კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს ხედავს ზოგიერთი ქალი მამაკაცთან ურთიერთობის დაკანონებაში და რატომ გაურბის ის ოფიციალურ ქორწინებას

მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გათხოვება ყველა ქალის იდეა-ფიქსია. სინამდვილეში, სულ უფრო მეტი ქალი ფიქრობს, რომ ოფიციალური ქორწინება მხოლოდ აფუჭებს ურთიერთობას და, ცდილობს, კაცთან ურთიერთობისას პირადი თავისუფლება შეინარჩუნოს. ეს, შესაძლოა, იმიტომ ხდება, რომ ქალები მეტად დამოუკიდებლები გახდნენ ფინანსურად, რამაც, შეცვალა სტერეოტიპები, ან, შეიძლება, უბრალოდ, კაცებმა მიიყვანეს ქალბატონები ამ უკიდურეს ზომამდე, მაგრამ ფაქტია: თუკი დღეს ქალები მაინც ოცნებობენ თეთრ კაბასა და ქორწილზე, მხოლოდ მამაკაცის საიმედოობის შემთხვევაში... ანუ, მათ გარანტიები სჭირდებათ. მამაკაცები კი ისევ ძველი სტერეოტიპების ტყვეობაში არიან ჩარჩენილები და, ამიტომ, ხშირად იმედგაცრუებულები და გაოგნებულები რჩებიან.

 

ვიკა (31 წლის): ისე არ ჩამითვალოთ, რომ მოვედი მამაკაცებზე გაბრაზებული ქალი და მათ ლანძღვას ვაპირებ. თუ ვინმეს სიმართლე არ მოეწონება, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ქალები კაცებზე რეალისტები და რაციონალურები აღმოვჩნდით და უფრო სწრაფად ავუწყვეთ ფეხი ახალ ცხოვრებას, მათ კი ჯიუტად არ უნდათ, აღიარონ, რომ ბევრი რამ შეიცვალა; რაც მთავარია, დაინგრა მითი მათი ერთპიროვნული ლიდერობის, ძლევამოსილებისა და „სამყაროს ცენტრობის“ შესახებ. მამაკაცები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ქალებს მათ გარეშეც შესანიშნავად შეგვიძლია არსებობა – ეს ფაქტია. ვშრომობთ, თავს ვიკლავთ და ვინახავთ ოჯახებს, ვაჩენთ და ვუვლით ბავშვებს, ერთი სიტყვით, არ გვიჭირს. დააკვირდით და თქვენც ნახავთ, რომ აზროვნებით ქალებმა ბევრად გავუსწარით კაცებს. ჩვენ უფრო პროგრესულები ვართ.

– ანუ, მამაკაცები საჭირონი საერთოდ აღარ არიან?

– მაგას არ ვამბობ. საჭირონი არიან, როგორ არა, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აცნობიერებენ საკუთარ დანიშნულებასა და პასუხისმგებლობას. თავიდანვე, ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა მიახვედრო მამაკაცი, რომ ოთახში ჰაერზე მეტი ვერასდროს იქნება და, თუ წესიერად არ მოიქცევა, ადვილად შეელევით.

– ოფიციალური ურთიერთობის მომხრე არ ხართ?

– მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორმხრივი სურვილია. მამაკაცებს ის ახლადშექმნილი ოჯახის კარამდეც არ მიჰყვება ხოლმე. საოცრება სჭირთ ამ ქართველ კაცებს. მეეჭვება რომელიმე სხვა ეროვნების მამაკაცს ახასიათებდეს მსგავსი ცვალებადი ბუნება.

– გქონიათ სხვა ეროვნების მამაკაცთან ურთიერთობა?

