კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაჩნდა ისლამური ხალიფატის შექმნის იდეა და რა დასაყრდენი აქვთ მათ საქართველოსა და კავკასიაში

ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია აპირებს ევრაზიული კავშირის სახით ყოფილი საბჭოთა კავშირის აღორძინებას; მეორე მხრივ, თურქეთის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა საკმაოდ ხმამაღლა, რომ სხვა ქვეყნების საზღვრების დაურღვევლად აპირებენ ოსმალეთის იმპერიის ზეობის პერიოდში არსებულ ტერიტორიაზე გავლენის აღდგენას, ხოლო მესამე მხრივ, სულ უფრო და უფრო აქტიურდება ხალიფატის შექმნის იდეა – რომლის ტერიტორიაშიც, სხვებთან ერთად, ასევე, მოიაზრება საქართველო. საიდან მოდის ხალიფატის იდეა და რა საფრთხეებს უქმნის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე კონკრეტულად, ჩვენს ქვეყანას, – თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება. 

 

– რამდენად რეალურია ეს იდეები?

– არ მგონია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები პიროვნული ამბიციების გამო კეთდებოდა მხოლოდ და მათ უკან არ იდგეს ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურების მზაკვრული ჩანაფიქრი. თუმცა, თუკი გამოუვათ, რატომაც არა?! მე ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაუჩნდა ამბიცია, საბჭოთა კავშირის ფარგლებში აღადგინოს თავისი გავლენის სფერო და ამას ევრაზიული კავშირი დაარქვას, საპირწონედ გაჩნდა ისლამური ხალიფატის შექმნის იდეა. მანამდე იყო ოსმალეთის იმპერიის აღდგენის იდეა და, თუ ვინმეს დაავიწყდა, მინდა, შევახსენო, რომ ოსმალეთის იმპერია, როგორც იმპერია და სახელმწიფო, რუსეთის იმპერიამ დაანგრია. მეორე საკითხია, ახალ დაპირისპირებაში ვის მხარეს იდგებიან ქართველები. თავის დროზე რუსეთის იმპერიის მხარეს იდგნენ და მინდა, შეგახსენოთ, რომ რუსეთ-თურქეთის ომში კავკასიის ფრონტი იყო გადამწყვეტი და კავკასიის ფრონტზე ქართველებმა არნახული თავგანწირვა და გმირობა გამოიჩინეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კავკასიის ფრონტზე დიდ წარმატებას მიაღწია მეფის რუსეთის ჯარმა და დაიწყო ოსმალეთის იმპერიის რღვევა. სხვა საკითხია, რომ მხოლოდ ვიომეთ, შემდეგ ვეღარ ვივაჭრეთ და ტერიტორიები ვერ დავიბრუნეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არავინ აღარ გვკითხა. დღეს, როგორც ჩანს, სერიოზული ამბიცია აქვს ამ ორივე იმპერიას და თუ გონივრულად მოვიქცევით ამ ეტაპზე მაინც; თუ საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც პირდაპირ გეტყვით, ყურადღებით უსმენს ჩვენს ორგანიზაციას, დაგვიჯერებს, ამ ორი იმპერიის ამბიციებს ზოგადკავკასიური ერთიანობის იდეა უნდა დავუპირისპიროთ. რუსი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, თურქი –  თავისი იმპერიის აღდგენას და ქართველს რატომ არ აქვს უფლება, რომ თავისი იმპერია აღადგინოს?!

– იმიტომ რომ, ქართველს ამის თავი  არ აქვს, თურქს და რუსს კი აქვთ.

– თავიც გვაქვს და შნოც, თუკი საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხში მხარს დაგვიჭერს,   ორივე სახელმწიფოს ამბიციებს ისე ჩავკეტავთ, რომ ერთ მეტრსაც ვერ გადმოვლენ. თუ ეს არავის უნდა და თუ უნდათ, რომ ან ერთი იმპერიის გაძლიერებით გადაფარონ მეორე იმპერიის ამბიციები, ან მეორე სახელმწიფოს დახმარებით გადაფარონ პირველი ამბიციები, მაშინ კეთილი ინებონ და ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და გეოპოლიტიკური ამბიციები გაითვალისწინონ. ორივე იდეა ერთად ვერანაირად ვერ იფუნქციონირებს და მით უმეტეს, მესამე –  რადიკალური ისლამის ქვეშ გაერთიანებული ხალიფატი. ეს საერთოდ შემოგდებული თემა მგონია, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ დაუპირისპიროს ზოგადკავკასიური ერთიანობის იდეას. საერო ცნობიერების კავკასიელები, კავკასიის მორალური ლიდერები ზოგადკავკასიურ ერთიანობას ქადაგებენ, რაც ნიშნავს ევროკავშირის კავკასიურ ვარიანტს. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას არ მოსწონს და მაშინვე დაგვიპირისპირა ხალიფატის შექმნის იდეა და ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ზოგადკავკასიური ერთიანობა გააიგივოს ისლამურ გაერთიანებასთან.

