კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუქთად მჭამელები

ანუ მაძღართა სოლიდარობა

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოლიდარობის ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მობილიზება და სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად მიმართვა.

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური სოლიდარობა დემოკრატიის სავიზიტო ბარათი და ცივილიზაციის  მონაპოვარია, ბუნებრივია, რომ პირველი პირის ინციატივა არა მხოლოდ აქტუალური, აუცილებელია (რადგან ჩვენებური ჩინოვნიკები ვერა და ვერ გავაცდინეთ პათოსს: „ჯერ თავო და თავოო“).

ამ თუ სხვა მიზეზთა გამო, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოლიდარობის ფონდში ხელფასიდან ყოველთვიურად თანხის შეტანის სურვილი გამოთქვეს (არ გამოთქვამდნენ და მათი აჯობებდა – ). მეტიც, როგორც გვაუწყეს, თანხას ყოველთვიურად ეკონომიკური და კრიზისების მართვის საბჭოების წევრებიც გაიღებენ.

აღმოჩნდა, რომ, თუკი სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური შენატანი 170 000 ლარს მიაღწევს, 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობის პრობლემა გადაიჭრება, ყოველთვიური 1 400 000-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში კი ონკოლოგიური სერვისით ზრდასრულ მოსახლეობასაც სრულად უზრუნველყოფენ.

ხოლო,  თუ გავიხსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრთა წლიური შემოსავლები, მინიმუმ, მეოთხედი მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს (და ძალიან მეეჭვება, ეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური ანაზღაურება იყოს), მოუთმენლად დაველოდები მათ შენატანებს სოლიდარობის ფონდში, მანამდე კი, არც მთავრობას აწყენდა იმის დათვლა, რამდენ ბავშვს გადაარჩენდა ბიუჯეტის ამ მუქთად მჭამელების რაოდენობის განახევრება (აღარაფერს ვამბობ მათთვის გონივრული ოდენობის ხელფასების დაწესებაზე). 

 

скачать dle 11.3