კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფლებებისგან განძარცული

ანუ სათადარიგო

 

თუმცა იმთავითვე ვიცოდით, რომ ამ ჩვენს პრეზიდენტს სრულიად სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა, ვინაიდან წინა პრეზიდენტს თავისად პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა შეგულებული, მაგრამ ახლებმა პრემიერ-მინისტრის გაზრდილი უფლებებიც შეირგეს და პრეზიდენტი თანდათან  განძარცვეს უფლებებისგან.

მაგალითად, გასულ კვირას პრეზიდენტს სახელისუფლო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის დანიშვნის უფლებაც ჩამოართვეს და, თუკი აქამომდე სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავდა და კიდეც ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინებით, მთავრობის დადგენილებით, ახალი სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ოღონდ, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

პოსტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სააგენტოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა ევალება (თუ, რასაკვირველია, ამ ტექნოლოგიების ეპოქაში რამის დაცვის თავი გვაქვს – ), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების დახურული კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა.

თუმცა, რადგან, როცა ერთი კარი იხურება, თუ მთლად მეორე კარი არა, სარკმელიც მაინც იღება, უკვე გადაწყდა, რომ პრეზიდენტი ქვეყანას უელსის „ნატოს“ სამიტზე წარადგენს, ხოლო, თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ეს პატივი ბ-ნ მარგველაშვილს იმიტომაც ერგო, რომ უელსის სამიტზე მთლად „მაფსაც“ არ უნდა ველოდოთ: ოდენ „გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამის“ იმედი უნდა ვიქონიოთ ალიანსისგან. აქედან გამომდინარე კი, სავარაუდოა, რომ ფუნქციები მეტად რაციონალურად გადანაწილდა: სასიამოვნო პროცედურებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, ოდნავ უსიამოვნოში – პრეზიდენტი!

скачать dle 11.3