კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტიპის საწარმოების გახსნის შემთხვევაში დაუფარავს სახელმწიფო მეწარმეს 10 პროცენტს 11-დან 13-პროცენტიანი კრედიტების აღებისას

მაისში პრეზენტაცია გაიმართა, ხოლო ივნისიდან ამოქმედდა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანიც კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ხარისხიანი ქართული პროდუქციის შექმნაა. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო 46 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, საიდანაც 30 მილიონი სოფლის მეურნეობას, 16 კი –  ინდუსტრიულ სფეროებს უნდა მოხმარდეს. პროგრამის დარგებია: ქაღალდის და მუყაოს წარმოება: მათ შორის შესაფუთი მასალები;  სამშენებლო მასალების წარმოება: მათ შორის კერამიკული ფილები, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები;  საფეიქრო წარმოება: მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილი; ნართი (შალი, აბრეშუმი); ქიმიური წარმოება: მათ შორის ზედაპირულად აქტიური საშუალებები;  ხის გადამუშავება: მათ შორის საოფისე ავეჯი, მდფ, დსპ; ელექტრომოწყობილობების წარმოება: მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონელი; ფარმაცევტული წარმოება: მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებები; მანქანათმშენებლობა: მათ შორის სათადარიგო ნაწილები; რეზინის და პლასტმასის წარმოება;  მათ შორის მილები, მილაკები, ღრუ პროფილები, ტარა, საკანცელარიო ნაწარმი; ლითონის მზა ნაწარმი: მათ შორის რკინა-კავეული, სამზარეულო ნაკეთობანი. ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, მათ შორის: მეხილეობა-მებოსტნეობა; მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება; მესაქონლეობის ფერმები;  მეფრინველეობის ფაბრიკები;  მატყლის და ტყავის დამუშავება;  დაფნის, ჩაის და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება;  კაკლის, თხილის და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება;  ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულის და ციტრუსის გადამუშავება. 

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობასა და საკონსულტაციო მომსახურებას. ფინანსების მოსაზიდად ახალი საწარმოს შექმნის მსურველი მეწარმე (პროგრამა მხოლოდ ახალ საწარმოებს აფინანსებს) მიმართავს ნებისმიერ კომერციულ ბანკს, რომელიც თავად და საკუთარი შეხედულებისამებრ  გადაწყვეტს გასცეს თუ არა ესა თუ ის კრედიტი. საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 11-დან 13-პროცენტამდეა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების კომპონენტი 10 პროცენტს შეადგენს. კერძოდ, თუ თქვენ პროგრამის –  „წარმოებულია საქართველოში“ –  ფარგლებში მიმართავთ ბანკს (ინდუსტრიული მიმართულების შემთხვევაში) და მოითხოვთ 150 000-დან 500 000 დოლარამდე თანხას, სესხს მიიღებთ 13 პროცენტში, საიდანაც პირადად თქვენ 3 პროცენტის დაფარვა მოგიწევთ (ძირითად თანხასთან ერთად); 500 000-დან ერთ მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის აღების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი 12 პროცენტია, საიდანაც თქვენი წილი 2 პროცენტია, 1 მილიონიდან 2 მილიონამდე სესხის აღების შემთხვევაში კი  საპროცენტო განაკვეთი 11 პროცენტია, თქვენ მიერ გადასახდელი იქნება 1 პროცენტი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას: 600 000-დან მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის აღება 12 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთითაა შესაძლებელი (თქვენ იხდით 2 პროცენტს), ხოლო 1-დან 2-მილიონამდე სესხის აღების შემთხვევაში –  11-პროცენტიანით (საიდანაც თქვენ 1 პროცენტს იხდით). ასევე, შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურების მიღებაც, 10 000 ლარის ფარგლებში, ბუნებრივია, მას შემდეგ, თუ თქვენ მიერ წარდგენილი პროექტი ბანკმა დააფინანსა.

არის თუ არა ხელმისაწვდომი პროექტი „წარმოებულია საქართველოში“კრეატიული, მაგრამ უფულო დამწყები მეწარმეებისთვის და რა შედეგს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ამ პროექტით სახელმწიფოს მიერ დასახარჯად  გათვალისწინებული 46 მილიონი ლარი? საკითხს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე განგვიმარტავს.

