კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გარდაიცვალა საქართველოს მეფეთა-მეფე, იმპერატორი გიორგი მეოთხე (ლაშა)

თამარ მეფის ვაჟის – გიორგის შობას დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენი დიადი ქვეყანა. მეტსახელად უწოდეს ლაშა, რაც აფსართა (აფსუათა) ენაზე ნიშნავს „განმანათლებელს ქვეყნისა“.

დიდი იმედები ჰქონდათ ქართველებს იესიან, დავითიან, სოლომონიანთა გვარის გამგრძელებლისა, დედით და მამით ბაგრატიონისა. 

განსაკუთრებულადაც ზრდიდნენ – როგორც მეომარს და მხედართმთავარს, რათა გაეფართოებინა დიდი საქართველოს საზღვრები და გამოეხსნა უფლის საფლავი ურჯულოთა ხელიდან.

გიორგი მეოთხეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა იმდროინდელ მსოფლიოში, ალბათ, იმის გამოც, რომ უძლეველი მეფის შვილი იყო და მეომარი ხალხის ხელმწიფე. მასზე ლეგენდები დადიოდა. ევროპელ და აზიელ ქრისტიანებს ახალგაზრდა ქართველი მეფე უფლის საფლავის გამომხსნელად, „ქრისტიანობის ბურჯად“, „ახალ ალექსანდრე მაკედონელად“ ესახებოდათ. 

ლაშას გამეფების ხანაში დიდგვაროვნები ძალიან გაძლიერებულები იყვნენ და უკვე საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფოს. ზოგიერთ გვარს ხელში ჰქონდა ჩაგდებული არაერთი უმაღლესი სახელო (თანამდებობა), დიდი ტერიტორია, ურიცხვი ქონება და ძალაუფლება. 

როგორც ჩანს, ლაშა-გიორგის უნდოდა ხელში აეღო ინიციატივა და პოლიტიკური დაპირისპირებაც ჰქონდა ამ დიდებულებთან. ცდილობდა, ისინი თავიდან მოეშორებინა. არ უნდოდა, დამოკიდებული ყოფილიყო დიდ არისტოკრატებზე და ეურჩებოდა მათ. ამიტომაც, თვითნებობდა ხშირად, აწინაურებდა ახალგაზრდებს...

დაახლოებით 1219 წელს ლაშა-გიორგის რომის პაპის, ჰონორიუს მესამის წერილი მოუვიდა. პაპი ახალ, მეხუთე ჯვაროსნულ ომში იწვევდა უფლის საფლავის გამოსახსნელად ახალგაზრდა ქართველ მეფეს. ჩვენმა მეფემ დიდი სიხარულით დაიწყო მზადება ამ ლაშქრობისთვის, მაგრამ, მანამდე, გამდგარი ვასალების კვლავ დამორჩილება იყო საჭირო.

ჭაბუკი, გამოუცდელი მეფის ტახტზე ასვლით უნდოდათ, ესარგებლათ საქართველოს ძველ ყმადნაფიცებს და ზოგიერთმა მათგანმა ხარკის მოცემა შეწყვიტა. მაგრამ, გიორგი მეფემ შეძლო სახელმწიფოს ორგანიზება და ხელახლა დაიმორჩილა ძველი ვასალები – ოროტნი, ნახჭევანი, ხლათი, კარნუ-ქალაქი (არზრუმი). ქალაქ განძას ალყისას 4 000-კაციანი ნაწილებით, სარდლებთან შეუთანხმებელი, თვითნებური სამხედრო მანევრიც განახორციელა, რამაც საფრთხეში ჩააგდო მისი სიცოცხლე. თუმცა, გულადი მეფე არ მოერიდა და მედგრად დაუხვდა მაჰმადიანთა 10 000-კაციან შენაერთს. ამ ამბის გამო საყვედურებიც მიიღო.

1221 წელს, მოულოდნელად, საქართველოს ტერიტორიაზე მონღოლები შემოვიდნენ, რომლებიც ხორასნიდან ბრძოლა-ბრძოლით მოდიოდნენ, თან ხვარაზმის გადახვეწილი სულთნის, ჯალალედინის კვალს მიჰყვებოდნენ – ახალი ჯარის ორგანიზებაშიც ხელს უშლიდნენ და თან, დაზვერვითი ლაშქრობა ჰქონდათ. 

