კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გადახდა თავს ციმბირში გადასახლებულ ეპისკოპოსს, შემდგომში პატრიარქ ეფრემ მეორეს

ამ ამბავს ეპისკოპოსი ეფრემი უყვება თავის ბავშვობის მეგობარს, გორის სასულიერო სასწავლებლის თანაკურსელს – მიხეილ დედაბრიშვილს: „ტაიგაში გამოგვიცხადეს, რომ უნდა მოვჭრათ ხეები, გავასუფთაოთ, დავხერხოთ და ავაშენოთ სახლები, სადაც იცხოვრებთო.

უკვე ყინავდა, გახურდა მუშაობა. ჩვენებური გლეხები, ჩემთან შედარებით ახალგაზრდები, ხის მოჭრისა და ტოტებისგან გა თავისუფლების დღიურ ნორმას დიდი გადაჭარბებით ასრულებდნენ და პურის ულუფას ყოველთვის მიყოფდნენ. მეც შეძლებისამებრ ვშრომობდი, მაგრამ ჩემი სუსტი ჯანმრთელობით თითქმის ვერაფერს გამოვდიოდი. უეჭველად შიმშილით სული გამძვრებოდა, ჩვენებურ ბიჭებს რომ არ ეჭმიათ.

ბოლოს რომ ნახა ლაგერის უფროსმა, ჩემგან არაფერი გამოდიოდა – არა, არ ვზარმაცობდი, სუსტი და არაჯანმრთელი, აბა, როგორ მოვახერხებდი უზარმაზარი ხეების მოჭრას, მით უმეტეს, დიდი ტოტების გასხვლას, ადგა და ფეხსალაგების დაწმენდა დამავალა, რასაც გადასახლების უკანასკნელ დღემდე ვასრულებდი.

ცხადია, გადასახლების დღიდან ყოველ თავისუფალ დროს ვიყენებდი განცხადება-თხოვნის საწერად. ვის არ ვწერდი – სტალინს, ვოროშილოვს (მაშინ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს), რუსეთის პატრიარქს – ყველა თხოვნაში დაწვრილებით ვყვებოდი ჩემს უდანაშაულობაზე და ვევედრებოდი ჩემს გათავისუფლებას. გადიოდა წლები და არ ვყრიდი ფარ-ხმალს – კიდევ და კიდევ ვწერდი თხოვნას და ვედრებას... და აი, გადასახლებიდან მეშვიდე წელს, მოვიდა ბრძანება ჩემს გათავისუფლებაზე – როგორც შემდეგ გავიგე, სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსის შუამდგომლობითა და თხოვნით გამათავისუფლეს. თურმე, ბრძანება ჩემს გათავისუფლებაზე ისეთ დროს მოვიდა, როცა  ჭაობში დიდი ხნით დგომით, საერთო სინოტივისა თუ სხვა კლიმატური პირობების გამო, მთელი ტანი და მეტადრე ფეხები, რუმბივით მქონდა დასიებული, ვიწექი – გული მიწუხდებოდა.

ლაგერის უფროსმა გადაჭრით მომთხოვა ლაგერის დატოვება და მომცა სათანადო ცნობა. მე კატეგორიული უარი განვაცხადე ლაგერის დატოვებაზე, ვთხოვე, ადგილზე დავეტოვებინე, რადგან სიკვდილს ვებრძოდი და მოეცა საშუალება, მოვმკვდარიყავი.

– არა და არაო, ბრძანება უნდა შესრულდესო. გამიყვანეს და ერთ უზარმაზარ ცხენში შებმულ მარხილზე, ძველ ფარაჯადაგებულ თივაზე დამაწვინეს. მარხილი იმ ცხენივით უზარმაზარ ქურქში გახვეულმა დედაკაცმა დაძრა და დავტოვეთ ლაგერი.

ლაგერიდან ოცი კილომეტრის დაშორებით ერთ-ერთ რუსულ, ციმბირულ სოფელში ჩემმა ჩამომყვანმა ცხენი შეაჩერა და მითხრა:

– მე ბრძანება მაქვს, აქამდე მოგიყვანოთ. ახლა მითხარით, სად მიგიყვანოთო.

 მიმოვიხედე და შევნიშნე შორიახლოს ეკლესია და ვთხოვე გამყოლს, ეკლესიაში წამიყვანე, ეპისკოპოსი ვარ-მეთქი.

ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა. მომხვია ხელი და ეკლესიის კართან ჩემი ნაგლეჯი ფარაჯიანად დამასვენა. ერთი დამაცქერდა მოკუნტულ კაცს, გაიძრო „შუბა“ და დამაფარა. თვითონ პალტოს ამარა შეუტია ცხენს და გაქუსლეს. მე დიდხანს ვიწექი ეკლესიის დერეფანში. მციოდა, გავითოშე, ავხედე ეკლესიას და კარზე ღვთისმშობლის ხატი იყო გაკრული. შევხედე და შევევედრე ხატს:

– ღვთისმშობელო მარიამ, საქართველო შენი ხვედრია, მიშველე მის შვილს-მეთქი და წამსკდა ტირილი.

გავხედე და ჰოი, საოცრებავ, მოდის მღვდელი, ჩემი კარგად ნაცნობი, თბილისში წმიდა იოანეს ეკლესიის მღვდელი და ამჟამად გადასახლებაში მყოფი. როგორც შემდეგ გავიგე, გადასახლებაში ამ სოფლის მღვდლად დაუწყია მღვდელმსახურება. მომიახლოვდა, მე შევკნავლე: „Îòåö გჭñèëèé, ýòî âû?“ 

მან პირჯვარი გადაიწერა, „შუბა“ ამხადა და მიცნო: „გჭøå ოðåîñâÿùåíñòâî ცôðåì?!“ – გაკვირვებით წამოიძახა და გაშეშდა. მალე გონს მოვიდა, დაუძახა ხალხს და ხელში აყვანილი წამიყვანეს მღვდლის სახლში.

იქ მთელი ორი თვე დავყავი – მღვდლის ოჯახობა ისე მივლიდა და მწამლობდა, რომ ორ თვეში ფეხზე დამაყენეს.

ჩემთან გამოცხადდა ჩეკისტი, ოლქში რწმუნებული, ზრდილობიანად მომესალმა და მითხრა:

– მთელი ამ ორი თვის განმავლობაში თვალყურს გადევნებდით და შეძლებისდაგვარად, გეხმარებით მედიკამენტებით. ახლა კარგად ხართ და უნდა წახვიდეთ დანიშნულებისამებრო.

დანიშნულება კი ჩემი სამშობლო, საქართველო იყო.

ჩეკისტი გამომყვა უახლოეს რკინიგზის სადგურამდე, 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე და იქ ჩამაბარა დამხვედრ ჩეკისტს – ასე გადაბარებით ჩამოვედი თბილისში.

скачать dle 11.3