– თავისთავად, ფაქტია, რომ უნდა განავითარო საკუთარი წარმოება და კონკურენტუნარიანი დარგები, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს. ეს გაცილებით მოსახერხებელი იქნება ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით 20 წელია, ამიტომაც ვართ სრულად იმპორტზე დაკიდებული ქვეყანა. ერთადერთი მოსაზრება მაქვს, ეს არ უნდა იყოს პროპაგანდისა და ლოზუნგის დონეზე, ამას სჭირდება დიდი და ღრმა კონცეფცია საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციისა, რომელშიც რესურსის, მათ შორის, ადამიანური რესურსის განვითარება იქნება პრიორიტეტული და ხელშეწყობილი კომპლექსური ღონისძიებებით სახელმწიფოს დონეზე. ეს ყოველივე აქტუალურია, დგას დღის წესრიგში. შემუშავებულია „საქართველო 2020“, რომლეშიც მთავარი მიმართულებები სწორადაა მითითებული, მაგრამ ჯერ მთავრობას არ მიუღია კონცეპტუალური ნაწილი, რომ ვიცოდეთ მთავრობის ერთიანი ხედვა, მხოლოდ მონახაზებია, რომლებიც საკმაოდ კარგად არის ფომრულირებული, შეიძლება, რაღაც სადავო იყოს, მაგრამ ეს უკვე ტექნიკური მხარეა. ამ დროს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით –  ვაწარმოოთ საქართველოში და ამისთვის გამოიყო 46 მილიონი. ვიცით რა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა, რა ვითარებაშია მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობაში არსებული კატასტროფული მდგომარეობა და ამ ფონზე ეს 46 მილიონი არის სუფთა ფორმალობა. ჩვენ ერთი წლის შემდეგ დავთვლით, რა უკუგებას მივიღებთ ამ 46 მილიონიდან და რამდენად გონივრულად იქნა გამოყენებული ეს თანხა და აქვე გეტყვით, რომ მივიღებთ ძალიან მწირ შედეგს, იმიტომ რომ 46 მილიონი კატასტროფის პირას მისულ ეკონომიკას ვერაფრით მისცემს დადებით იმპულსს. ეს კრედიტები გაიცემა პარტიული ან სხვა ნიშნით დაახლოებულებისათვის, ისევე, როგორც ეს მოხდა გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მათ მისცეს კრედიტები ადამიანებს, რომლებსაც იცნობდნენ, მათ შორის, ერთ ცნობილ ბანკირსაც მისცეს შეღავათიანი კრედიტი.

მოკლედ, ჩაკეტილი წრეა და კარგი იდეა შეიძლება ნიველირებული იქნას. 46 მილიონი აბსოლუტურად არაფრის შემქმნელი და გარემოს შემცვლელი ვერ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გარედან უნდა შემოვიტანოთ ის, რასაც ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, ის, რაც გარეთ იაფი და ხარისხიანია და სწორად აგებული იმპორტი ხელს უწყობს რესურსების სწორ გამოყენებას.

– ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კომერციულ ბანკს უნდა წარუდგინოს თავისი მოთხოვნა კრედიტზე და ბანკი გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ეს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი სესხი…

– ეს ფული მხოლოდ კომერციული ბანკების მეშვეობით გაიცემა და არასწორი წარმოდგენაა ხალხში, რომ თითქოს რომელიმე სამინისტრო რამე ტიპის საფინანსო მონაწილეობას იღებს. ბანკი უნდა ოპერირებდეს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ის საბანკო სისტემა, რომელიც ნაკლიანია და რომელიც ეკონომიკის ყველაზე დიდი შემაფერხებელია დღეს, ასეთ მნიშვნელოვან ამოცანებს ვერ გადაწვეტს. ის მოქმედებს თავის ინტერესების შესაბამისად. კანონმდებლობა მახინჯია, ბანკები თვითონ არიან სხვადასხვა ბიზნესში, ამიტომ აქ ინტერესთა კონფლიქტია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კლასიკური საბანკო და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, რომ ბანკები უშუალოდ არ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. კლასიკური საბანკო სისტემა მაქვს მხედველობაში, თორემ საინვესტიციო ბანკს კლასიკური საბანკო საქმიანობა აკრძალული უნდა ჰქონდეს და საინვესტიციო საქმიანობას უნდა მიხედონ. ეს უკვე საკმაოდ კარგად მოფიქრებული სქემაა და აუცილებელია დეპოზიტების დაცვისთვისაც. საქართველოს საბანკო სისტემაში  დეპოზიტებზე არსებული ფული ხომ, ფაქტობრივად, დაუცველია?! არანაირი გარანტია არ არსებობს.

