კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას ლიკა ევგენიძე და მისი მეუღლე და როგორია მათი ამერიკული ცხოვრება

მშვენიერი ლიკა ევგენიძე ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას. თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოვიდა თბილისში ორ უსაყვარლეს შვილთან ერთად, რომლებთან ურთიერთობაც უდიდესი სიამოვნებაა. 

 

ლიკა ევგენიძე: ამერიკული ბიუროკრატიის გამო დღეებს ვაგროვებდი, მაისში მოვრჩი და ამდენ ხანს ვერ მოვახერხე  ჩამოსვლა. კიდევ რომ შემეტანა მოქალაქეობაზე საბუთები, კიდევ ვერ ჩამოვიდოდი. ამას თბილისში ჩამოსვლა ვარჩიე. რომ დავბრუნდები, საბუთებს მაშინ შევიტან და დაველოდები. თავისი წესები აქვს ყველაფერს: დღეები უნდა დააგროვო; გარკვეული ხანი ვერ გამოხვალ ქვეყნიდან; საბუთებს რომ შეიტან, ისტორიის გამოცდა უნდა ჩააბარო... 

– ნიუ-იორკში ცხოვრება, ალბათ, არ გაგიჭირდა, თუმცა, მონატრების გრძნობა მუდმივად გექნება.

– სულ მაქვს მონატრების გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მიჩვეული ვიყავი სხვაგან ცხოვრებას. 16 წლისა წავედი მოსკოვში საცხოვრებად და ჩამოვდიოდი ხოლმე. მერე აქ ორი წელი ვიცხოვრე და ისევ წავედი, ამიტომ, ასეთი რამ ჩემთვის არ არის უცხო. მაგრამ, როგორ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, თუნდაც ყველაზე მაგარ ქალაქში, შენი ქვეყანა მაინც შენია და ამას ვერაფერი შეგიცვლის. ამიტომ, სულ მენატრება და ეს გრძნობა მუდმივად თან მაქვს, ჩემშია. 

– ის ორი წელი, როცა თბილისში ცხოვრობდი, შენთვის ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო, ბევრი რამ მოხდა ერთად. 

– ჩემს ცხოვრებაში ძირითადად ასე ხდება – დაუგეგმავად. არასდროს დამიგეგმავს ტელევიზიაში მუშაობის დაწყება. თავიდან, რომ მითხრეს, პირდაპირ ეთერში უნდა დავმჯდარიყავი, ძალიან შემეშინდა – არ მქონდა გამოცდილება. მერე ვიფიქრე: რატომაც არა, ვცდი-მეთქი. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და მგონია, რომ რაღაც შანსები არ უნდა გავუშვათ ხელიდან, უნდა ვცადოთ და მოვსინჯოთ საკუთარი თავი სხვადასხვა რაღაცაში. პრინციპში, ადამიანი ასე პოულობს საკუთარ თავს, რადგან, მაინც სულ ძიებაშია. არ უნდა თქვა არაფერზე უარი, ყოველთვის უნდა ეცადო და ცოტ-ცოტა ყველაფერი გამოიყენო. 

– გადაწყვეტილებებსაც სპონტანურად იღებ? 

– ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებ, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაცეებს გეგმავს. ამ ცხოვრებაში მაინც ყველაფერი სპონტანურად ხდება და, მე რაც არ უნდა დავგეგმო, მაინც ყველაფერი თამაშივით არის. რაღაცეები კი უნდა გქონდეს შენს თავში დალაგებული – რა გინდა, რომ გააკეთო, მაგრამ როცა რაღაცას წინასწარ გეგმავ და მასზე დიდ იმედებს ამყარებ, მერე ამას მტკივნეული იმედგაცრუება მოჰყვება. ამიტომ, ჯობია, უფრო მსუბუქად შეხედო ამ საკითხს. მე პირადად ასეთი მიდგომა მაქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ასე უნდა მოიქცნენ. 

– გათხოვებაც სპონტანურად ხომ არ გადაწყვიტე? 

– ისე, მართალი გითხრა, გათხოვებაც არ მქონია დაგეგმილი. სხვათა  შორის, ყველაფერი კარგად გამოვიდა: უნივერსიტეტი დავამთავრე და მერე გავთხოვდი, მაგრამ, სულ ვამბობდი: ქალმა ჯერ უნდა იმუშაოს, თავისი ცხოვრება აიწყოს და მერე გათხოვდეს-მეთქი. მაგრამ, როცა „სწორი” ადამიანი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, მერე მართლაც სპონტანურად ხდება ყველაფერი, დაგეგმილი ნამდვილად არ მქონდა. 