ასე მოადგნენ საქართველოს სრულიად უცნობი მეომრები. 

საქართველოში არაფერი იცოდნენ მონღოლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 1219 წლიდან ისინი ხორეზმის სახელმწიფოში შეიჭრნენ და გაანადგურეს. სამწუხაროდ, დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი დაზვერვის სისტემა კარგად ვეღარ მუშაობდა.

ბერდუჯის წყლის პირას გაიმართა ბრძოლა ქართველთა და მონღოლთა შორის. ცოტა მოგვიანებით, ჟამთააღმწერელი წერდა, რომ პირველი შეტაკება ქართველთა ლაშქრის მარცხით დამთავრდა. თუმცა, ლაშა გიორგის მემატიანის თქმით, საქმე ოდნავ სხვაგვარად იყო. 

მონღოლებმა ჯარი ორად გაყვეს და ნახევარი გადამალეს. ბრძოლა რომ გახურდა, ვითომ შეშინდნენ და გაიქცნენ. ქართველები გამოეკიდნენ... უცებ მონღოლები მობრუნდნენ და გაშლილ ქართულ ჯარს ისრები დაუშინეს, გვერდიდან კი დამალული ნაწილი ეტაკა ქართველებს. ქართველთა ჯარი აირია და საკმაოდ დიდი ზიანით დაიხია უკან.  

ლაშა გიორგის მემატიანეს თქმით, ეს ამბავი კი მას უკეთ ეცოდინებოდა, მეფემ შეძლო არმიის მობილიზება, კვლავ შეტევაზე გადავიდა, გააქცია მონღოლები და დიდი ზიანიც მიაყენა მათ.

შესაძლოა, პირველი ბრძოლა მონღოლებს მონაპირე 10 000-იანი ქართული ჯარის წინააღმდეგ ჰქონდათ, რომელიც დაამარცხეს.

შემდეგ კი მათ თავად მეფე, ლაშა-გიორგი დაუპირისპირდა... 

ამის შემდეგ, მონღოლთა ჯარი ისევ ემზადებოდა ქვეყანაში შემოსაჭრელად. მათ მიიერთეს ახალი, დამატებითი ძალები საქართველოსადმი უკმაყოფილო ტომებიდან. ასეთი კი ბევრი იყო. ბევრი ოცნებობდა ქართველთა დამარცხებასა და მდიდარი საქართველოს გაძარცვაზე.

მიუხედავად  ბრძოლაში მიღებული ჭრილობისა, მეფემ შეძლო ჯარის სწრაფად რეორგანიზება, მოიხმო კარნუ-ქალაქის (არზრუმის) ყმადნაფიცი სასულთნოს ჯარიც და წინ დაუდგა მონღოლებს, რომლებიც ბარდავს დაბანაკებულიყვნენ. მონღოლებმა ვეღარ გაბედეს მათი ხრიკის მცოდნე, გამოცდილ, სახელგანთქმულ ქართულ ჯართან შებროლება, მიბრუნდნენ და დარუბანდის გზას გაუყვნენ. 

ჩრდილოკავკასიაში გადასულებმა ჯერ ალანთა ჯარი გაანადგურეს, მერე ყივჩაღები დაამარცხეს. ყივჩაღებმა დახმარებისთვის რუს მთავრებს მიმართეს. მონღოლებმა, 1222 წლის 31 მაისს, მდინარე კალკასთან, რუსთა და ყივჩაღთა გაერთიანებული ჯარი დაამარცხეს, რომელიც გადმოცემით 80 000-100 000 მეომრით იყო დაკომპლექტებული. 

ჰენრიხ ლატვიელი, 1225 წელს, „ლივონიის ქრონიკაში“ წერს: მონღოლებმა რუსებს და ყივჩაღებს 100 000-მდე ადამიანი მოუკლესო. ზუსტი რიცხვი არ იცის (თუმცა, ზოგიერთ ისტორიკოსს ეს გადაჭარბებულად მიაჩნია). 

ისტორიკოსთა უმრავლესობა წერს, რომ მონღოლთა ამ მზვერავ ჯარში 20 000 ჯარისკაცი იყოო, ანუ ორი დუმანი. დუმანი კი 12 ათასია ძველი მონღოლური წესით. ზოგის აზრით 30 000 მეომარი ჰყავდათ მონღოლებს ამ მიმართულებით გამოგზავნილი. 

