კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის აქვს ფულს იდეური დატვირთვა და რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან მისი ყაირათიანი ხარჯვით

ასტროლოგიურად, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფულზე საკუთარი შეხედულება აქვს. სტატისტიკურად კი, სასწორისა და მორიელის ნიშნების ქვეშ დაბადებულებში მდიდარი და შეძლებული ადამიანები ჭარბობენ. 

ვერძებისთვის ფულს უფრო იდეური დატვირთვა აქვს, ვიდრე მატერიალური. მისი სურვილი, დაიკავოს პირველი ადგილი საზოგადოებაში, ხანდახან ფინანსურ სფეროშიც ვლინდება. მისთვის მთავარია, სხვებზე ღარიბი არ იყოს. ზოგადად, ის შრომისმოყვარეა და საკმაოდ სარფიანი იდეებიც მოსდის თავში, რომელსაც, არცთუ იშვიათად, ფულის მოტანაც შეუძლია. მთავარია,  საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას დიპლომატია და ტაქტი გამოიყენოს, რაც მის სვლას სიმდიდრისკენ კიდევ უფრო ეფექტურსა და ნაყოფიერს გახდის.

კუროს სურს, ჰქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე აქვს – ეს მისი დევიზია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მაქსიმალისტია. იბრძვის, რომ სახლი ნამდვილ სასახლეს დაამსგავსოს. ის ოცნებაშიც არ კარგავს დროს და სიმდიდრის მოსაპოვებლად თავს არ ზოგავს. ახალგაზრდა კუროებს ნაკლებად უმართლებთ ფულში, ასაკში შესვლისას კი უძრავი ქონებისა და ფინანსების მხრივ საწუწუნო არაფერი აქვთ, რასაკვირველია, თუ ახალგაზრდობისას ბევრს იშრომებენ.

ტყუპებისა და ფულის ერთად წარმოდგენა საკმაოდ რთულია. მის ქონებას ყველაზე დიდ ხიფათს ფულის უზომო ფლანგვის სურვილი უქმნის. ბაზრობაზე მოხვედრილი ტყუპები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დადის, ვერაფრით ახერხებს იმის ყიდვას, რაც დილით უნდოდა და ეს გაორების გამო ემართება. მთავარია, მან ფულის დაზოგვა ისწავლოს და არ იყოს მფლანგველი.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სავსე ქისის ჩხრიალი საყვარელ მელოდიას აგონებს. კირჩხიბთა შორის იშვიათად გვხვდება ღარიბი. ის ყოველთვის ცდილობს, იქ მოხვდეს, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. ასევე, ცდილობს, არ დაზოგოს ფული ისეთი საგნების ყიდვისას, რომელიც, შეუძლია, შემდგომში კვლავ სარფიანად გაყიდოს. უყვარს კარგი ცხოვრება, ფულის შოვნა და მისი მიზანმიმართულად ხარჯვა.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა, შესაძლოა, ღარიბმა დაიძინოს და დილით მდიდარმა გაიღვიძოს, თუმცა ეს პირიქითაც ხდება. მას უყვარს ახლობლებისთვის ფულის დახარჯვა, თუმცა, შემოქმედებითი ამბიცია ახალ-ახალი პროექტებისკენ უბიძგებს, რაც გამდიდრების კარგი საშუალებაა. თუ ნეგატიურ თვისებებს დათრგუნავს, მისი გამდიდრების შანსიც გაორმაგდება.

ქალწული სიმდიდრეზე კი არ ოცნებობს, არამედ, ამისთვის მუშაობს და თავს არ ზოგავს. ის ეკონომიურიცაა. თუ ქალწული შეძლებს, ისწავლოს საკუთარი ხასიათისა და ემოციის გაკონტროლება, მაშინ გარშემო მყოფების, კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიერ დაფასებული იქნება, რაც მის ფინანსებზე დადებითად აისახება.

სასწორი არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ მუშაობას, ის ყოველთვის ცდილობს, იშოვოს ფული პარტნიორებთან ერთად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადვილად ახერხებენ კარგი რეპუტაციის მოპოვებას კოლეგებს შორის. მათ აქვთ გამდიდრების შანსი, თუ არ შეუშინდებიან ბარიერებს, რისთვისაც ხშირად უნდა შეიცვალონ იმიჯი.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჭარბობენ. ისინი ყველაზე უფრო მიზანსწრაფულები არიან. მთავარია, კარგად გააცნობიეროს და დაგეგმოს საქმე და მაშინ ის უეჭველად გაიმარჯვებს. ასევე, შეუძლია, მართოს დიდი კომპანიები და კორპორაციები და შეუმცდარი ინტუიციითაც გამოირჩევა.

მშვილდოსანს ფულის ხარჯვა ყოველთვის და ყველგან უნდა; მეორე საკითხია, აქვს თუ არა მას ფინანსები. მისთვის ფულის დაგროვება წარმოუდგენელია, თუმცა, უფულობას იშვიათად უჩივის და შემოსავლის წყაროს ყოველთვის პოულობს. ასაკში შესული მშვილდოსანი ისე ცხოვრობს, როგორც ახალგაზრდობაში იშრომა.

თხის რქისთვის ეგრეთ წოდებული „ოქროს შუალედი” არ არსებობს: ის ან მდიდარია, ან – ღარიბი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ უყვარს აჩქარებული, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება და ეს ეხება ფულის გამომუშავებასაც და ხარჯვასაც. ის არასდროს იმუშავებს იმ საქმეზე, რაც მის რეპუტაციას შელახავს. სამაგიეროდ, გამომუშავებულ თანხას დიდი რუდუნებით შეინახავს და შეეცდება, საკუთარი თავისთვის მყარი გარანტიები შექმნას.

თუ მერწყული ოდესმე გამდიდრდება, ეს მისი გენიალური იდეის დამსახურება იქნება და არა მისი შრომისმოყვარეობის. სასურველია, მან მიზანსწრაფვა, შრომა, ორგანიზებულობა და მოთმინება ისწავლოს – ეს მას მეტ შემოსავალს მოუტანს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფიზიკურ მუშაობას გონებრივი შრომა ურჩევნია. მისგან კარგი ბიზნესმრჩეველი დგება.

თევზები ცდილობენ, არასდროს იწუწუნონ უფულობაზე და ამიტომ ისინი გარშემო მყოფებს მუდამ ფულიანები ჰგონიათ. ამ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია, იოცნებოს და დააჯეროს საკუთარი თავი, რომ მდიდარია, ჰყოფნის ფინანსები და ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სურს, გამდიდრების შანსი მიეცეს, უნდა მოიშოროს ზღვარგადასული ფანტაზია, შეეშვას წარსულზე ფიქრს და შეუდგეს ფაქტების რეალურად აღქმასა და იმ საქმის კეთებას, რითაც ფულს იშოვის.

скачать dle 11.3