კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მივაწოდოთ ჩამქრალ ავტომობილს ნაპერწკალი

დაქოქვის პრობლემა მძღოლებს და განსაკუთრებით ქალბატონ მძღოლებს, ყველაზე მეტად რომ აწუხებთ, ეს რედაქციაში შემოსული უამრავი კითხვიდანაც ჩანს. სტარტერისა და აკუმულატორის პრობლემა ჩვენს რუბრიკაში, ასე თუ ისე, განვიხილეთ. დღეს კი მევლუდ მელაძე დაქოქვის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებზე ისაუბრებს და მათი გადაჭრის გზებსაც გვასწავლის: იმ შემთხვევაში, თუ დილით, როცა ავტომობილის დასაქოქად გასაღებს გადაწევთ და ძრავა თითქოს მუშაობს, მაგრამ ძალიან ნელა, ისე, რომ დაქოქვას ვერ ახერხებს, შეიძლება აკუმულატორია სუსტი. აქედან გამომდინარე კი, ისე ნელა ატრიალებს ძრავას, რომ მას დაქოქვა უჭირს. მეორე მიზეზი შეიძლება, სტარტერიც იყოს – მისი მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავას სწრაფ დატრიალებას ვერ ახერხებს და ამის გამო, ავტომობილი არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, ნუ იფიქრებთ, რომ ძრავას რაიმე კატასტროფული სჭირს და მისი რემონტი ან გამოცვლა მოგიწევთ. აქ საშიში არაფერია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტარტერი ძალიან სწრაფად ტრიალებს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ამ დროს მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს. პირველი – სპეციალურ ხელსაწყოებს, რომლებიც ძრავაში ნაპერწკლის წარმოქმნას იწვევს, დენი არ მიეწოდება; მეორე – ძრავას არ მიეწოდება ბენზინი, ანუ საწვავის სისტემას აქვს პრობლემა. პირველ შემთხვევაში, თუ ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ „ბაბინას”, „ტრამლიორს” ან კომპიუტერს, დენი არ მიეწოდება. ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ერთ-ერთი ჩიბუხამდე, ანუ ეგრეთ წოდებულ „სვეჩამდე” მიმავალი სადენი უნდა ჩახსნათ. შემდეგ შეგიძლიათ მოხსნათ „სვეჩი”, გასინჯოთ მისი მუშაობა ან სხვა „სვეჩი” იშოვოთ და ძრავას კორპუსზე გვერდულად დაადოთ. საჭიროა, იქ მიიღოთ მინუსი, რათა მოხდეს ნაპერწკლის გადახტომა. ანუ, თუ ძრავას შეუღებავ კორპუსზე „სვეჩა” დაადეთ, რომ მას მინუსი აეღო, დენი მიერთებულია, გასაღებს ატრიალებთ და ნაპერწკალი არ ხტება, ეს ნიშნავს, რომ სადღაც დაკარგულია კონტაქტი – ხდება ის, რაც მეორე მიზეზში ავხსენით: „ტრამლიორს” არ მიეწოდება დენი ან მასში რაღაცაა დაზიანებული, რაც ელექტროობის გარეშე ტოვებს. ანუ, პრობლემა გვაქვს ელექტროობაში. 

– შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნაპერწკალი გადახტეს, მაგრამ ავტომობილი მაინც არ დაიქოქოს?

– ამ დროს ერთმნიშვნელოვნად, საწვავის მიწოდების პრობლემაა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვაგვარად გამოიხატოს. გააჩნია, რა სტილის ავტომობილია. უპირველესად, მაინც მცველი უნდა გადავამოწმოთ, განსაკუთრებით ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში, ანუ უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ, არა კარბურატორიან ავტომობილებს, სადაც თავიდანვე მცველს ვამოწმებთ. ამ ტიპის ავტომობილებში, ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავას აქვს სპეციალური მცველი, რომელიც უზრუნველყოფს წინ, საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი, მაგრამ თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ ან საწვავის მიმწოდებელი ძრავაა დამწვარი, ან ბენზინის ფილტრი – გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილში, ძრავასთან მიმავალ ბენზინის მილს მოხსნით და ატრიალებთ გასაღებს, ისე რომ, წითლები აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ბენზინის მიწოდებას უზრუნველყოფს ბენზინის ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა. თუ ბენზინი არ წამოვიდა, სწორედ საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩახსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი,” ანუ სისტემიდან უკან, ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაშინ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორის” ხელოსანს, რომელიც იოლად გამოასწორებს პრობლემას. თუ ავტომობილი კარბურატორიანია, ანუ ის არ არის ელექტრული სისტემებით აღჭურვილი, მაშინ პრობლების მიზეზის დადგენაც და მისი გამოსწორებაც, ძალიან იოლია. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს „ბენზონასოსი”. მოხსნით იმ მილს, რომელიც კარბურატორისკენ მიმავალია, ნახავთ ბენზინი შედის თუ არა და თუ შედის, მაშინ ამოწმებთ უკან გამომავალ მილს და ის იქნება დაზიანებული. კარბურატორს ოდნავ მიუკაკუნეთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად შეძლებთ პრობლების აღმოფხვრას. 

 

 

скачать dle 11.3