– მე არა, მაგრამ, ჩემს მეგობარს ჰყავს უცხოელი ქმარი და რადიკალურად განსხვავებული მამაკაცია. სწორედ ამ ჩემმა დაქალმა მითხრა, გათხოვება უნდა იმ ქალს, ქათამივით რომ დასდევს უკან კაცს და მის გარეშე არაფერს წარმოადგენსო. არ დავეთანხმე. სერიოზული პოლემიკა გვქონდა. რას ამბობ-მეთქი. როცა კაცი გიყვარს, მას ცოლად აუცილებლად უნდა გაჰყვე – ეს არის ლოგიკა-მეთქი. დამცინა, რომელ ლოგიკაზე მელაპარაკები, ქართველ კაცებს ხომ მარტო შეყვარებულები უყვართ და არა ცოლებიო. როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა. დღევანდელი ქალი ბევრად უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალია სტერეოტიპებისგან. ის გააჩენს შვილს, იცხოვრებს მარტო და არ შეეგუება უაზრო მბრძანებლობას თუნდაც ქმრის მხრიდან. ამას ვერ იგებენ მამაკაცები, უფრო სწორად – არ იგებენ. პრინციპულად არ უნდათ და რა უნდა ქნა?! თან, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა იცხოვროს ორმა ადამიანმა ერთად სწორად. მითხარით, მართალი ვარ თუ არა?!

– მგონი, მართალი ხართ...

– კარგია, რომ მეთანხმებით, იმიტომ, რომ, რაც მეტი ქალი დამეთანხმება, მით მალე გვექნება ნორმალური, ჯანსაღი საზოგადოება. ეს უკვე აუცილებელია,  სხვანაირად, ამ ყველაფერმა ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო. გვეყოფა ილუზიებში ცხოვრება. როგორი უნდა იყოს მამაკაცი? – უპირველესად, პასუხისმგებლობით სავსე თავისი ქალის მიმართ, იმ ადამიანის მიმართ, რომლის პატივისცემაც უნდა, რომ მოიპოვოს. სიყვარული არ არის ყველაფერი, პატივისცემაა მთავარი. თუ ცოლი არ სცემს პატივს ქმარს და ქმარი არ სცემს პატივს ცოლს, რაღა მნიშვნელობა აქვს, ეყვარებათ თუ არა მათ ერთმანეთი?!

– ცოტა რთული ფილოსოფიაა.

– არც ისე. უფრო მეტიც, სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს ფილოსოფიაა. პირიქით, – ზუსტად, ჩვენი რეალობაა. კაცს რომ ცოლიც ჰყავს და საყვარელიც, ცოლს კი მაინც ეფიცება, მიყვარხარო, მითხარით, ეს ნორმალურია?! მე არ მინდოდა, ასეთი ქმარი მყოლოდა, არადა, ჩემ გარშემო მხოლოდ ასეთებს ვხედავდი. ისინი სჭარბობენ ნორმალურ მამაკაცებს ისე, რომ ბოლომდე ჩრდილავენ.

– თქვენ ფიქრობთ, რომ პრობლემები მხოლოდ ქართველ მამაკაცებს აქვთ?

– ვფიქრობ, რომ – კი. სერიოზული არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდათ ჩვენს კაცებს და, ამის გამო სრულიად სამარცხვინოდ და ალოგიკურად იქცევიან. მე ვარ ტრადიციების პატივისმცემელი ადამიანი და არ უარვყოფ კანონიერ ქორწინებას. პირიქით, იდეალურ ვარიანტად მიმაჩნია ოჯახი, სადაც მამაკაცი არის მთავარი, ქალისთვის კი პრიორიტეტია ქმარი და შვილები. რა ჯობია ამას! მე თითქმის არ მეგულება ქალი, რომელიც უარს იტყოდა, ამოჰფარებოდა მამაკაცის ძლიერ ფრთას, მაგრამ, სად არის ეს ძლიერი ფრთა? სამწუხაროდ, ერთეულებს ხვდებათ ასეთი მამაკაცები. ამიტომაც ცდილობს ქალი, მეტად თავისუფალი დარჩეს, რომ საკუთარ თავს თვითონვე მიხედოს. მითხარით, რატომ უნდა მოუნდეს ქალს, თავი დაუხაროს მამაკაცს, რომელიც საერთოდ არაფერში არგია და მარტო მბრძალებლობა უნდა?! აქედან ჩნდება ნიჰილისტური დამოკიდებულება ქორწინების მიმართ. არც კაცთმოძულე ვარ და არც ფემინისტი – რა სისულელეა! პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, სრულფასოვანი მამაკაცის გვერდით რომ მეცხოვრა.

