კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის ღვარძლიანი „მარტიშკა“ და თბილისელ მაკაკასთან ერთად ლოგინში მონებივრე ეჟოვის კომპრომატები

1936 წლის დასაწყისში სტალინმა ნიკოლაი ეჟოვი დააწინაურა, „ცეკაში“ შეიყვანა და პარტიული კონტროლის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. შემოდგომაზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად გაამწესა ჰენრიხ იაგოდას ნაცვლად. ეჟოვი, რომელსაც სერგო ორჯონიკიძემ „მარტიშკა“ შეარქვა (ეჟოვი დაბალი, გამხდარი კაცი იყო და მოძრაობებით მაიმუნს  ჰგავდა) ისევე, როგორც დიდი ბელადის გარემოცვის უკლებლივ ყველა წევრი, ენერგიულობით გამოირჩეოდა. ის დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას. ეჟოვმა 1937-1938 წელს „დიდი წმენდა“ კანცელარიულად შეამზადა და სწორედ მის კაბინეტში იწერებოდა არასაიმედოთა გრძელი სიები, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად სტალინთან უნდა შესულიყო. ეჟოვმა პატიოსნად, მიუკერძოებლად იმუშავა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, სამსახურებრივ მოვალეობას პირადი ინტერესებიც დაამთხვია და ეგრეთ წოდებულ შავ სიებში თავისი პირადი მტრებიც შეიყვანა. ისინი ჯერ პარტიიდან გარიცხეს, შემდეგ კი დახვრიტეს. „მარტიშკა“ ეჟოვი ღვარძლიანი, ბოღმიანი და გულბოროტი ადამიანი აღმოჩნდა. ყველას სათითაოდ გაუხსენა, თუკი სადმე, ვინმესგან წკიპურტიც კი მოხვედრია.  განსაკუთრებული ანგარიში ეჟოვს საქართველოს პარტიული აპარატის ზოგიერთ მუშაკთანაც ჰქონია, რომლისგანაც არათუ მცირედი წყენა, შეურაცხყოფაც კი ახსოვდა და სამაგიეროს გადახდაც მოინდომა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან ყველა მათგანი ლავრენტი ბერიას „პროტეჟე“ აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 20-იანი წლების მიწურულს, სამხედრო კოლეგიის მიერ თბილისში მივლინებული ახალგაზრდა ეჟოვი, რომელსაც საქართველოს „ჩეკას“ ინსპექტირება უნდა ჩაეტარებინა, ძალიან უსიამოვნო, დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდა. თბილისში ერთობ გაბღენძილი კი ჩამოვიდა, მაგრამ მოსკოვში თაგვივით გაიპარა, შერცხვენილი და თავლაფდასხმული. იმ დროს საქართველოს „ჩეკას“ საგანგებო ოპერატიულ განყოფილებას ლავრენტი ბერია უძღვებოდა, ხოლო ბაღჩო ქობულოვი მისი თანაშემწე და მოადგილე გახლდათ. თანაც, უფროსის დიდი ნდობით სარგებლობდა. ეჟოვმა რომ უწყების შემოწმება დაიწყო, ბერიას უამრავი გადაუდებელი ოპერატიული სამუშაო გამოუჩნდა და მოსკოველ სტუმარს სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო. ეს საქმე ქობულოვს დაევალა. ეჟოვი ამ ფაქტმა ძალზე გააღიზიანა და თავისი მისიის შესრულებას გადაჭარბებული გულმოდგინებით შეუდგა. ბოლომდე ამოწმებდა თითოეულ წვრილმანს და რომ ვერაფერი აღმოაჩინა დასაწუნი, დაიჩემა, საქართველოს „ჩეკაში“ შეგნებულადაა უგულებელყოფილი რუსი ეროვნების კადრები და ეს ორგანოები 95 პროცენტით ქართველებითაა დაკომპლექტებულიო. აქ თითქოს საშარო არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეჟოვმა ამ წერილებით დასკვნას ზეპირი ნაბოდვარიც მიაბა და განაცხადა, ვითომდა საქართველოში „ნაციონალ-უკლონისტურ“ ტენდენციებს აქვს ადგილიო, რაც იმ პერიოდისთვის უკვე უმძიმეს ბრალდებას წარმოადგენდა. იმ მივლინების დროს ეჟოვი არანაირ სიამოვნებასა თუ გართობას არ იკლებდა. თუმცა, ამ „ორგიებში“ არანაირ მონაწილეობას არ იღებდნენ ოფიციალური მასპინძლები და მათი მისია სამუშაო საათების დასრულებისთანავე იწურებოდა. ეჟოვი  პარტიულ ფუნქციონერთათვის განკუთვნილ სპეციალურ სასტუმროში ცხოვრობდა და თბილისში საეჭვო ნაცნობობაც კი გაიჩინა. იმ პერიოდში რუსთაველის გამზირზე უამრავი დუქან-რესტორანი იყო და ეჟოვი თითქმის ყველას ესტუმრა. ერთ-ერთი ასეთი „დაწესებულების“ მასპინძელს სტუმრების გასართობად გაწვრთნილი, პატარა მაიმუნი – მაკაკა ჰყავდა. ეჟოვიც სწორედ იქ ილხენდა ხოლმე ნაცნობ-მეგობრებთან ერთად „წაქცევამდე“. ერთ დღეს, როდესაც ეჟოვის უარყოფითი დასკვნა უკვე მზად იყო, ცენტრიდან გამოგზავნილი რევიზორი გაქრა, სამუშაოზე არ გამოცხადდა. მას ჯერ სასტუმროში მოიკითხეს, შემდეგ დუქნებში და ბოლოს ერთ ახალშეძენილი მეგობრის, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შულერის, ვინმე ტრიფონ ბარატაევის ბინაში აღმოაჩინეს მძინარე, დუქნის პატარა მაიმუნთან ჩახუტებული... ბერია პირადად ეწვია ეჟოვს, „ნაზად“ შეაღვიძა და როცა „საპახმელიო“ გადაჰკრა, მიმოიხედა და გონს მოეგო, თავისი წარმოდგენა „ნაციონალ-უკლონისტთა“ მიმართ საბოლოოდ შეცვალა. იმავე საღამოს ის მოსკოვის გზას კი დაადგა, მაგრამ მასპინძლების ბოღმა გულში ჩაიდო... როცა ქვეყნის მასშტაბით პარტიული წმენდის ჩატარება დაევალა, სწორედ მაშინ დააპირა სამაგიეროს გადახდა და საქართველოში პარტიიდან გასარიცხთა სიაც ბაღჩო ქობულოვით დაიწყო (ბერიას ეჟოვი ვერ შეეხებოდა, რადგან იცოდა, მას პირადად სტალინი მფარველობდა), თუმცა აქაც ხელი მოეცარა, რადგან ბერიას ისევ ეჟოვის უახლოესი გარემოცვიდან დროულად მიაწოდეს სია. ამ ეპიზოდს ბაღჩოს ძმა, ამაიაკ ქობულოვი ასე იხსენებდა: „მე და ვალოდია (დეკანოზოვი) ლავრენტი პავლოვიჩმა თავის კაბინეტში გამოგვიძახა (ეს ამბავი 1936 წლის გაზაფხულზე, მაისში ხდება), სადაც უკვე ჩემი ძმა ბაღჩოც იმყოფებოდა. მან გვანიშნა, დასხედითო და დაიწყო: იმ „მარტიშკას“ მწერლობა დაუწყია და „პატრონთან“ გაბეზღებთ“. მერე ბაღჩოს თეთრი ფურცელი მიაწოდა, რომელზეც ორმოცდაათკაციანი სია იყო ჩამოწერილი. მეათე ვალოდია ეწერა, ხოლო ბაღჩო და მე, 49-ე და 50-ედ ჩავუჯღაბნივართ. მივხვდით, რომ პარტიიდან გასარიცხთა სიაში მოვხედით და მიზეზიც კარგად გვახსოვდა. „ეტყობა, ეგ „მარტიშკა“ ფიქრობს, – დაიწყო ლავრენტი პავლოვიჩმა, – რომ მაგის მაიმუნობები წარსულს ჩაბარდა და არვის ახსოვს. ეს სია პარხომენკომ (პარხომენკო ეჟოვის თანაშემწე, მისი დიდი ნდობით სარგებლობდა. სინამდვილეში კი, ბერიას აგენტი იყო, რადგან მამათმავლობაში ჰყავდა გამოჭერილი) გამომიგზავნა და მისივე მეშვეობით გავუგზავნე მაიმუნს ეს ამანათი“. დეკანოზოვმა კონვერტის შიგთავსი ამოიღო, მაგიდაზე დაალაგა და თვალიერება დავიწყეთ. 15 ფოტოსურათზე ეჟოვი და მაიმუნი იყო აღბეჭდილი ლოგინში. ერთი სიტყვით, იმავე პარხომენკომ მეორე დღესვე შეგვატყობინა, რომ ეჟოვს სია დაუწვავს და დიდი ბელადისთვის აღარ შეუტანია“.

