთო ჯამში, არ იყო ადვილი იქ ცხოვრება. ერთხელ, მახსოვს,  „ჟეშტისგან“ თვითმფრინავი გავაკეთე და ამის გამო დირექტორმა დამსაჯა, არ შეიძლებაო, მითხრა. ყველაზე ცუდად ის დამამახსოვრდა, რომ ქურდობა დამაბრალეს და სახელი გამიტეხეს.  საერთოდ, წყნარი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ გავბრაზდი, ცუდი რაღაცეების გაკეთება შემიძლია.  ცილისწამებამ  ისე გამაბოროტა, რომ მართლა დავიწყე ქურდობა, ალუმინს ვიპარავდი და ვაბარებდი.  მერე  პაატა ბურჭულაძის ფონდის დახმარებით, 1 500 ლარად  ფოლადაანთკარში  სახლი ვიყიდეთ, სადაც ახლა ჩემი ძმა ცხოვრობს ოჯახით. ჩვენ პირველები ვიყავით, ვისაც „იავნანამ“ სახლი უყიდა. 

– რა გასწავლა  ბავშვთა სახლში  ცხოვრებამ?

– ახლა  ბევრ რამეს  სხვანაირად ვუყურებ. ფიქრის უნარი გამომიმუშავდა, რაც მთავარია. უფრო ფრთხილი ვარ და  არავისზე ვარ დამოკიდებული. თუ ადამიანში   ნიჭს ვხედავ, აუცილებლად მხარში დავუდგები. ამის გამო რამდენჯერმე დავზარალდი კიდეც, მაგრამ  ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ჩემი ოცნებაა ფულს რომ ვიშოვი, საქართველოში მეცნიერება განვავითარო.

– ქართული როკი რატომ ვერ ვითარდება?

–  ქართველ როკ-შემსრულებლებშია პრობლემა, ალბათ.  თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ როკ-სიმღერები ქართულად არ უნდა ემღერათ.   ჯერ რუსულად მღეროდნენ, მერე – ინგლისურად.   სინამდვილეში, თუ ხასიათში ჩასვამ, მუსიკას  და ტექსტს ერთმანეთს შეუსაბამებ, ქართულადაც   არაჩვეულებრივი გამოდის. ისე,  როკი თავისუფლებას მოითხოვს, რაც ჩვენ გვაკლია. საერთოდ, თავისუფლება ისეთი რამეა, შეიძლება, ერთ ოთახში ან საკანში იყო  გამოკეტილი, მაგრამ  ასეთი იყო შინაგანად. შეიძლება, უშველებელი კარ-მიდამო გქონდეს, ფულიც, მაგრამ  არ იყო თავისუფალი.   ბევრ რამეში ხელი მეშლებოდა უფულობის გამო, მაგრამ ყოველთვის  თავისუფალი ვიყავი, ბავშვთა სახლში რომ ვცხოვრობდი, მაშინაც.  

– „ახალი ხმის“  მერე    რა  შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

– ხანდახან  ბარებში ვუკრავ ხოლმე, ხან შემოთავაზებები გვაქვს მერიიდან.  ახლა „ლიდერბეთს“ და „კრისტალბეთს“  ვუკეთებთ რეკლამას და საქართველოს მასშტაბით  გვაქვს დაგეგმილი კონცერტები. ძალიან მომწონს „ერთი-ერთში“ და  დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი საკუთარ შესაძლებლობებს. სხვა მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, აზრი არ აქვს.  

– გულდაწყვეტილი ჩანხარ... მიგაჩნია, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, როცა „ახალი ხმიდან” გამოგიშვეს?

– როგორ გითხრა, შოუ-ბიზნესს თავისი კანონები აქვს, როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ისე მოიქცნენ. მაგრამ, ჩემი აზრით,  პროექტს ვჭირდებოდი.  თუ სტეფანე გადაწყვეტდა, ვიცოდი, რომ გამომიშვებდნენ და ასეც მოხდა. სტეფანესთან და მაიასთანაც  ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს: გამარჯობა-გაგიმარჯოს, მაგრამ საქმე არ გვაკავშირებს. მარტო ჭამა-სმაში მეგობრობა, არ მესმის, სამუშაო რეჟიმში კიდევ შეიძლება. სხვათა შორის, ნინი (ცნობილაძე) კარგი გოგოა. იშვიათად, მაგრამ მაინც ვურთიერთობთ. მაგდა ვასაძესთან  ახლაც ვმეგობრობ. 

– მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სტეფანეს გადაწყვეტილებით დატოვე,  ამბობდა, რომ ყველანაირად დაგეხმარებოდა სიმღერების ჩაწერასა და გავრცელებაში...

– მარტო ილაპარაკა, არაფერი გაუკეთებია. ზოგადად, მე ვინც დამეხმარება, ის პროდიუსერი იქნება, რომელიც ჯერ არ მყავს,  მაგრამ გამოჩნდება ვინმე, იმედია.  

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?  რამე შეიცვალა, თუ მე მაქვს არასწორი ინფორმაცია? 

– დაახლოებით ნახევარი წლის წინ ცოლს დავშორდი.  მერე ისევ შევრიგდით, კიდევ ერთხელ ვცადეთ ურთიერთობის აწყობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.  ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო, ვუყვარდი და ვიფიქრე, ასეთ სიყვარულს აუცილებლად სჭირდება დაფასება-მეთქი და ცოლად მოვიყვანე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთო არ გვაქვს. კარგად არც ვიცნობდით ერთმანეთს, როცა დავქორწინდით. ახლა უკვე საბოლოოდ,  კონფლიქტის გარეშე გადავწყვიტეთ, რომ  ცალ-ცალკე გვეცხოვრა. მე უფრო წმინდა ურთიერთობა მჭირდება, ერთი სული რომ გავხდეთ ორივე, ისეთი.

– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ნორმალური, მაგრამ მაინც ვერ დავლაგდით, მეგობრობაც არ გამოგვდის თითქოს. წლის და ცხრა თვის ულამაზესი იაკო გვყავს, ამიტომ არაფერს ვნანობ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მამა ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო და მატერიალურადაც  უზრუნველვყო.

– შენი შემოქმედების მუზა არ გამოჩენილა ჯერ?

– არა, სერიოზული ურთიერთობა   ჯერ არავისთან მაქვს. 

 

скачать dle 11.3