კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაჰმუდ აბასი – პალესტინელი ლიდერი და პრეზიდენტი

2013 წლის 5 მარტიდან, ანუ, ზუსტად ერთი წელია, რაც პალესტინას ჰყავს ოფიციალური პრეზიდენტი, რომლის სახელია მაჰმუდ აბასი,  პარტიული მეტსახელი კი – „აბუ მაზენი”. აბასი მოძრაობა „ფათხის” თავმჯდომარე და   მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში არსებული სახელმწიფოს მეთაურია.

* მაჰმუდ აბასი დაიბადა 1935 წლის 26 მარტს, ქალაქ ცფატში. 1947-49 წლების არაბეთ-ისრაელის ომის პერიოდში მისი ოჯახი სირიაში გადასახლდა. მაჰმუდ აბასს დამთავრებული აქვს დამასკოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოსკოვის, პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1982 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში. ინსტიტუტის დირექტორის, ევგენი პრიმაკოვის განკარგულებით, აბასის ნაშრომის ხელმძღვანელი გახლდათ პალესტინის ისტორიის სპეციალისტი ვ. კისილიოვი, ხოლო თემის სახელწოდება იყო „ნაციზმსა და სიონიზმს შორის არსებული საიდუმლო კავშირი.“ აღსანიშნავია, რომ სადისერტაციო თემაში გამოყენებული მასალის ზოგიერთი წყარო ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფდა. მოგვიანებით, ებრაულ გაზეთ „ჰაარეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აბასი უარყოფდა მის მიერ ჰოლოკოსტის არარსებობის შესახებ გამოთქმულ თეორიას; მისი თქმით, მის თემაში საუბარი იყო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ადამიანების ზუსტი ციფრის დადგენაზე, ხოლო ჰოლოკოსტის უარყოფა მისი მხრიდან აბსურდულია, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში.

* მაჰმუდ აბასი მონაწილეობდა „პალესტინის ნაციონალური გათავისუფლების მოძრაობის” შექმნაში. არსებობს ვერსია, რომ იგი მონაწილეობდა მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიადის დროს მომხდარი ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. კერძოდ, ტერორისტ აბუ დაუდის (რომლის დაგეგმილიც იყო მიუნჰენის ოლიმპიადაზე ებრაელი სპორტსმენების ლიკვიდირება)  მტკიცებით, ოპერაციის მომზადება მაჰმუდ აბასის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა, ამ უკანასკნელმა არ იცოდა, კონკრეტულად რაში დაიხარჯა ფული.

*  „ქვედანაყოფი-17” სამხედრო დაჯგუფებაა, სადაც 3 500-მდე მებრძოლია გაერთიანებული. დაჯგუფება პალესტინელი ლიდერების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ეს არის პალესტინის ადმინისტრაციის ყველაზე კარგად ორგანიზებული და ელიტური  მებრძოლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მაჰმუდ აბასს ექვემდებარება. „ქვედანაყოფი-17” ჯერ კიდევ 70-იან წლებში ლეგენდარული პალესტინელი მებრძოლის, ალი ჰასან სალამის მიერ ჩამოყალიბდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იასირ არაფატის დასაყრდენ ძალად ითვლებოდა. ამბობენ, რომ დაჯგუფების მებრძოლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული ათეულობით ტერორისტულ აქტში, რომელთა ორგანიზების უმტესებობა მოგვიანებით საკუთარ თავზე აიღეს „ჰამასმა” და „ისლამურმა ჯიჰადმა.” 

 

скачать dle 11.3