ბერიასთან მარცხის მიუხედავად, ეჟოვმა საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას და 1937-1938 წლების დაპატიმრებები შეამზადა. დასკვნით თათბირზე, რომელსაც პოლიტბიუროს მხოლოდ რამდენიმე, სტალინთან დაახლოებული პირი ესწრებოდა, ბელადმა ეჟოვის მუშაობა ასე შეაფასა: „ამხანაგმა ეჟოვმა, იაგოდასგან განსხვავებით (იაგოდაც იქვე კუთხეში იჯდა), წარმატებით ჩაატარა ფსევდოკომუნისტთა გამოაშკარავების სამუშაო და სრულიად იმსახურებს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა დაიკავოს“. იაგოდა თავჩაღუნული უსმენდა სტალინს, გაფითრებული იყო და მძიმედ სუნთქავდა. იმავე საღამოს, სტალინმა იაგოდას გათავისუფლებას და ეჟოვის დანიშვნას ერთდროულად მოაწერა ხელი. სულ მცირე ხანში კი, იაგოდა ეჟოვის ქსელში გაება და დააპატიმრეს. აღნიშნულ პერიოდში სტალინის ერთ-ერთ ყველაზე ახლობელ თანამებრძოლად ლაზარ კაგანოვიჩი მოიაზრებოდა, რომელიც ლამის მის მემკვიდრედაც კი ითვლებოდა. თუმცა, სტალინისა და კაგანოვიჩის ურთიერთობები უეცრად „გაცივდა“. საქმე ისაა, რომ დიდმა ბელადმა ეჟოვთან ერთად, ხრუშჩოვი და მალენკოვიც დააწინაურა. ამ ფაქტმა კაგანოვიჩის უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რამაც ეჟოვი და კომპანია გაათამამა და ისინიც რადიკალურად დაუპირისპირდნენ ჯერ კიდევ ძალიან ძლიერსა და თვითდაჯერებულ ლაზარ მოისეევიჩს. როდესაც ეჟოვი მომავალი დიდი წმენდის ნიადაგს ამზადებდა, პარალელურად დაწვრილებით „დოსიეებს“ აგროვებდა პარტიულ ფუნქციონერებზე. ასეთი დოსიე კაგანოვიჩზეც იყო შედგენილი, რომლის ასლებიც კაგანოვიჩის ხელში აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ასლები ბერიამ იმავე პარხომენკოს ხელით მოიპოვა და კაგანოვიჩს შეუცურა. კაგანოვიჩი მართლაც ძალიან უხეში, პირდაპირი და გაუთლელი პიროვნება იყო. მან სტალინისა და ბერიას, მოგვიანებით კი ჟუკოვის გარდა, ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფა შეეძლო. მან, პოლიტბიუროს ერთ-ერთი სხდომის დაწყებამდე, სანამ სხდომის მონაწილეები ჰოლში იცდიდნენ, პატარა სკანდალი მოაწყო. ჯერ კიდევ ახალ პოსტზე დანიშვნამდე, ეჟოვი ჰოლში საკმაოდ მედიდური გამომეტყველებით, გაბღენძილი შევიდა. ოდნავ დაუკრა თავი იქ შეკრებილებს და მოპირდაპირე სავარძლისკენ დინჯად გაემართა, თუმცა უეცრად წაბორძიკდა და იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე გაიშხლართა. გაოგნებულმა ეჟოვმა თავი რომ ასწია, დაინახა კაგანოვიჩი, რომელმაც „კვანტი“ დაუდო „მარტიშკას“ და მრისხანე სახით დასჩერებოდა მას. პოლიტბიუროს წევრები გაინაბნენ: „– აბა, თქვი, ვინ ეწინააღმდეგება სტალინის მოსაზრებებს?“ – ჩაიქირქილა ლაზარმა და თვალები ისე დააკვესა, იფიქრებდით, ეს-ესაა ბუდეებიდან გადმოუცვივდებაო. ეჟოვი უცებ მოეგო გონს, დინჯად წამოდგა, თან ცდილობდა, ღირსეული გამოჩენილიყო და ასევე, დინჯად დააპირა სავარძლისკენ გზის გაგრძელება, თუმცა კაგანოვიჩმა კვლავ შეაჩერა. ამჯერად ლაზარ მოისეევიჩს ორივე ხელი ყელში წაეჭირა, ანჯღრევდა და ეუბნებოდა: „შე ჭიაყელა, შენა, დიდი ხანია, მიწიდან ამოძვერი...