– შეკითხვა იმიტომ დავიწყე, რომ ამ პროექტში ბანკების მიერ გასაცემი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 11-დან 13 პროცენტამდე, საიდანაც 10 პროცენტს იხდის სახელმწიფო.

– მოდი, ასე ვთქვათ: ნახევარი მილიონი დოლარით ძალიან კარგი საქმის გაკეთება შეიძლება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა უზრუნველყოფა უნდა მოითხოვოს თქვენგან დღევანდელმა საბანკო სისტემამ, რომ ნახევარმილიონიანი სესხი მოგცეთ?! ალბათ, ამ თანხაზე სამჯერ მეტი. ანუ უნდა გქონდეთ ალტერნატიული ბიზნესები, შემოსავლების ალტერნატიული წყარო, გამორიცხულია სხვა შემთხვევაში ბანკმა ფული მოგცეთ. ესე იგი, ისევ და ისევ მათთვისაა ეს პროგრამები, ვისაც ამ წუთში აქვს ფული. ანუ ისევ საკუთარ კლანურ ჯგუფებში იტრიალებს და ეს შესანიშნავი იდეა დაყვანილია იქამდე, რომ, როგორც გითხარით, ერთ-ერთ ცნობილ ბანკირს შეღავათიანი აგროკრედიტი აქვს მიღებული. მან თავისივე ბანკიდან გაიტანა კრედიტი, რაკი მისი პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებში იყო. თუკი ძალიან გაჯიუტდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩვენ შეგვიძლია, მივაკვლიოთ, ვინ ისარგებლა შეღავათიანი კრედიტებით და ვფიქრობ, სამინისტრო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც: იმიტომ რომ გამორიცხულია, ბანკმა რამე ფული მისცეს ახალ ჯგუფს. ეს არის ჩაკეტილი, მონოპოლიზებული სივრცე. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ თანხის მიღება, რომლებსაც მხოლოდ იმპორტიორებსა და მსხვილ მწარმოებლებთან აქვს კავშირი. დანარჩენებს შეუძლიათ, მიიღონ ტელევიზორის საყიდელი თანხა არანორმალური პროცენტებით, ან მობილურის შესაძენად საჭირო კრედიტი, შეუძლიათ იყიდონ სარეცხი მანქანაც და თვით პლაზმური ტელევიზორიც, მაგრამ ნურას უკაცრავად, თავისუფალ მეწარმეს, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია, ჯერ ერთი, არ შეუძლიათ იმ პირობების დაკმაყოფილება, რასაც ეს მახინჯი საბანკო სისტემა მოითხოვს და მეორე –  მთავრობა ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. თითქოს რაღაცას მივაღწიეთ, რომ „სტარტ-აფი“ შეიძლება, დაფინანსდეს სექტემბრიდან, მაგრამ ვნახოთ, ესეც რად გადაიქცევა.

– იმის თქმა მინდა, რომ ბანკს გარანტირებული აქვს ეს 13 პროცენტი, 10 საერთოდ სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ მაინც არ შეამცირა კრედიტის საერთო პროცენტი.

– ეს 13 პროცენტიც კარგია, მაგრამ ფული, როგორც იყო ხელმიუწვდომელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისევე ხელმიუწვდომელია. ფული საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ წინა და ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის. ეს ცნობილი ჯგუფებია. თავიანთ ფირმებს ბანკები, რა თქმა უნდა, სულ სხვა პროცენტებში აძლევენ ფულს და სულაც არ არიან დაინტერესებულნი, რომ ბაზარზე თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ჯგუფები გამოჩნდნენ. საქმე ის არის, რომ მთავრობას არ უნდა, გაიგოს ერთი რამ: ეს არის მახინჯი სისტემა, რომლის დემონტაჟი უნდა გააკეთოს და ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადაიყვანოს, ისე, რომ არსებობდეს ყველასთვის ერთნაირი შესაძლებლობები, მთავრობამ კი დაიტოვოს მარეგულირებლის ფუნქცია კანონების დონეზე. სააკაშვილის ხელისუფლების დიდი დანაშაული ისაა, რომ მან გარყვნა ლიბერალიზმის იდეა. მან თითქოსდა ლიბერალური რეფორმები გააკეთა და ამ დროს ათასობით ადამიანს ქონება წაართვა და არ დაუტოვა არსებობის არანაირი გზა. მოძებნა განათლებული ადამიანების სერვის-ჯგუფები, რომლებიც ამას მართავდნენ და რომლებიც  ისეთივე მორალური დამნაშავეები არიან, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების  მაღალჩინოსნები. მაგრამ დღესაც იგივე პრობლემებია, რაც წინა ხელისუფლების დროს, შეიძლება ახლა ქონებას არავინ არავის ართმევს, თორემ წართმეულს უკან არავინ აბრუნებს.

