კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მონატრებით უჭირს სუნთქვა დიანა ღურწკაიას და სად გრძნობს თავს ის ყველაზე კომფორტულად

ქართველი მომღერალი, დიანა ღურწკაია, უკვე წლებია, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მუსიკალურ კარიერას რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას, მშობლიურ კუთხეს ის არასდროს ივიწყებს. უფრო მეტიც, როგორც თავად აღნიშნა, საქართველო მისთვის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. დიანას საზაფხულო გეგმებში სამშობლოში ჩამოსვლა პირველ ადგილზეა და მალე თბილისს ეწვევა. ამ მოგზაურობას კი სულმოუთქმელად, ელოდება მისი 7 წლის ვაჟი, კონსტანტინე. 

 

– დიანა, როგორია თქვენი საზაფხულო გეგმები? ალბათ, ემზადებით დასვენებისთვის.

– უპირველესად, ალბათ, თავის წესრიგში მოყვანა მნიშვნელოვანია საზაფხულოდ, მით უმეტეს, რომ ჩემი სამსახური სხვაგვარად არც მაძლევს უფლებას და წარმოუდგენელია, ფორმაში არ ვიყო. აქტიურად ვარ ჩართული სპორტში. ძალიან მიყვარს ცურვა და როცა დრო მაძლევს ამის საშუალებას, ვცურავ. სახლში მაქვს სარბენი ბილიკი, რომელზეც დღეში ერთხელ, 40 წუთიდან ერთ საათამდე აუცილებლად ვვარჯიშობ. ჩემი სიტუაციის გამო, სხვა ტრენაჟორებით სარგებლობა არ შემიძლია. ამიტომ, ერთადერთი, რაც ჩემთვის მოსახერხებელია, ეს არის სარბენი ბილიკი. ვარჯიში აუცილებელია. ერთი საათი ისე სწრაფად გადის, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ. 

– ამიტომაც ხართ სულ ფორმაში.

– დიდი მადლობა. ისე, არასდროს არ ვიკლავ დიეტის დაცვითა და უჭმელობით თავს. ძალიან მჭამელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვცდილობ, საღამოს 6 საათის შემდეგ არ მივირთვა. ორგანიზმისთვისაც არ არის კარგი გვიან ჭამა. ასე რომ, დიეტით თავს არ ვიზღუდავ და არც არის რეკომენდებული. იმდენი სამუშაო მაქვს, ისე ხშირად დავფრინავ სხვადასხვა ქალაქში, რომ კვების სპეციალურ რეჟიმს თავს ნამდვილად ვერ გავართმევ. ზოგი თუ ხორცეულზე გიჟდება, მე ნაკლებად. თავისუფლად შემიძლია, ვიყო ხორცის გარეშე, მშვენივრად ვგრძნობ თავს. ტკბილზეც არ ვგიჟდები, შეიძლება, სხვისი ხათრით შევჭამო. ალბათ, ამიტომაც არ მაქვს არასდროს ზედმეტი წონის პრობლემა.     

– კონსტანტინე უკვე დიდი ბიჭია და ალბათ, სკოლისთვისაც ემზადებით.

– ჩემი ბიჭი დაითხოვეს უკვე საბავშვო ბაღიდან და ვემზადებით სკოლისთვის. ჩვენთან დადიოდნენ მასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა საგნებში ამზადებდნენ მას. დავდივართ ქართულ ცეკვებზე, ჩოგბურთზე, ჩავაბარეთ მუსიკალურ სკოლაში. იმდენად დატვირთულია ჩვენი გრაფიკი, რომ ელემენტარული დასვენების დროც კი არ გვქონდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სკოლაში წასვლამდე, მინდა, დავასვენო და ვემზადებით ამისთვის. მინდა, თბილისში წამოვიდეთ და ამ ზაფხულს აუცილებლად ჩამოვალთ. არც ერთ ქვეყანაში არ შემიძლია, დავისვენო ისე კარგად, როგორც ჩემს ქვეყანაში, კერძოდ, თბილისში. ძალიან მენატრება თბილისი და ამიტომ, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ. მინდა, ბავშვმაც ნახოს თბილისი, თბილისური სიტუაცია, ხალხი. სულ მინდა, ქართული ტრადიციების შესახებ ბევრი იცოდეს. დრო გადის და ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება. პრინციპში, რაც არ უნდა შეიცვალოს, არ მინდა, რომ ქართული ტრადიციები დაგვავიწყდეს. 

