კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაწინაურებულები

ანუ „მოგესალმებიან მოცეკვავე ოფოფები“

 

გასულ კვირას სამხრეთ კავკასიაში „ნატოს“ გენმდივნის წარმომადგენელმა ბ-ნმა აპატურაიმ მოგვინახულა და, როგორც გვაუწყეს, ეს ამ პატივცემული ბატონის ბოლო ვიზიტი იყო უელსის სამიტამდე. აქ ნასაუბრევს კი ის სიტყვასიტყვით ჩაიტანს „ნატოს“ 28-ვე წევრთან და, საბოლოოდ, ჩამოყალიბდებიან, ოღონდ „მაფი“ არ იყოს და რაც საუკეთესოები გვაქვს, იმაზე უკეთესი მოგვცენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განგვიმარტა, უელსის სამიტზე ჩვენთვის მოსაცემი გეგმა ლაკონურად  ასე შეიძლება გამოითქვას: უფრო მეტი „ნატო“ საქართველოში და უფრო მეტი საქართველო – „ნატოში“. რაც მთავარია, გათვალისწინებულია კონკრეტული და მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.

მართალია, ჯერჯერობით უცნობია ამ გაძლიერებული თანამშრომლობის დეტალები, ანუ, სახელდობრ, რა ასპექტში უნდა მივეძალოთ თუ უნდა მოგვეძალონ, მაგრამ, სამაგიეროდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბ-ნი პეტრიაშვილის განცხადებით, „ნატოს“ წევრობის გზაზე ასპირანტ ქვეყნებში საქართველო დაწინაურდება.

ანუ, „მოგესალმებიან მოცეკვავე ოფოფები“?! – 

 

 

скачать dle 11.3