კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბალანსებული დიეტა

ჩამოთვლილი პროდუქტები უნდა გადანაწილდეს მთელ დღეზე, დროის განუსაზღვრელად, მაგრამ, ცვლილებებისა და დამატებების გარეშე.

ორშაბათი

4 პატარა ნაჭერი უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული საქონლის ხორცი, ერთი მეოთხედი მოხარშული ქათამი, 2 ცალი პომიდორი, 4 ცალი (საშუალო ზომის) კიტრი, 1 ქილა თევზი თინუსი („ტუნეცი“) – უზეთოდ, 1 ნაჭერი ტოსტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

სამშაბათი

4 პატარა ნაჭერი უცხიმოდ შემწვარი ხორცი, 2 ცალი პომიდორი, 4 ცალი კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტი, 1 ცალი ვაშლი, 1 ნაჭერი ნესვი ან 1 ნაჭერი საზამთრო; 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ოთხშაბათი

1 სადილის კოვზი ხაჭო ან უცხიმო თეთრი ყველი, ერთი პატარა თეფში მოხარშული ბოსტნეული, 2 ცალი პომიდორი და 2 ცალი კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ხუთშაბათი

2 საშუალო ზომის ნაჭერი მოხარშული თევზი, ცოცხალი, ბოსტნეულის სალათა, 200 გრამი უცხიმო ყველი, 1 ნაჭერი ტოსტი, 2 ცალი ვაშლი, 2 ცალი ატამი, 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი.

პარასკევი

2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი კიტრი და 2 ცალი პომიდორი, 2 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

შაბათი

2 ნაჭერი მოხარშული ქათმის მკერდის ფილე, 130 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ნაჭერი ტოსტი, 2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

კვირა

1 კოვზი ხაჭო, 1 ქილა თინუსი (თევზი), ერთი პატარა თეფში მოხარშული ბოსტნეული, 3 ცალი პომიდორი, 2 ცალი კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

 

მნიშვნელოვანი მითითებები:

1) დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

2) ბოსტნეული მოხარშეთ წყალში, ბულიონის დამატების გარეშე, მაგრამ, შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტა მარილი, წიწაკა, სუნელები, ხახვი ან ნიორი.

3) საკვებში არ შეიძლება არანაირი ცხიმის დამატება.

4) დღის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ 1 ჩაის ჭიქა მინერალური გაზგასული სასმელი (ნებისმიერ დროს), ასევე, 1-2 ჭიქა დიეტური გაზიანი სასმელიც.

5) უშაქრო ჩაი ან ყავა, ნებისმიერ დროს, რძის გარეშე.

6) შიმშილის შეგრძნებისას, შეგიძლიათ, შეჭამოთ კიტრი ან სტაფილო, მაგრამ, ბოლო ჭამიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ.

7) აუცილებლად დაიცავით რეჟიმის თანმიმდევრობა მითითებული პროდუქტებით და არ შეცვალოთ ვახშამი სადილით ან პირიქით.

8) ყოველ დილით, უზმოზე, ტუალეტის შემდეგ, აიწონეთ ციფრულ სასწორზე.

9) თუ რომელიმე საფეხურზე შეგიჩერდათ წონაში დაკლება, აუცილებლად დაუბრუნდით დიეტის საწყის ეტაპს. იგივე გააკეთეთ იმ შემთხვევაში, თუ რამე აგერიათ.

10) სასურველია დიეტის დროს ვარჯიში, თუნდაც სახლის პირობებში; ასევე, კარგია საღამოობით ფეხით სეირნობა.

11) დიეტის დასრულების შემდეგ, ყოველი ჭამისას, დაგეუფლებათ კუჭის სწრაფად ავსების შეგრძნება, მაშინაც კი, თუ ცოტა მიირთვით. ეს დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ თქვენი წონა შემდეგ თვეებშიც, თუკი ზომიერად მიიღებთ კალორიულ საკვებსა და შაქარს.

12) თუ საჭიროდ ჩათვლით დიეტის გაგრძელებას, ორ-ორჯერ გაიმეორეთ პირველი და მეოთხე კვირები. 

скачать dle 11.3