– არანაირი პრევენცია არ არის, რომ ბანკის მფლობელები თავადვე არ შეიტანენ განაცხადს თავიანთსავე ბანკში, რომ სახელმწიფომ დაუფაროს 10 პროცენტი განაკვეთის? ვინმე გააკონტროლებს ამას?

– ბანკი ან მასთან დაახლოებული ფირმები მიაკითხავენ ბანკს და ამ სფეროებში მიიღებენ შეღავათიან სესხებს. ვიმეორებ, თუ ვინმე მეტყვის, რომ დღეს ქართული საბანკო სისტემა არის თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესჯგუფების დამფინანსებელი, რაც ასეულ ათას დოლართან არის დაკავშირებული, მოვითხოვ ასეთი ადამიანების ცოცხლად ნახვას. ეს არის ჩაკეტილი სისტემა და ჩვენ ევროპული და დასავლური ტიპის საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო არ გვექნება მანამ, სანამ იქნება ქართული მარაზმი, იქნება „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც აწარმოებენ ვიღაცეები და დაასხდებიან იმპორტს, ისევე, როგორც ახლა სხედან.

– გამოდის, რომ ყველაზე მეტად ისევ საბანკო სფერო იხეირებს, რომელიც ისედაც არ უჩივის მოგებებს ამ ღარიბი მოსახლეობის ქვეყანაში.

– გავიმეორებ –  სახელმწიფო ფულის გაცემაში არ ერევა, ის ერევა პოსტფაქტუმ და იხდის საპროცენტო განაკვეთის 10 პროცენტს, ხალხს კი ჰგონია, სამინისტრო გასცემს ამ ფულს, არადა, ფულს გასცემს მხოლოდ ბანკი!

– ანუ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ კრეატიული და უფულო ადამიანების პროექტი არ არის?

– გამორიცხულია, რომ დამწყებს, თუ შემოსავლები არ აქვს და არ აქვს სამმაგი ქონება, მისცენ კრედიტი. რაღაცას კი ეხმარება ხელისუფლება 30-პროცენტიან უზრუნველყოფაში, მაგრამ ეს არის ლოზუნგი და არა სტრატეგიის განხორციელება. ეს არის გასროლილი ლოზუნგი, რომელსაც დღეს ქართულ რეალობაში კენკავენ ჟურნალისტები და ბიზნესმენები რაღაც მოლოდინებით, მაგრამ ეს მოლოდინები მოლოდინებად დარჩება.

– თუ იყო შესაძლებელი, რომ ამ 46 მილიონის ხარჯი წასდგომოდა ეკონომიკას?

– 46 მილიონი არც არის სალაპარაკო თანხა. ეს 46 მილიონი არაფერს წყვეტს, ყველაფერს წყვეტს მიდგომები. საბაზრო ეკონომიკისთვის მთავარი სწორედ არასახელწიფო დაფინანსების წყაროების გაჩენაა, საქართველოში ფული არის ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომაც ვერ ვითარდება ეკონომიკა, ბიზნესი გაჩერებულია. ფულთან წვდომის უფლება მხოლოდ ერთეულებს აქვთ და თუ თამაშის ახლებური წესები არ იქნა შემოღებული, ჩვენ დავრჩებით მძიმე მდგომარეობაში. სამუშაო ადგილები არ არის და მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ ეს ადგილები 4-5 თვის განმავლობაში არ იქნება. მანამდე მეც და სხვებმაც გავაკეთეთ განცხადება, რომ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის პოლიტიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. არადა, თუ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ეკონომიკის განვითარება ისეთ ქვეყანაში, რომელიც იმპორტზეა ჩამოკიდებული, წარმოუდგენელია.

 

скачать dle 11.3