კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააშვილა შვიდი თვის ქალიშვილი სამი თვით გიორგი ქორქიამ და როგორ დაასისხლიანა ის მამალმა ძმაკაცის სოფელში

იშვიათად მინახავს ძაღლი, რომელიც ისე გრაციოზულად და დახვეწილად მოძრაობს, როგორც ციმბირული ხასკის ჯიშია. მისი ლამაზი მოყვანილობის, კამკამა, ცისფერი თვალების ფერი კი, მერწმუნეთ, ბევრ ადამიანს შეშურდება. გიორგი ქორქიას, სწორედ, ასეთი ჯიშის ძაღლი ჰყავს და ამბობს, რომ ეს მისი მეორე შვილია, რომელსაც ისევე ექცევა, როგორც საკუთარ, ნამდვილ შვილს. თუ სად უკეთებდა ის მარტორქას ტალახის აბაზანებს და რატომ ვერ იყოლიებს სახლში ჩიტებს და კატებს, ამაზე თავად გიამბობთ.

 

გიორგი ქორქია: ცხოველები, რამდენად მიყვარს, ვერც კი გეტყვით,  ალბათ, არანორმალურად. ბავშვობაში მყავდა ძაღლი, რომელთან ერთადაც გავიზარდე. ქუჩის ძაღლი იყო, შავი ფერის და ცუგას ვეძახდი. მე რომ ოთხი წლის ვიყავი, ის თორმეტის იყო და სიბერით მოკვდა. მახსოვს, ძალიან ვინერვიულე. რვა წლის ასაკიდან კი, დავდიოდი ცხენოსნობაზე. შესაბამისად, ცხოველების გიჟი ვარ (იცინის). ერთი პერიოდი, შედარებით თავისუფალი დრო მქონდა და ზოოპარკში, მოხალისედ ვმუშაობდი, ცხოველებს ვუვლიდი. 

– ახლა, ულამაზესი ოჯახის წევრი, ციმბირული, ცისფერთვალება ხასკის ჯიშის ძაღლი გყავს. საიდან დაიწყო თქვნი მეგობრობა?

– მეგობრობა არა, უფრო მამაშვილობა (იცინის). ეს ჩემი, ხუთი წლის, ცისფერთვალება გოგოა, სახელად სიუქსი. სხვათა შორის, ბევრი მეკითხება, რა უცნაური სახელი ჰქვიაო. ერთი რომ, ჩემს საყვარელ მუსიკალურ ბენდს ჰქვია ეს სახელი და მეორეც, სიუქსი იყო ინდიელების ტომი, რომლებმაც პირველად შეაბეს მარხილში ძაღლები. ესეც მარხილის ძაღლია და თან, აქ ყველა ძაღლს თითქმის ერთნაირი სახელი აქვს, სიუქსი კი განსხვავებულია. ბევრი კინოლოგი მეგობარი მყავს და რომ გადავწყვიტე ძაღლის ყიდვა, ისინი დამეხმარენ ამის შეძენაში. 25 დღის იყო, რომ ავიყვანე. თან, მისი და-ძმა უკვე გაყიდულები იყვნენ და ეს, როგორც ყველაზე უსუსური, დაეტოვებინათ. ვიტამინებით და კვების სწორი შერჩევით, ახლა ნახეთ, როგორი გოგო მყავს! ჩემთვის ეს მეორე ბავშვია. ჩემს შვილზე ექვსი თვით დიდია სიუქსი და ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. არანაირად არ განსხვავდება ბავშვისგან და ფუფუნებაში მყავს. ხანდახან ვამბობ, ნეტავ, ეს რომ არის, ასეთ ფუფუნებაში, ყველა იყოს-მეთქი. პასპორტშიც ასე უწერია: სიუქსი გიორგის ასული ქორქია, დაბადების დღე – 25 მაისი. ხუთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ძალიან ჭკვიანი და საყვარელია, ხანდახან მგონია, ძაღლი კი არა, ნამდვილი ადამიანია. გავწევრიანდით კინოლოგთა კლუბშიც და ერთ-ერთ საქველმოქმედო გამოფენაზე, რომლიდან შემოსული თანხებიც მოხმარდა უნარშეზღუდულ და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, პირველი ადგილი ავიღეთ. მედლები და სიგელები მოგვცეს, ოღონდ მხოლოდ ვიზუალის გამო კი არა, ქცევით და სწორი, იდეალური გაწვრთნით მოვიგეთ. თან, იმ დღეს, სიუქსის დაბადების დღე იყო, 25 მაისი და ასეთი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს. ასე რომ, იდეალურად გაწვრთნილი გოგო მყავს, თავისი ჯილდოებით და მედლებით. ფაქტობრივად, მზითები დააგროვა (იცინის).

– სპეციალისტთან დაგყავდა, რომ გაგეწვრთნა თუ თავად მოახერხე მისი სწორი აღზრდა-გაწვრთნა?