– თბილისში არ არის ნამყოფი?

– როგორ არა, ნამყოფია. დიდი სიამოვნებით არის ხოლმე თბილისში და ძალიან უყვარს მანდ ყოფნა. ჩემი ძმა ოჯახით უკვე გამოემგზავრა თბილისში. ჩემი ბიჭი და ძმისშვილი, სანდრო, ტოლები არიან და ერთად ძალიან დიდ დროს ატარებენ. თბილისში წასვლის წინა დღეს ერთ ამბავშვი იყვნენ. სანდროს კონსტანტინეს გარეშე არ უნდოდა წამოსვლა, ამას კი მის გარეშე დარჩენა. საკმაოდ რთული გაცილება ჰქონდა ორივეს. მეც მივეცი პირობა, რომ მალე ჩვენც აუცილებლად ჩამოვალთ თბილისში-მეთქი. 

– საქართველოში ყოფნის დროს მხოლოდ დაისვენებთ, თუ პარალელურად, მუშაობასაც გეგმავთ?

– აუცილებლად განვაგრძობთ მუშაობას ქართულ ალბომზე, რომლის გამოშვება გაგვიგრძელდა და ძალიან ნელი ნაბიჯებით მიდის წინ. მთელი სული და გულით მინდა, თბილისში ჩამოსვლა და დასვენებასთან ერთად, ალბომზე მუშაობა. 

– რამდენი ხნით გეგმავთ თბილისში დარჩენას?

– ალბათ, აგვისტოს ბოლომდე. სკოლის დაწყებამდე 10 დღით ადრე წამოვალთ, რომ დასვენების შემდეგ, ბავშვი სკოლისთვის მოემზადოს. სკოლა-გიმნაზიაში შევიყვანეთ, სადაც ურთულესი სწავლის მეთოდია. თუ პირველ პერიოდში ელემენტარული წაბორძიკება შეექმნა, მერე უკვე გაუჭირდება. ამიტომ, ცოტა ადრე წამოვალთ თბილისიდან, რომ სწავლის დაწყებამდე ისევ მასწავლებელი მოვიდეს ჩვენთან, რაღაც რაღაცეები შეახსენოს და ცოტა ბიძგი მისცეს. რა თქმა უნდა, ყველა მშობლისთვის მთავარი შვილია, ისევე როგორც ჩემთვის. არ მინდა, რაღაც დავაკლო ჩემს შვილს. გაორკეცებით ვფიქრობ იმაზე, რომ ბავშვმა რაღაცას მიაღწიოს, ბევრი რამ შეისწავლოს და ასე შემდეგ. უპირველესად, ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რომ კარგი ადამიანი გაიზარდოს.

– თბილისში ამ ზაფხულს მთელი ოჯახი შეიკრიბებით.

– ამ სიტუაციას ყოველთვის დიდი სიხარულით შეხვდებით. შარშან აღდგომას ვიყავი ჩამოსული და მას მერე არ ვყოფილვარ. დედაჩემის საფლავზეც დიდი ხანია, არ გავსულვარ, რაც ძალიან მაკლია. იმ დონეზე მინდა თბილისში ჩამოსვლა, სუნთქვა მიჭირს. ადრეც ხომ მენატრებოდა მანდ ყოფნა, მაგრამ, რაც დრო გადის, უფრო მეტად გვაწვება მონატრება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, ჩემს თბილისსა და საქართველოს, მაინც ვერაფერი შემიცვლის. მესიზმრება საქართველო, ქართველი ხალხი, ნათესავები, მეგობრები... არანაირად არ შეიძლება იმის დავიწყება, სადაც დაიბადე და გაიზარდე. თბილისს ძალიან ბევრი მოგონება უკავშირდება, ამიტომ ძალიან მიყვარს.  მანდ მე სხვანაირად ვსუნთქავ. ჩვენები უკვე თბილისში არიან და მეც მალე დავედევნები მათ უკან. 

 

скачать dle 11.3