კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ გავარდეს?!

თუმცა შეყრა (რფ-ისა და ყირიმის) ისეთი ჰარმონიული იყო, რომ თვით უკრაინის ხელისუფლება და სრულიად ცივილიზებული მსოფლიო მხოლოდ განცხადებებით, ოღონდ, შეშფოთებულით, შემოიფარგლა, რაკი რფ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე საომარ პროცესებში მთლად  აშკარადაც ვერ ერევა, მაგრამ იცის, წარმატების შემთხვევაში, კიევი ყირიმსაც გადასწვდება, როგორც ჩანს, თადარიგი დაიჭირა და დანარჩენ სამყაროს აუწყა ნომერ პირველი დიპლომატის – ლავროვის ბაგეებით, რომ რუსეთი გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ძალასა და საშუალებას, თუ უკრაინა ყირიმის დაბრუნებას მოინდომებს (იმიტომ რომ, მიწები მხოლოდ რუსეთმა უნდა დაიბრუნოს!).

სახელდობრ, ბ-ნმა ლავროვმა იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არავის ურჩევს ყირიმზე თავდასხმას, რადგან „ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში (და მერე რა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინები სხვებსაც აქვთ?!).“

რაც შეეხება რუსულ დოქტრინას – 2009 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რფ-ს აქვს უფლება, „გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ძალა და საშუალება, ბირთვული იარაღის ჩათვლით – .“ შესაბამისად, გამოდის, რომ ამ ჩვენს უკრაინას ბირთვული იარაღით დაემუქრა.

მეორე მხრივ, ჯერ ერთი, უკრაინას ჩერნობილი აქვს გადატანილი და, რაც მთავარია, ის ბირთვული იარაღი რუსეთსაც დააზარალებს. თუმცა, რაკი ამ სამყაროში ვერავის ეწყობიან (პოლიტიკური შეუთავსებლობა მაქვს მხედველობაში), ალბათ, ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, თუ ბირთვული თამაშებით იმ რკინის ფარდის მიღმა გაერთობოდნენ,  დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირების მიზნით რომ აპირებენ ჩამოფარებას!

скачать dle 11.3