– სპეციალისტმა, ვიქტორ ნიკურაძემ გაწვრთნა კინოლოგიურ ბაზაზე. შვიდი თვის რომ იყო, სამი თვით, მასთან გავაშვილე და უნდა გენახათ, ის სამი თვე როგორ განვიცადეთ ერთმანეთთან განშორება მამა-შვილმა (იცინის). აი, შეხვედრა, სულ სხვა თემაა. უნდა გენახათ, როგორი გაზრდილი, შეცვლილი, გალამაზებული, გაველურებული და გაწვრთნილი დაბრუნდა სახლში სიუქსი. არ მინდოდა, გერმანული ნაგაზივით ყოფილიყო და თქმაზე: „ჩუსტი, გაზეთი ან პულტი მომიტანე” – დაფაცურებულიყო. მთავარია, ამას დღეს ყველაფერი ესმის და სჯერა ჩემი. არც ხალხისკენ იწევს საკბენად, არც სამზარეულოში შედის, არც მაგიდაზე ადის, არც ავეჯს ღრღნის და არც სავარძელზე მხვდება წამოსკუპული. გარეთაც არ იპარება და არსად გარბის. ეს არის ძაღლის სწორად გაწვრთნა. ქუჩაში რომ გავდივართ, საყელურსაც არ ვუკეთებ. რომ ვეტყვი: მოდი, დაჯექი, ადექი, წადი, – ეს საკმარისია და მიჯერებს. ნაღდი, ხასკის ჯიშის ძაღლი რთულად გასაწრთნელია. თუმცა, თუ გაიწვრთნა, მერე ამაზე ჭკვიანი ძაღლი დედამიწის ზურგზე არ დადის. მაგრამ, თუ ბავშვს ან მე, ვინმე ცუდად შემეხო, მაშინ ვერ ვაკავებთ და შეიძლება, ადამიანი შეჭამოს. ერთხელ, ჩემი ძმაკაცი მოვიდა სტუმრად. ჩემი ბიჭი ოთახში თამაშობდა, იფიქრა, მივალ და მაგრად მოვეფერებიო. გაქანდა, მივარდა ჩემს შვილს მოსაფერებლად, სიუქსის ეგონა, „ჭმუჭნისო” და უნდა გენახათ, როგორ გადაირია. კიდევ კარგი, იქვე ვიყავი და დავაკავე, თორემ შეჭამდა იმ საწყალს (იცინის). 

– შენ რომ ეფერები საკუთარ შვილს, ამ დროს  არ ეჭვიანობს?

– სხვათა შორის, ჩემი შვილი რომ გაჩნდა, ეჭვიანობა დაიწყო. ჩუმად იპარავდა იმის სათამაშოებს და მალავდა. რომ გავუბრაზდი, გამოსავალი იპოვა – ბავშვის სათამაშო მოიპარა და თავისი სათამაშო მიუტანა საწოლთან (იცინის). 

– თქვი, მზითები დაგროვებული აქვსო და  ქალიშვილის გათხოვების დრო რომ მოვა, რას იზამ?

– გათხოვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ორჯერ ვცადეთ შეჯვარება და ორჯერვე ავაცილეთ. ეს კი გაერთო, მაგრამ მე ბაბუა ვერ გავხდი (იცინის). შემოდგომაზე მინდა, კიდევ ერთხელ ვცადოთ, იქნება გაგვიმართლოს.

– დავიჯერო, ასეთი იდეალური მამაშვილობა გაქვთ და არასდროს უბრაზდები?

– როგორ არა, ერთხელ მიკბინა კიდეც. სხვა ძაღლებთან ჩხუბი მოუვიდა, გავაშველებ-მეთქი, ვიფიქრე და შემთხვევით მიკბინა. მერე, სამი თვე მემალებოდა და თვალს ვერ მისწორებდა. ცხენოსნობაზე რომ დავდიოდი, საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი, ცხენიდანაც გადმოვვარდნილვარ და ტრავმაც მიმიღია. სულ მინდა, სიუქსი წავიყვანო იპოდრომზე და ცხენები გავაცნო, მაგრამ, ვიცი, ამის ამბავი, აცანცარდება, გამოეკიდება და დააფრთხობს ცხენებს. იმდენი წელი ვიარე ცხენოსნობაზე, რომ დღემდე ცხენის ნარკომანი ვარ (იცინის). ხშირად დავდივარ და ვჯირითობ. აი, კატები არ მძულს, მაგრამ სახლში ვერ ვიყოლიებ. ჩიტებს კი გალიაში ვერ ჩავსვამ, მირჩევნია, ცაში ინავარდონ. 

– ზოოპარკში, მარტორქას რომ უვლიდი, მისი დაბანა-დასუფთავება რთული არ იყო?

– უფრო სწორად, მარტორქას კი არ ვბანდი, ვატალახიანებდი (იცინის). მარტორქა სიცხეს ვერ იტანს, კანი უხმება და უსკდება. ამიტომ, ტალახი უნდა წაუსვა, რომ ეს პრობლემა არ შეექმნას. მეც ვიდექი და ტალახის აბაზანებს ვუკეთებდი.

– წარმომიდგენია, რომ დაგინახავდა, როგორ უხაროდა, ჩემი მშველელი მივიდაო.

– ასე იყო. ზოგადად, ცხოველს სწორად უნდა მიუდგე და არა თავხედურად „მიაჭრა” მასთან. ისიც გრძნობს, მისდამი შენს დამოკიდებულებას – სწორედ ისე გიღებს და არ გერჩის. ერთხელ, არ დამავიწყდება, ძმაკაცის სოფელში ვიყავი, კახეთში. ეზოში რომ შევედი, გამოვარდა მამალი და დამედევნა. ვერც გავასწარი და ვერც მოვიცილე თავიდან. ისე დამკბინა, დამასისხლიანა. ზუსტად, ერთ საათში, შევჭამეთ ის მამალი და მისი ხსოვნისაც დავლიეთ დიდი ჭიქებით (იცინის).

 

скачать dle 11.3