– არ არის ადვილი, მიხვდე, რომ ის მართლაც ის ადამიანია, ვისთანაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო. 

– არ არის ადვილი, შეიძლება, ისე გაგეპაროს ის ადამიანი, სულ სხვაგან აღმოჩნდე და შენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამოტრიალდეს, სხვაგან წახვიდე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა გაგიმართლებს და შენც იმ მომენტში დაინახავ იმ ადამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი და იმ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება არ არის კარგი. როცა ვიზრდებით, ბევრი რამ იცვლება ჩვენში. შეუძლებელია, სკოლას რომ დაამთავრებ, რა წარმოდგენაც მაშინ გაქვს ცხოვრებაზე, მომავალშიც, წლების მერეც იგივე აზრი გქონდეს. ერთია, როცა პატარა ხარ და რაღაც შეხედულებები გაქვს, მაგრამ, სულ სხვა რამ არის ოჯახი, შვილები – ეს სხვა პასუხისმგებლობაა, არ არის ადვილი. 

– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება? 

– ძალიან საინტერესო. ბრუკლინში ვცხოვრობთ, ვილიამსბურგში, მიყვარს ეს ადგილი. ზოგადად, ჩემთვის ამერიკა ძალიან ახლობელია. ნიუ-იორკში გაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველას ქალაქია. თავისუფლება ყველაფერში იგრძნობა და ეს ძალიან სასიამოვნოა. თან, იქაურ ცხოვრებაზე ნელ-ნელა შენც ეწყობი. ვარჯიში დავიწყე, რაც ძალიან მომწონს. აქტიური ცხოვრების წესი მაქვს – არ ვეწევი და არც დალევა მიყვარს დიდად.

– ორივე ორსულობის შემდეგ უცებ ჩადექი ფორმაში. 

– დიახ, ეს ნამდვილად გენეტიკურია. გენეტიკა ბევრ რამეს ნიშნავს.

– კიდევ რა გამოგყვა მშობლებისგან გენეტიკურად? 

– ხელოვნებისკენ მისწრაფება – ესეც გენეტიკური მგონია. ასეთ გარემოში რომ იზრდები, მერე ეს ძალაუნებურად გადმოდის შენზე. ბევრი კარგი რამ მახსენდება ბავშვობიდან, თუნდაც ის, ჩვენს სახლში რომ იკრიბებოდნენ ხელოვანი ადამიანები: მწერლები, პოეტები, რეჟისორები, მუსიკოსები. სიჩუმე ჩემთვის ცოტა უცნაური იყო. მამაჩემი სულ ღამით წერდა მუსიკას, როგორც ძილისპირული, ისე მესმოდა და მეც წყნარად ვიძინებდი. სტუმრიანი სახლი იყო და საინტერესო თემებზე საუბრობდენ ხოლმე. როცა გვიანი იყო, მეუბნებოდნენ, წადი დაიძინეო, მე და ჩემი ძმა კი გამოვიპარებოდით და ჩუმად მაინც ვუსმენდით – ძალიან გვაინტერესებდა. ჩემში იქიდან ბევრი რამ დაილექა. 

– ორ ბავშვს მარტო ზრდი, ძიძის გარეშე.  ეს არ არის რთული?

– რაც მთავარია, დრო კარგად მაქვს გადანაწილებული, ორივე რეჟიმში ჩავსვი. ძიძა რომ არ მყავს, ამაში საგანგაშო არაფერია – ხალხი ჩვეულებრივად ზრდის ორს, სამს და ოთხ ბავშვსაც. შენი შვილია და შენ უნდა აიღო მასზე პასუხისმგებლობა. მათთან ურთიერთობით, პირიქით, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და, რაც მთავარია, ყველაფერს ვასწრებ: მათთან ურთიერთობასაც და საკუთარ თავსაც ვუთმობ გარკვეულ დროს. თავიდან იყო რთული, რადგან, სხვა გარემოში ვიყავი. პატარა იქ დაიბადა, მაგრამ, ანა-სოფიამ, როცა ჩავედით, არ იცოდა ინგლისური და ალაპარაკდა. მერე ნელ-ნელა მოვერგეთ სიტუაციას. სულ ენატრებოდა საქართველო, ბაღში არავის არ ეკონტაქტებოდა, ვერის ბაღს და თავისი მეგობრების სახელებს იხსენებდა. თან, 2 წლის იყო და მიკვირდა, საიდან ახსოვდა ეს ყველაფერი – იმ მეგობრების ძიძების სახელებიც კი ახსოვდა. 

