კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტელემარათონს გეგმავს „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ” 10 ივლისს

2 ივლისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” მომღერალმა ნინო სურგულაძემ თავისი საქველმოქმედო ფონდის – „ნატვრის ხის” პრეზენტაცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის და მისი მეგობრები, რომლებიც გაერთიანდებიან ამ ფონდში, საქართველოში ხელოვან ადამიანებს გაუწევენ დახმარებას. 10 ივლისს კი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება დიდი საქველმოქმედო კონცერტი მსოფლიოს რამდენიმე საოპერო მომღერალთან ერთად, რომელზე შემოსული თანხითაც დაეხმარებიან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. საღამოს „ტელეიმედი” „ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” პირდაპირ ეთერს დაუთმობს!   

„ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, საქართველოში საქველმოქმედო საღამო ჩამეტარებინა. პირველად რომ ჩამოვედი, მე და ოპერის თეატრის ხელმძღვანელმა დავგეგმეთ, რომ სამომავლოდ გაგვეკეთებინა ასეთი კონცერტი, მაგრამ, როდესაც შევიტყვე 22 წლის გოგონას, ნინო ჩიქოვანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამბავი, რომელსაც ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, კონცერტი დავაჩქარე. ნინო გახლავთ  კონსერვატორიის სტუდენტი, ასევე, ყოფილი ბალერინა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონაა. ჩვენ, აგრეთვე დავეხმარებით  ნიკუშა ვაშაკიძეს, რომელიც ასევე უმძიმეს მდგომარეობაშია და აპარატზეა მიერთებული; ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია მაყურებლის აქტიურობაზე, მათ ზარებზე.  „იმედმა,” კერძოდ კი, „ეკა ხოფერიას თოქ-შოუმ” გამოგვიწოდა დახმარების ხელი: 10 ივლისს, 22:00 საათზე, პირდაპირი ეთერით გადაიცემა ეს კონცერტი, ანუ, გაიმართება დიდი ტელემარათონი და ჩვენ ყველა ერთად დავეხმარებით ამ ბავშვებს. აღსანიშნავია ის, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში გაკეთდა, თუმცა ძალიან რთულია მოკლე  დროში ასეთი კონცერტის ორგანიზება. მე ვესაუბრე ჩემს უცხოელ კოლეგებს, ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე დიდ საოპერო სცენებზე გამოდიან და ისინი დიდსულოვნად დამთანხმდნენ, ჩამოსულიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა ამ კონცერტში. რაც შეეხება ანაზღაურებას, როდესაც ჩამოვედი და ორკესტრს შევხვდი მუსიკოსებმა მითხრეს, არანაირი ანაზღაურება არ გვინდა, ვინაიდან, ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში; პირიქით, მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობას ვიღებთო. როდესაც ამას ჩვენი ორკესტრი ამბობს, რომელსაც თვითონ არ აქვს ფინასურად სახარბიელო მდგომარეობა, ნამდვილად დასაფასებელია. რაც შეეხება მხრდამჭერებს, პირველი „თი ბი სი” ბანკი’ გამომეხმაურა; ასევე მონაწილეობის მიღება ისურვეს „ჰოლიდეი ინმა,”  რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და „ლა ბელ მედიქალმა”. დიდი მადლობა ყველას! 

როგორც უკვე აღვნიშნე, კონცერტი ჩატარდება, 10 ივლისს, 22:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ქალბატონმა მანანა დოიჯაშვილმა დაგვითმო. გვექნება საკმაოდ დიდი პროგრამა, ძალიან ცნობილი არიები და ჰიტები, გამომდინარე იქიდან, რომ კონცერტი გათვლილია არა მხოლოდ ოპერის მოყვარულთათვის, არამედ, ფართო საზოგადოებისთვის”. 

 

скачать dle 11.3