– ხალიფატის იდეა, გასაგებია, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებიდან მოდის, მაგრამ გეოგრაფიულად რომელ ქვეყნებთან ასოცირდება?

– სირია-ლიბანთან. გეგმა ასეთი აქვთ: სირია-ლიბანის ტერიტრორიაზე შეიქმნება ხალიფატის ადმინისტრაციული ცენტრი, დაიწყება ბრძოლები, რომ დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდნენ მას. შუა საუკუნეები არ არის, 100 000 ან 200 000-ანი ლაშქრით დაიძრან აქეთ, მაგრამ გავლენის სფერო, რა თქმა უნდა, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ გამავალ ზოლზე უნდათ. დაახლოებით იგივე ამბიცია აქვთ, რაც არაბ დამპყრობლებს ჰქონდათ თავის დროზე. კავკასიური გაერთიანება დაექვემდებარება სირია-ლიბანურ ხალიფატს და არავინ იცით, ვასალური იქნება ეს დამოკიდებულება თუ მეგობრული. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე ლაპარაკობენ  და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ავტორიტეტული სახე გამოჩნდა ამ იდეის პროპაგანდის უკან.

– კერძოდ?

– ჯერ თავს შევიკავებ სახელებისა და გვარების დასახელებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებს ეცოდინებათ მათი ვინაობა, მაგრამ ერთს ვიტყვი: ეს ის ხალხია, რომლებიც რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

– პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალური ისლამური დაჯგუფებები აფინანსებენ სხვადასხვა ჯგუფს საქართველოში. მე არ ვიცი, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ჩვენი უშიშროების სამსახური, მაგრამ ჩვენთან ვისი სახით აქვს დასაყრდენი ხალიფატის იდეას? იდეა იდეად, მაგრამ თანამოაზრეებიც ხომ სჭირდებათ?

– კავკასიაში საერთო ცნობიერების კავკასიელი უფრო მეტია, ვიდრე რადიკალური ისლამის მიმდევარი კავკასიელი და პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ამ იდეის ლობირება გაუჭირდებათ. მე არ ვლაპარაკობ ამ იდეის განხორციელებაზე. ამ იდეის განხორციელებას საქართველოს მოსახლეობა ეწირება, თუ არ ვცდები, მეექვსე საუკუნიდან. ჩვენი ჯვარიც ეს არის და სირცხვილი დღევანდელ მსოფლიოს, რომ დღემდე ჩვენი მისია ვერ დაინახა კაცობრიობის ისტორიაში. დასავლეთში ისლამი ხომ მხოლოდ იმიტომ არ გავრცელდა, რომ ქართველი იდგა თავის სიმაღლეზე. კიდევ ერთხელ სირცხვილი მსოფლიოს მმართველებს, რადგან მათი ბუნდღა არ იქნებოდა, ჩვენი წინაპრები რომ ლაჩრები ყოფილიყვნენ და დღეს გვიწოდებენ ფუნდამენტალისტებს. იმას ვამბობდი, რომ საქართველოში ყველგან, სადაც ცხოვრობენ მუსლიმანები, არიან ვაჰაბიტებიც, ანუ რადიკალური ისლამის მიმდევრები და არიან საკმაოდ ბევრნი.

– როგორც ქართველები, ისე ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეები?

– როგორც ქართველები, ისე არაქართველები. მათ ამ ეტაპზე სუნიტები და შიიტები არ აღიარებენ, მაგრამ პირობას გაძლევთ, როგორც კი ვაჰაბიტებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება დაიწყება და ეს გაპიარდება, როგორც ქრისტიანებისა და მუსლიმანების ბრძოლა, შიიტები და სუნიტები აუცილებლად ვაჰაბიტებთან გაერთიანდებიან. პირდაპირ ვიტყვი, რადგან საქართველოში ცხოვრობს 600 000-მდე სხვადასხვა მიმდინარეობის მუსლიმანი, პოტენციალურად მათ დასაყრდენი აქვთ. სხვა საკითხია, რომ კავკასიაში ბევრად მეტია საერო ცნობიერების კავკასიელი, ვიდრე რადიკალური ისლამის მიმდევარი. მეორე საკითხი:  თუ დასაყრდენი არ იქნა შიგნიდან, ვერც ერთი ისლამური დაჯგუფება ვერ არევს გარედან სიტუაციას საქართველოსა და კავკასიაში –   საქმე არევაზეა, რომ ჯერ ძალა გაჩვენონ და შემდეგ ივაჭრონ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ პრობლემის პრევენციას ვახდენთ, გარეთ უნდა ვეძებოთ მათი მხარდამჭერები და დამფინანსებლები; და მესამე საკითხი, რომელიც საკმაოდ სერიოზულია: უნდა გავერკვეთ, ვისი ინტერესია ეს. 

