კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები ექმნება საწვავ სისტემას და რატომ არის მისი დიაგნოსტიკა რთული

როდის არის ავტომობილის შეფერხებებით, ეგრეთ წოდებული, „ჯიკაობით“ სვლა გაურკვეველი? ავტომობილის ასე უცნაურად მოქცევის მიზეზი, მაშინ, როცა ყველა საჭირო დეტალი მწყობრშია, მძღოლებს დიდ საგონებელში აგდებს. მევლუდ მელაძე აგვიხსნის, რა მითითებები უნდა მივცეთ ხელოსანს, რომ ჩვენმა ავტომობილმა უცნაური ქცევა შეწყვიტოს: საწვავთან დაკავშირებით ავტომობილს ხშირად ექმნება ისეთი პრობლემა, რომლის მიზეზის დადგენა და პრობლემის აღმოფხვრა ხელოსნებს ძალიან უჭირთ. ყველა რაღაც ნაწილს ცვლის, შედეგი კი არ არის. 1990 წლის შემდეგ გამოსულ ავტომობილებს, რომლებიც არა კარბურატორით, არამედ ინჟექტორებიანი სისტემითაა აღჭურვილი, აქვთ კომპიუტერი, რომელიც არეგულირებს საწვავის მიწოდებას. 2000 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომობილს კი, ასეთი მოწყობილობა აქვს: ხელსაწყოების დაფაზე ანთებს ეგრეთ წოდებულ „ჩეკ ენჯინს“. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერზე შეერთების დროს, უნდა იწერებოდეს, თუ რა სჭირს ავტომობილს, ანუ უნდა მოახდინოს მისი დიაგნოსტიკა. მაგრამ, საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, არის ისეთი პრობლემებიც, რომლებსაც კომპიუტერი არ იწერს – ვერ კითხულობს. შესაბამისად, ჩვენ მექანიკურად გვიწევს პრობლემის მოძებნა. მაგალითად, არის შემთხვევა, როცა გაზს ვაწვებით, მაგრამ ავტომობილი „ჯიკაობით“, შეფერხებებით მიდის, თითქოს საწვავის გატანა უჭირს, ან, საწვავი იცლება და მალე ჩაქრებაო. ცოტა ხანში, ისევ კარგად გაივლის, მერე კი იგივე ეწყება. მოკლედ, გვაწვალებს. ასეთ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, ცვლიან საწვავის ფილტრს. მიზეზი, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ, პრობლემა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნაპერწკლის მიწოდების მექანიკურ სისტემაშია, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც დაზიანებულია. სწორედ იმ კონკრეტულ დეტალს უნდა მივაგნოთ. 

– მექანიკური პრობლემის ძებნას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, თუ „ჩეკ ენჯინი“ არ აანთო? 

– დიახ. თუ კომპიუტერი აანთო, პრობლემის დიაგნოსტირებას იოლად შეძლებთ, რაც, მაქსიმუმ, 25 ლარი ღირს. თუ არ აინთო, სწორედ მაშინ არის პრობლემა, რადგან, თავად უნდა იპოვოთ მიზეზი. ავტომობილი მიგყავთ ინჟექტორების გამწმენდ ხელოსანთან ან სერვისცენტრში. ხელოსანს, უპირველესად, ამოწმებინებთ ბენზინის წნევას. თუ წნევა დავარდნილია, შემდეგ უკვე ამოწმებთ წნევას ბენზინის ფილტრამდე. თუ წნევა ორივეგან დაბალია, მაშინ ფილტრი არაფერ შუაშია და ის არც უნდა შეიცვალოს. ამის მიზეზი ბენზინის „ნასოსია“, რომელიც ინჟექტორიან მანქანებში ავზში ან მის გარეთ დგას, მაგრამ არა ძრავასთან ახლოს. თუ წნევა ფილტრამდე კარგია და მის შემდეგ დაბლდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იცვლება ფილტრი. თუ წნევა ორივე მხარეს მწყობრშია, ხელოსანი აუცილებლად გეტყვით, მიზეზი მაინც „ნასოსი“ იქნებაო, მაგრამ, არ დაუჯეროთ (იცინის). თუ წნევა გამოირიცხა, ამის შემდეგ მოწმდება ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი“, ანუ უკან დამაბრუნებელი სარქველი, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის ძრავადან უკან, ავზში დაბრუნებას. „ბენზონასოსმა“ რომ უკეთ იმუშაოს, ამისთვის სპეციალური მოწყობილობაა დამონტაჟებული, რომელიც ზედმეტ საწვავს უკან, ავზში აბრუნებს. შეიძლება, ის დაზიანებული იყოს და ამის გასაგებად, შეამოწმეთ, რამხელა წნევას იჭერს „აბრატნი კლაპანი“. თუ ეს მოწყობილობაც მწყობრშია, მაშინ საწვავის სისტემას თავს დაანებებთ, რადგან ის ავტომობილის შეფერხებებით მუშაობის მიზეზი არ არის. ამის შემდეგ ამოწმებთ „სვეჩას“ და თუ ისიც მწყობრშია, უნდა შემოწმდეს ჰაერის მზომი, ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი“. ეს მოწყობილობა ჰაერის ფილტრის შემდეგ დგას. თუ აქამდე მიხვედით, ჰაერის ფილტრიც დაფერთხეთ. ჰაერის ფილტრი მწყობრიდან ხშირად გამოდის და მისი გამოცვლა ძალიან იოლია. ჰაერის ფილტრის გამოცვლის შემდეგ, თუ პრობლემა არ მოგვარდა, მიზეზი ერთი იქნება – ესე იგი, რომელიმე მილიდან ჰაერი იპარება. უნდა იპოვოთ ეს მილი და გამოცვალოთ. ამ თანმიმდევრობას და გამორიცხვის მეთოდებს იმიტომ გირჩევთ, რომ წვრილმანი გაუმართაობის პოვნა ხელოსნებს ძალიან უჭირთ. სიჩქარეთა კოლოფის ჩაშლას ყველა მიხვდება. ასეთი უცნაური მიზეზის გაგება კი, მართლა რთულია. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, გამორიცხვის რა მეთოდით მიჰყვეთ ავტომობილს, ხელოსანსაც გაუიოლებთ საქმეს და შეკეთებაც გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. ასე რომ, მიჰყვებით თანმიმდევრობას – სინჯავთ ბენზინის წნევას სამ ადგილას ფილტრამდე, ფილტრის შემდეგ და „აბრატნი კლაპანის“ ჩართულობით; ნახავთ „სვეჩს“, ჰაერის მზომს და ბოლოს – რომელიმე მილს.

 

 

скачать dle 11.3