კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, საქართველოში რომელი სახელმწიფო ორგანოები თუ ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები. ამასთან, ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.   

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად. 

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისთვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება ტურისტული  მოგზაურობის მომწყობს მოვთხოვო ღირებულების შემცირება იმ მოტივით, რომ მის მიერ დაპირებული ტურისტული მოგზაურობის პაკეტი არ შეესაბამებოდა თავდაპირველად შემოთავაზებულს და რეალურად  არ იქნა მომსახურება დაპირებულის შესაბამისად გაწეული?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. ამასთან, ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი მიზეზით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ.

скачать dle 11.3