“  თან, ნელ-ნელა ჰაერში სწევდა. პოლიტბიუროს წევრებიდან არავინ დაძრულა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეჟოვმა ენა გადმოაგდო და ახროტინდა, თავად კაგანოვიჩმა შეუშვა ხელები და თითქმის ერთ მეტრზე ჰაერში აწეული „მარტიშკა“ ძირს, უგონოდ დაენარცხა. ამის შემდეგ კი დაფაცურდნენ იქ შეკრებილები და ეჟოვის მოსულიერება დაიწყეს. ყველა ერთ წრედ შექუჩდა. ამ დროს პოსკრებიშევიც გამოჩნდა, რათა პოლიტბიუროს წევრები სხდომათა დარბაზში მიეწვია. თუმცა, თვითონაც ეჟოვის მოსულიერებას შეუდგა. კაგანოვიჩი ამ სანახაობას თვალყურს საკმაოდ აუღელვებლად ადევნებდა, მშველელთაგან კი აზრადაც არავის მოსვლია, ექიმისთვის დაეძახა. „რა ფუსფუსია?“ – გაისმა უცებ ნაცნობი ხმა და სტალინის დანახვაზე ყველა გაისუსა. დიდმა ბელადმა წამის მეასედში შეაფასა სიტუაცია, ჯერ აუღელვებელ კაგანოვიჩს შეხედა, შემდეგ აღელვებულ „მშველელებს“, მერე გულწასულ ეჟოვზე გადაიტანა მზერა და ჩაილაპარაკა: „ნიშადურია საჭირო, ჯობია, ექიმს დაუძახოთ!“ შემდეგ კვლავ კაგანოვიჩს შეხედა, თავი გააქნია და სხდომათა დარბაზში შევიდა... მოგვიანებით, ეს ინციდენტი სტალინის ბინაში მწვავე გარჩევის საგანი გახდა, სადაც მან ორივე დაპირისპირებული მხარე მოიწვია. „ლაზარ მოისეევიჩ, ძალა რომ გერჩის, კარგია, მაგრამ ეს ტემპერამენტი ბოლომდე რკინიგზაში ჩადე (მაშინ კაგანოვიჩი რკინიგზის სახალხო კომისარი იყო), ხოლო შენ კი, – ახლა უკვე ეჟოვის მისამართით გაისმა სტალინის ხმა, – შენ კი, ეგ შენი საიდუმლო „ესეები“ უფრო საიმედოდ უნდა გქონდეს შენახული“.

იქვე, მან ეჟოვს დაავალა, სასწრაფოდ გაერკვია, როგორ მოხვდა ეს ქაღალდები კაგანოვიჩთან, დამნაშავე კი დაესაჯა. ეჟოვი ბევრს ეცადა, მაგრამ „მოღალატეს“ ვერ მიაგნო. პარხომენკოს კი იმდენად ენდობოდა, რომ მასზე არც კი აუღია ეჭვი. ეს ეპიზოდი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სტალინის ერთგულ თანამებროძლებს შორის ფარული და აშკარა ბრძოლა მიმდინარეობდა. მასში კი ხან ერთი აღწევდა წარმატებას, ხან – მეორე და ასე შემდეგ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ საქმეში ყველაზე დიდ წარმატებას მაინც ლავრენტი ბერიამ მიაღწია, რადგან დანარჩენი პოლიტბიუროს დათრგუნვა-დამორჩილება და ერთმანეთზე წაკიდება შეძლო, თვითონ კი სტალინის უდიდესი ნდობა მოიპოვა. თამამად ვაცხადებ, რომ თუმცა 1936 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, 2 წლის განმავლობაში ეჟოვი ედგა სათავეში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, ამ უწყების ფაქტობრივი გამგებელი თანდათანობით, ჯერ კიდევ ეჟოვის მოადგილედ დანიშვნამდე, თავად ლავრენტი ბერია გახლდათ. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მათი 75 პროცენტი, რომლებიც ეჟოვის მმართველობის პერიოდში ამ უწყების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნენ, ბერიას უერთგულესი ხალხი იყო და გასაკვირი სულაც არ არის, რომ როდესაც ბერიამ ეს კომისარიატი ჩაიბარა, მისი ეფექტურობა და ქმედითუნარიანობა გაორმაგდა. მრავალი საქმე, რომელსაც ეჟოვი საკუთარ თავზე იწერდა, ფაქტობრივად, ბერიას მოფიქრებული იყო. 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწარების მიხედვით 

 

скачать dle 11.3