კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეაქცია ჰქონდა ახალგათხოვილ სალომე ბაკურაძეს იბიცაზე შიშველი ხალხის დანახვისას და შეიზღუდა თუ არა მისი თავისუფლება თაფლობის თვის შემდეგ

სალომე ბაკურაძე სულ ახლახან დაბრუნდა თაფლობის თვიდან, სადაც განუმეორებელი დრო გაატარა თავის მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან ერთად. როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშაა და მისთვის საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების ახალი ეტაპი, სიყვარულითა და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა.

სალომე ბაკურაძე: დღედაღამ საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა ფანტასტიკური შეგრძნებაა. კარგი ყოფილა გათხოვება (იცინის). თან, ლაშა ძალიან კომფორტული ადამიანია, ჩემი ჭკუის და, მის გვერდით მშვიდად ვარ. ვხუმრობ ხოლმე, გათხოვება ფანტასტიკური ყოფილა-მეთქი (იცინის). ჯერ ვერ ვხვდები, შემცვალა თუ არა გათხოვებამ, თუმცა, არც თავისუფლება შემზღუდვია და არც პიროვნულობა წაგვირთმევია ერთმანეთისთვის. ახლაც, მე აუზზე ვარ და ვირუჯები, ლაშა კი სამსახურშია და მუშაობს.

– თაფლობის თვე სად გაატარეთ?

– ქორწილის მერე, ორ დღეში, თაფლობის თვე დავგეგმეთ და ესპანეთში, პალმა დე მაიორკაზე წავედით. სასტუმრო თავად დავბრონეთ, თვითმფრინავის ბილეთები კი მეგობარმა გვაჩუქა, კატო ლოლაძემ – ეს მისი საქორწინო საჩუქარი იყო. თავად პოლონეთში ცხოვრობს, მასაც ვესტუმრეთ ვარშავაში ორი დღით და იქ გვიმასპინძლა ახალდაქორწინებულებს. ცხოვრების ეს ახალი ეტაპი საკმაოდ კარგად დაიწყო ჩვენთვის და, იმედია, ასე გაგრძელდება. ეს ის ორი კვირაა, რომელიც მე და ლაშამ ერთმანეთს ვაჩუქეთ და რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. სულ ერთად ვიყავით, ვერთობოდით, ყოველდღიურად უამრავ რამეს ვგეგმავდით, მაგრამ, სიმღერა მომენატრა და, ერთ დღესაც, ესპანეთის ქუჩაში მოსეირნემ, ისეთი ხმით დავიწყე სიმღერა, გადაირივნენ ესპანელები, რა ამღერებს ამ ადამიანს შუა ქუჩაშიო (იცინის). საოცარი კუნძულები დავათვალიერეთ. ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ თაფლობის თვისთვის. ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, გამოყოლილი მაქვს ის განწყობა.

– როგორც ვიცი, იბიცაზეც იყავით. ესეც დაგეგმილი გქონდათ?

– არა, იბიცაზე ერთ საღამოს გადავწყვიტეთ წასვლა გემით, სადაც ცნობილი დიჯეი უკრავდა ერთ-ერთ ცნობილ კლუბში, ანუ, მისი საღამო იყო დაგეგმილი. თან, ცოტა შემეშინდა, ბავშვობის მერე არ მიმგზავრია გემით და, ვიფიქრე, არ შევრცხვე-მეთქი (იცინის), მაგრამ, კარგად ავიტანე. მოკლედ, მთელი საღამო კლუბში „ვიზუზუნეთ” მე და ლაშამ და დილით მზის ამოსვლასაც შევხვდით. თან, ირგვლივ სულ შიშველ-შიშველი ხალხი დადიოდა და ჩვენ იმის სურვილიც კი არ გვქონია, თვალი გაგვეყოლებინა, ერთმანეთით ვტკბებოდით. ახლაც ეიფორიაში ვარ. ვერთობოდით, ვმოგზაურობდით და, გვეგონა, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით დედამიწაზე, ირგვლივ ვერავის ვამჩნევდით (იცინის). ვგრძნობ, რომ ძალიან კარგად ვარ და გვერდით ის ადამიანი მყავს, ვისთვისაც ცხოვრება მიხარია. ყველაზე სასიამოვნო ორი კვირა გავატარეთ მე და ლაშამ, თანაცხოვრების პირველი დღეები არასდროს დაგვავიწყდება და, იმედია, ცხოვრების ბოლომდე ასეთი ბედნიერები ვიქნებით. მთავარია, ერთნაირი ჭკუის ადამიანები ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს და გვერდიგვერდ თავს გადასარევად ვგრძნობთ.

– მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ოჯახის შექმნა და გისურვოთ, რომ სულ ასეთი ბედნიერები და სიცოცხლით სავსეები იყოთ!

– დიდი მადლობა. ზუსტად ვიცი, ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც ერთმანეთისთვის გავჩნდით დედამიწაზე და, მადლობა ღმერთს, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და ცხოვრებაც დავუკავშირეთ.

 

скачать dle 11.3