– სრულ მორჩილებაშიც?

– მე ვთქვი, სრულფასოვანი მამაკაცის გვერდით-მეთქი. სრულფასოვანი მამაკაცები კი სრულ მორჩილებას არ ითხოვენ ქალისგან, მათ ისეთივე სრულფასოვანი პარტნიორები სჭირდებათ, როგორი სრულფასოვნებიც თავად არიან. საყვარელსაც არასრულფასოვანი მამაკაცი იჩენს და „ნაშებზეც” ასეთი კაცი ირევა – უნახავი და დაკომპლექსებული. ჰყავთ ჯერ შეყვარებული, იმიტომ რომ, ასეა საჭირო... მანამდე ტყავში ძვრებიან, რომ გოგოს თავიანთი უნიკალურობა დაუმტკიცონ, მერე კი აუცილებლად მიაჩნიათ „ნაშებში” „გულაობა” – ესეც მაგარი კაცობა ჰგონიათ მაგ საცოდავებს და რა ქნან? მე კი, არ მინდა ასეთი კაცი ქმრად და კიდევ ბევრ ჩემნაირს არ უნდა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, წესით უნდა მინდოდეს გათხოვება. 

– გყავთ პარტნიორი?

– არის მამაკაცი, რომელიც უარს არ იტყოდა, თუ ცოლად გავყვებოდი, მაგრამ, მე ვიკავებ თავს იმ მიზეზების გამო, რომლებზეც უკვე გელაპარაკეთ.

– ისე არასდროს გდომებიათ გათხოვება, რომ საღი აზრი, ანუ, თქვენი მყარი მოსაზრება დაეჩრდილოს?

– როგორ არა, არა, ეს ათი წლის წინ იყო. მაშინ გრძნობა მეგონა მთავარი. როცა ფრთები გაქვს გამოსხმული და მიწას ფეხს არ აკარებ; როცა სიყვარულთან შედარებით ყველაფერი მეასეხარისხოვანი გგონია, სხვანაირად ფიქრობ. ახლა უკვე დავეშვი დედამიწაზე – ჩემმა „განსაკუთრებულმა“ მამაკაცმა მოახერხა ეს. გაუგებარია, რა ემართებათ და რატომ უნდებათ, ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდეთ ურთიერთობა.

– ასეთი ქალებიც არსებობენ, მხოლოდ მამაკაცები არა...

– მე არ ვამბობ, რომ ქალები იდეალურები ვართ. ჩვენ რომ ბევრი გვაკლია სრულყოფილებამდე, იმიტომაც გვექცევიან კაცები ასე – ცოლებსაც ეპოტინებიან და ამავდროულად, საყვარელსაც და „ნაშებსაც“. ძალიან საცოდავები არიან, ოღონდ – მართლა. კიდევ რაზე მეცინება, იცით? ჰგონიათ, რომ ქორწინება მათ თავისუფლებას ზღუდავს, ხოლო, თუ ისე იცხოვრებს ქალთან, პასპორტში ჩარტყმული შტამპის გარეშე, „იგულავე“ რამდენიც გინდა. ვინ უნდა ასწავლოს ამ მამაკაცებს, არ ვიცი. ვფიქრობ, თან უნდა დაჰყვეთ-მეთქი, მაგრამ, აშკარად მთლად ასეც არ არის. მოკლედ, წლები გადის და მე სულ უფრო მეტად მეპარება ეჭვი, რომ ოდესმე ვიპოვი მამაკაცს, რომელზე გათხოვებაც მომინდება...

 

скачать dle 11.3