როგორ?

– უნდა დავაკონკრეტოთ, რომელ ქვეყნებს აქვს კავკასიაში დამკვიდრების ამბიცია;  რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ კავკასიაში თავიანთ აგენტურასთან და რომელი ქვეყნების სავარაუდო ინტერესია ხალიფატის იდეის ტირაჟირება როგორც კავკასიაში, ისე სირია-ლიბანში. ერთ ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ: ჩვენ ჩვენს სატკივარზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენზე დიდი საფრთხის წინაშეა შუა აზია და შუა აზიის რესპუბლიკებს ისეთი ამბები დაატყდება ძალიან მალე, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. განსხვავებით კავკასიისგან და ჩვენგან, შუა აზიაში პირდაპირ დაუჭერენ მხარს რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში შუა აზიის რესპუბლიკების სპეცსამსახურებმა რადიკალური ისლამის მიმდევარი მეომრების ექვსი დაჯგუფება დააკავეს. იმასაც დავამატებ, რომ ჩვენს საზღვრებთან შემჩნეულია 10-კაციანი რადიკალური ისლამის მიმდევრების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ საქართველოში გადმოსვლას. მოახერხებენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენმა კავკასიელმა ძმებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თბილისი არის კავკასიის დედაქალაქი და ის უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის ქალაქი, ისევე, როგორც საქართველო და კავკასია უნდა იყოს მშვიდობის ზონა, მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია და ისიც, რომ ამ ჯგუფში ერთი თუ ორი ქართველია აჭარიდან.

– რა არის ამ ჯგუფის შემოსვლის მიზანი –  დესტაბილიზაციის შემოტანა?

– შემოსვლა ასე იოლი არ არის, უბრალოდ, რადგან ამ ჯგუფის შემოსვლა დროში ემთხვევა შუა აზიაში დაჯგუფებების დაკავებას და ევროპაში სირიაში ნაბრძოლი კავკასიელების დაბრუნებას, მიგვაჩნია, რომ ეს ერთიანი პროცესია.

– რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესი იკვეთება ამ ერთიან პროცესში?

– ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. რადგან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არა მარტო საქართველოს, კავკასიის ყველა პერიმეტრი ჩვენი დასაცავი გახდება. სამწუხაროდ, ყველა კავკასიურ რესპუბლიკაში დღეს ისეთი მთავრობებია, რომ, ალბათ, ერთმანეთს აასწრებენ თვითმფრინავში გასაქცევად და წინასწარ არ გვინდა, გავშიფროთ ჩვენი პარტნიორები.

– თერქეთის ნეოოსმალური იმპერიის აღორძინების იდეა, რუსეთის ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა, ხალიფატის დაარსების იდეა არ ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს? ანუ ამ სამ ძალას შორის დაპირისპირებაა მოსალოდნელი?

– ეს დაპირისპირებაზე მეტია, ინტერესთა კონფლიქტია. სწორედ ამას ვამბობ: ჩვენი პოლიტიკოსები, უფრო ზუსტად, ეს შემთხვევითი ხალხი პოლიტიკაში ერთმანეთს კი არ უნდა აგინებდნენ და აფურთხებდნენ, არამედ უნდა დავსხდეთ ყველანი ერთად და გავერკვეთ, რა რეალური ინტერესი დგას ამ ინტერესთა კონფლიქტის უკან, რადგან ამ შემოდგომიდან ეს პროცესები რაღაც ფორმით დაიწყება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხალიფატი არის აბსურდული იდეა; ასევე, გულის სიღრმეში სასაცილო გვგონია ოსმალეთის იმპერიის აღდგენის იდეა, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოზე 10-ჯერ დიდი ქვეყნები არიან ამის წინააღმდეგნი; საბჭოთა კავშირის აღდგენაც ნამდვილად არ არის რეალური პერსპექტივა, ყოველ შემთხვევაში, ნებით ამაზე რუსეთი ვერავის დაითანხმებს. ასე რომ, ადამიანს შეიძლება, გაეცინოს ამ თემებზე, მაგრამ ეს თემები ტრიალებს, შემთხვევით კი არაფერი ხდება, მაშასადამე, უნდა გავარკვიოთ, რეალურად რა დგას ამის უკან. ვისთვისაა ხელსაყრელი ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება?! 1989 წლიდან ვიდრე დღემდე, ყველა შეცდომა დავუშვით იმიტომ, რომ შედეგის გამოსწორებას ვცდილობდით. ჩვენი თანამოაზრეები კი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლის 24 თებერვლიდან ვთავაზობთ მიზეზების გარკვევას და ლიკვიდაციას, ანუ პრევენციას.