– ალბათ, მეუღლე გეხმარება შვილების გაზრდაში. 

– რომ არ მეხმარებოდეს, ყველაფერი ძალიან რთული იქნებოდა. მათი დაბადების პირველივე დღიდან ყველაფერს უკეთებდა, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვენაცვლებოდით. 

– როცა მეუღლეები სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, გარშემო არ ჰყავთ ოჯახის წევრები, ეს მათ ურთიერთობას კიდევ უფრო მყარს ხდის, მეტად უფრო აახლოებს ერთმანეთთან. 

– დიახ, ასეა, რადგან, სხვა პასუხისმგებლობაა, სხვანაირად გიწევთ ერთმანეთის გვერდში დგომა. იქ ვისაც ვუყურებ, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ასეა: მამაც და დედაც ბავშვების გაზრდაში ერთნაირად მონაწილეობენ. თავიდან მე და ნიკა სულ რიგრიგობით დავდიოდით ყველგან, რიგრიგობით – კინოში, რიგრიგობით – სხვაგან სადმე, სულ ასე ვიყავით. ნიკას მშობლები მრავალი წელია, იქ ცხოვრობენ და ძალიან გვიწყობენ ხელს. შაბათ-კვირას ანა-სოფია სულ მათთან არის. ფეხმძიმედაც რომ ვიყავი, ბავშვით, მაშინაც ძალიან დამეხმარნენ. ალექსი კინოშიც წაგვიყვანია, ეტლში ეძინა ხოლმე. დაბადებიდან სულ სადღაც დაგვყავდა, ამიტომ, მიჩვეულია, ხან კინოში იძინებს, ხან – რესტორანში, ძალიან კარგი ბავშვია. 

– როგორი დედა ხარ, სიმკაცრის გამოჩენაც გეხერხება? 

– რაღაც დონეზე აუცილებელია სიმკაცრეც, რადგან, დისციპლინის გარეშე გამორიცხულია ბავშვის აღზრდა. ნიკაც ჩემსავით არის და ვაბალანსებთ: მე თუ ვბრაზდები, ის არ ბრაზდება, ან – პირიქით. ისე, ჯობია, ორივე ერთდროულად გავბრაზდეთ, რადგან ანა-სოფიას მერე ან ჩემთან აქვს  გასაქცევი, ან – მასთან.

– მშობლები მკაცრები იყვნენ შენ მიმართ?

– არა, ყოველთვის ძალიან მეგობრულები იყვნენ და, მეც მინდა, რომ ჩემს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. რა თქმა უნდა, პატივისცემა უნდა არსებობდეს, მაგრამ, ისე არ უნდა შეაშინო, რომ მერე რაღაცეები დაგიმალონ. მე რომ გავჩნდი, დედაც და მამაც პატარები იყვნენ და ყველა ერთად გავიზარდეთ: პატარა და-ძმაც ხომ მყავს... მთლიანობაში, სამი და და ორი ძმა მყავს, ბევრნი ვართ. ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებაც მქონდა. ჩემი და, ქეთი რომ გაჩნდა, 16 თუ 17 წლის ვიყავი, მონაწილეობას ვიღებდი მის გაზრდაში; მინდოდა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და, ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, ამ მხრივ უკვე გამოცდილი ვიყავი. ამიტომაც, შიშის მომენტი არ მქონია, თან, მარტო ვაკეთებდი ყველაფერს. 

– დათო როგორი ბაბუაა?

– დათოს ბაბუად ვერ აღვიქვამ, დათო დათოა, არც ბაბუა, არც მამა. როგორ გითხრა... ძალიან პანიკიორი კი არის, სულ რომ გირეკავს, სულ რომ ნერვიულობს, მაგრამ, სხვანაირია, ბაბუის როლში ვერც აღვიქვამ. 

– ახლა მარტო ჩამოხვედი? 

– რაც იქ ვიყავით, სულ ნიკა ჩამოდიოდა თბილისში და ახლა ჩემი ჯერია. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი, თან, ისედაც არ იყო ამხელა გზაზე ფრენა მიზანშეწონილი. ნიკა რომ ჩამოდიოდა თბილისში, მერე ფოტოებს დებდა და ეს მეც ძალიან მინდოდა. ახლა პირიქით არის. 

 

скачать dle 11.3