კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამსახურებში დასაქმებით ახერხებდნენ ეკონომიკის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ირმა ქავთარაძე და მისი მეუღლე წელიწადში 300 000 ლარის აღებას

ეკონომიკის სამინისტროს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მინისტრის ხუთი მოადგილიდან, თუმცა პირველი მოადგილე და მინისტრი მამაკაცები არიან, სამი ქალია. ამჯერად ბ-ნი კვირიკაშვილის მოადგილე ირმა ქავთარაძის კარიერულ გზასა და ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ. ქ-ნი ქავთარაძე 1968 წელსაა დაბადებული, 1989 წელს თსუ-ში ჩააბარა, იურიდიულ ფაკულტეტზე და პროფესიით სამართალმცოდნეა. 1995 წელს ჯონ მარშლის სამართლის ინსტიტუტში სწავლობდა (სამართლის მაგისტრის წოდება მიიღო), 2012 წელს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის ეკონომიკის მიმართულების დოქტორანტია. მისი კარიერული გზა 1992 წელს დაიწყო ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, გრძელდებოდა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ეპოქაში და ამის პარალელურად, 2004-2011 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომისიონერიც გახლდათ, ხოლო 2013 წლის მაისიდან ეკონომიკიის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ირმა ქავთარაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ქონების მართვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. იმხანად მარტო ცხოვრობდა და ფლობდა: ბინას თბილისში (18 000 ლარად ღირებულს), აგარაკებს ფასანაურსა და ცხვარიჭამიაში (16 000 და 10 000 ლარად ღირებულს). ნაღდ ფულად კი 5 000 აშშ დოლარი ჰქონდა. დეკლარაციაში შემოსავლები მითითებული არ არის. 1999 წელსაც იმავე ამპლუაში შეავსო დეკლარაცია, ქონების ნაწილში სიახლე არ არის, თუმცა ვიცით მისი 1998 წლის შემოსავლები: როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, 3 227 ლარი აიღო; როგორც თსუ-ის ლექტორმა – 1 250, როგორც უფროსმა იურიდიულმა მრჩეველმა – 3 700 ლარი. 1999 წლის განმავლობაში, როგორც მინისტრის მოადგილემ 8 000 ლარი აიღო, როგორც ლექტორმა – 1 600 ლარი.

2007 წელს ირმა ქავთარაძე დეკლარაციას ავსებს, როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი. ოჯახის წევრებად კი მიუთითებს მეუღლეს  – კახაბერ ჟღენტსა და 2005 წელს დაბადებულ ვაჟ ირაკლის. ირმა ქავთარაძის ქონებას დაოჯახების შემდეგ შეჰმატებია: ცოლ-ქმრის საკუთრება ოთხოთახიანი ბინა საირმის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთი ნატანებში. უშუალოდ კახა ჟღენტის საკუთრება კი არის: 18 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა და მიწის ნაკვეთი წყნეთში. ამასთან, კახაბერ ჟღენტი ფლობს „თბილავიამშენის“ 1 723 აქციას. შესაბამისად, კახაბერ ჟღენტმა, როგორც „თბილავიამშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, 47 887 ლარი აიღო, როგორც „თბილავიამშენის“ პარტნიორმა – 15 750 ლარი. თუმცა მისი შემოსავლები მხოლოდ ამით არ ამოწურულა: როგორც „თბილავიამშენის“ პროექტის მენეჯერმა, 20 994 ლარიც აიღო, როგორც „თამ-ველის“ დირექტორის მოადგილემ – 17 000-მდე ლარი. ირმა ქავთარაძის შემოსავლები კი 2006 წლის განმავლობაში შემდეგნაირი იყო: როგორც ლექტორმა 126 ლარი აიღო; როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა – 58 000 ლარამდე, ხოლო მისი მივლინებები კომისიიდან ბიუჯეტს 11 000 ლარამდე დაუჯდა.

2009 წლის განმავლობაში კახაბერ ჟღენტმა, როგორც „თბილავიამშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა – 57 145 ლარი აიღო, როგორც „თბილავიამშენის“ მენეჯერმა – 26 463 ლარი; როგორც „თამ-ველის“ იურისტმა – 20 000 ლარი; როგორც „თამ-პოლიმერის“ იურისტმა – 12 000 ლარი; ხოლო, როგორც საწარმოთა მართვის სააგენტოს პირველმა მოადგილემ – 6 300 ლარი. ირმა ქავთარაძის, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრის წლიურმა შემოსავალმა კი 174 840 ლარი შეადგინა. იმ წელს კახაბერ ჟღენტს აგარაკის მშენებლობის დაწყება 50 000 ლარი დაუჯდა. 2010 წლის განმავლობაში ირმა ქავთარაძემ, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა, 240 024 ლარი აიღო, კახაბერ ჟღენტმა, როგორც „თბილავიამშენის“ მენეჯერმა – 18 480 ლარი, როგორც „თამ-პოლიმერის“ იურისტმა – 12 500, ხოლო, როგორც საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – 26 906 ლარი. მასვე 45 000 ლარი დაუჯდა აგარაკის მშენებლობა.

ბოლო დეკლარაცია ირმა ქავთარაძემ 2014 წელს შეავსო. ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, უძრავი ქონება – ოდნავ მომატებული. კერძოდ, ირმა ქავთარაძის საკუთრება, გარდა ზემოჩამოთვლილისა, არის მიწის ნაკვეთი წყნეთში, მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში და ფართობი საბურთალოს ქუჩაზე. კახაბერ ჟღენტს კი თავისი უძრავი ქონებისთვის დაუმატებია: საცხოვრებელი სახლი წყნეთში. ასევე, ჰყავს 2006 წლის ავტომანქანა „ნისანი“ და ის ისევ ფლობს „თბილავიამშენის“ 1 723 აქციას. მან, როგორც „თბილავიამშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, 2013 წლის განმავლობაში 30 000 ლარი აიღო; როგორც „თამ-პოლიმერის“ იურისტმა –  7 500 ლარი; როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურემ –  21 200 ლარი და იმ წელს აგარაკის მშენებლობა მხოლოდ 10 000 ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება ქ-ნი ქავთარაძის შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში მან, როგორც აზიის განვითარების ბანკის დამოუკიდებელმა კონსულტანტმა, 14 386 აშშ დოლარი მიიღო; როგორც ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ჯგუფის პროექტის დირექტორმა –  85 632 ლარი; როგორც დამოუკიდებელმა კონსულტანტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით – 24 000 ევრო; როგორც სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურე-კონსულტანტმა იურიდიულ საკითხებში – 30 000 ლარი; როგორც „დელოიტ ქონსალთინგ ოვერსიიზ ფროჯექთის“ რეგულირების ჯგუფის ხელმძღვანელმა –  34 083 ლარი.

 

скачать dle 11.3