კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა გაცემული ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას აკონტროლებს ლიცენზიის უშუალო გამცემი. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახითა და ფორმით ხორციელდება  ლიცენზიის  მფლობელის მხრიდან  ლიცენზიის გამცემისათვის ანგარიშგება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, იურიდიულად როგორ გადაწყდება საკითხი  იმ შემთხვევაში, როდესაც წლების განმავლობაში არსებობს მოძრავი ნივთის მფლობელობის ფაქტი,  თუმცა, ეს ნივთი მფლობელის საკუთრებაში არ არის. მაინტერესებს, დროთა განმავლობაში თუ მოხდება აღნიშნულ ნივთზე მფლობელის საკუთრების უფლების აღიარება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მასზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, რასაც ეწოდება საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით. ამასთან, მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან, თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.

კითხვა:  შევიძინე საცხოვრებელი ბინა, რომელშიც სრულად გადავიხადე საფასური და დავირეგისტრირე საჯარო რეესტრში. აღნიშნულ ბინაში კვლავ ცხოვრობს ძველი მესაკუთრე და უარს აცხადებს ბინიდან გამოსვლაზე. მივმართე შესაბამის ორგანოებს, მაგრამ უშედეგოდ.  ძველი მესაკუთრის არაკეთილსინდისიერი მოქმედებით მადგება ზიანი. როგორ შეიძლება მოვიქცე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სამოქალაქო სამართალში არსებობს პირის თვითდახმარების უფლება; კერძოდ,  თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან, ამავე მიზნით, შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა, აღკვეთს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, იმოქმედოთ თვითდახმარების ფარგლებში.

скачать dle 11.3