– მოსალოდნელია, რომ თურქეთში ქურთების სერიოზული მოძრაობა დაიწყება, რაც შესაძლოა, ერაყისა და თურქეთის ქურთების მიერ სახელმწიფოს შექმნით დაგვირგვინდეს. მგონია, რუსეთი ამას ელოდება, მსოფლიოს ყურადღება ამაზე გადავა და უკრაინასაც მიაყლაპავს, არ არის გამორიცხული, ჩვენც მიგვაყოლოს. ანუ მგონია, რუსეთი ელოდება თურქეთის დასუსტებას, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა დაიწყოს.

– თურქეთის დასუსტებას არ დაელოდება. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქურთების მუშათა პარტია თავის დროზე საბჭოთა კავშირის „კაგებემ“ შექმნა, შეიძლება, ესეც ვივარაუდოთ, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თურქეთის სახელმწიფოს სიძლიერის ან ამბიციის ეშინოდეს, თუ თურქეთს გარედან არ დაეხმარებიან. მაგრამ გარედან რატომ უნდა დაეხმარონ თურქთს?! რომ მან ოსმალეთის იმპერია აღადგინოს, ჩადრებით ატაროს ხალხი და ამერიკელები და ევროპელები კინწისკვრით გაყაროს სტამბოლიდან და ანკარიდან?! ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი და ჯერ საიმედო ვერაფერი დავინახეთ. იქ, როგორც ყოველთვის, პოლიტიკოსები ბევრად მეტ დროს უთმობენ თავიანთ თავს, ვიდრე სავარაუდო საფრთხეებს.

–  ვითომ რუსეთი დგას ამ ხალიფატის იდეის უკან, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს?

– ასე შევხედოთ საკითხს: რას მოიგებს რუსეთი, თუ ეს იდეა დაიძრა? რუსეთს მიეცემა საშუალება, გააკეთოს ოფიციალური განცხადება საერთაშორისო საზოგადოების გასაგონად, რომ მის ტერიტორიაზე და სამხრეთის საზღვრებთან იქმნება რადიკალური  ისლამური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც მის მოსახლეობასა და სახელმწიფოებრიობას ემუქრება. ამიტომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ის აპირებს, დაიცვას თავის სახელმწიფოებრიობა, მოსახლეობის უსაფრთხოება და ამ მიზნით, ნებისმიერი რაოდენობის ჯარი გადაადგილოს ამ მიმართლებით. გამოდის, რომ შუა აზიაშიც უნდა შევიდეს და კავკასიაშიც. ანუ აღუდგენია საბჭოთა კავშირი და ეგ არის, თუ მეშლება რამე?! ოღონდ ეს ვერსიაა. ამ ვერსიას ძალიან უსუსურად უპირისპირდება ოსმალეთის იმპერიის აღდგენის იდეა, იმიტომ რომ, ამ იდეას შიგნით ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა აქვს პროდასავლური თურქებისა და ქურთების სახით. მაგრამ მე მაინც ვურჩევდი პოლიტიკოსებს სხვა ვარიანტებიც გაეანალიზებინათ. დასავლეთში ხომ არ არიან ძალები, რომლებიც ხალიფატის იდეას ზევით სწევენ, რათა რუსეთმა ოსმალეთის ამბიციები გაანეიტრალოს?!

– მთავარია, ჩვენ არ მოვყვეთ არ გაუგებრობაში.

– ჩვენ უკვე მოყოლებული ვართ, მაგრამ ქართველი ხომ გვიან იღვიძებს? თბილისში 12 საათამდე საქმეზე ვერავის დაურეკავ –  ან ახალგაღვიძებულია ან სძინავს. ჩვენი პრობლემაც ეგ არის. ჩვენ შარში ვართ, უბრალოდ არ ვიცით და რომ გავიგებთ, ძალიან გვიან იქნება.

 

скачать dle 11.3