ჩინგიზ ყაენის ამ მოთარეშე ჯარს სარდლობდა ორი ნოინი – სუბუდაი და ჯებე. ნოინები დიდი ძალაუფლების მქონე სამხედრო ფეოდალები, სარდლები იყვნენ. ხშირად ისინი დუმანზე მეტსაც ედგნენ სათავეში. მათთან ერთად ხშირად არამონღოლი ეროვნების არაერთი ათასი ადამიანიც იბრძოდა... 

ასე რომ, მონღოლებს 20 000-ზე გაცილებით მეტი მეომარი ჰყავდათ იმ მომენტში, ჯებე და სუბუდაი ბაღათურების, ნოინების არმიაში. უცხოელი ისტორიკოსებიც კი აღიარებენ, რომ მეფე გიორგი-ლაშასთან ბრძოლისას მონღოლებს თურქები ეხმარებოდნენ. 

ბევრი ისტორიკოსის მიერ, როგორც ქართველთა ჯარის რიცხოვნობაა გაბერილი, ისე მონღოლთა ჯარის სიმცირეა ხელოვნური... გარდა ამისა, როგორ უნდა დაემარცხებინა 24 000 მონღოლს, ასე ადვილად და სასტიკად სრულიად გაერთიანებული რუსულ-ყივჩაღური 80 000 არმია?  

მონღოლები, მართალია, კარგად ორგანიზებულნი იყვნენ – კარგი სტრატეგები და მეომრები, მაგრამ დაუმარცხებელნი – არა. მანამდე ჯალალედინმა ორჯერ სძლია მათ ნაწილებს, სანამ თვითონ ჩინგიზ ყაენი არ ჩაუდგა არმიას სათავეში და თვითონ არ დაამარცხა ჯალალის ლაშქარი.

ასე რომ, ლაშა-გიორგის ჯარს და მერე რუსებსა და ყივჩაღებს, 20 000-30 000-ზე გაცილებით მეტი მონღოლთა ჯარისკაცი დაუპირისპირდა. 

ლაშამ, როგორც ვთქვით, პირველი შეცდომის შემდეგ, სწრაფად მოახერხა ჯარის ხელახალი ორგანიზება... „დაუმარცხებელი“ მონღოლებიც გაერიდნენ, ვერ შებედეს ჩვენს ჯარს შებმა. 

სინამდვილეში, მართლაც, მონღოლების ის მოთარეშე არმია – ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით, დაუმარცხებელი არ იყო. რუსთა და ყივჩაღთა ჯართან გამარჯვების მერე, მონღოლების არმია სასტიკად დაამარცხეს ვოლგის ბულგარებმა, დონის შესართავთან, სამარის ლუკთან, იმავე 1222 წელს. 

მონღოლთა და ქართველთა პირველი შერძოლება, დაახლოებით 1221 წლის თებერვალში მოხდა. 

როგორც ვთქვით, ჩვენი მეფე დაიჭრა. 

1223 წელს დიდი საქართველოს ახალგაზრდა მეფემ დააპირა თავისი დის, რუსუდანის გათხოვება. მთხოვნელი ბევრი იყო. ლაშამ გადაწყვიტა, რუსუდანი შირვან შაჰისთვის მიეთხოვებინა. ბაგავანში ნიშნობაც გაიმართა, მაგრამ, მოულოდნელად, მეფის ჭრილობამ თავი იჩინა და 1223 წლის 18 იანვარს, ბაგავანში გარდაიცვალა დიდი საქართველოს მეფეთა-მეფე, იმპერატორი გიორგი მეოთხე (ლაშა). 

სულ ახალგაზრდა, 30 წლისა გარდაიცვალა საქართველოს სახელმწიფოს იმედი. 

მისი სიკვდილი საქართვლოსთვის დიდი უბედურება იყო. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, სამეფო და საეკლესიო კანონებისადმი დაუმორჩილებლობისა, თავკერძოებისა და სხვა, ლაშა-გიორგი დიდი მეომარი გახლდათ. უშიშარი, ძალიან კეთილი და მოსიყვარულე გულის პატრონი,  და რაც მთავარია. კარგი ორგანიზატორი. ეს კი ძალიან საჭირო იყო იმ დროს, რადგან ახალი საშიშროებები დაემუქრა საქართველოს.

 

скачать dle 11.3