კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ხსნის გზაზე დაბრუნებული გონებადაბნეული მონაზონი

წმიდა ბენედიქტეს დაარსებულ მონასტერთაგან ერთ-ერთში ცხოვრობდა მონაზონი, რომელსაც წირვაზე დგომა უჭირდა. როგორც კი ძმები ლოცვას იწყებდნენ, ის ტაძრიდან გამოდიოდა და გონებადაბნეული რაიმე მიწიერი და ამაო საქმის კეთებას იწყებდა. მონასტრის წინამძღვარმა არაერთხელ გააფრთხილა იგი, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ბოლოს ეს ძმა ბენედიქტესთან წაიყვანა. ღვთის მონამ მკაცრად გაკიცხა ძმა უგუნურებისთვის. მონასტერში დაბრუნების შემდეგ მან მხოლოდ ორი დღე გაძლო მორჩილებაში და ისევ ძველებურად განაგრძო. მონასტრის წინამძღვარმა კვლავ შესჩივლა წმიდა ბენედიქტეს ამ მონაზვნის გამო, პასუხად კი მიიღო: „მე თვითონ მივალ და ვუშველი“. მართლაც, დათქმულ დროს მონასტერში მივიდა. ფსალმუნთა გალობის შემდეგ ლოცვის დრო იყო. წმიდა კაცმა დაინახა: მონაზონს, რომელიც სხვებთან ერთად ლოცვაზე ვერ ჩერდებოდა, ვიღაც შავი ბიჭი ჩაფრენოდა სამოსის კალთაზე და მისი ტაძრიდან გაყვანას ცდილობდა. წმიდა ბენედიქტემ ამის შესახებ მონასტრის წინამძღვარ პომპეანსა და ღვთისმსახურ მავრს უთხრა, მაგრამ მათ ვერაფერი დაინახეს. ამიტომ, გადაწყვიტეს, ელოცათ, რათა მათაც დაენახათ ის, ვის ნებაზეც დადიოდა ეს ძმა. ორდღიანი ლოცვის შემდეგ, მავრმაც შეძლო ბიჭის დანახვა. მეორე დღეს, დასრულდა თუ არა ლოცვა, ღვთის კაცმა განმარტოებით მყოფი მონაზონი მოძებნა და გულის სიბრმავისთვის ჯოხი დაარტყა. იმ დღის შემდეგ მონაზონს რაიმე ცდუნება აღარ განუცდია, არამედ გაუნძრევლად იდგა ლოცვისას. უძველესი მტერი ვეღარ ბედავდა, მისი გულის სიტყვებს დაპატრონებოდა, თითქოს თავად მას მოხვედროდა წმიდა მამის ჯოხი.

„გადადებული საქმე ეშმაკისაა“

მამა ქრისტეფორე გვიამბობს: „ერთხელ მონასტრიდან ჯვრის თაყვანსაცემად იერუსალიმში წავედი. როდესაც ჯვარს ვემთხვიე და ეკლესიიდან გამოსვლას ვაპირებდი, კარს იქით უცნობი ბერი დავინახე, იდგა და არც შიგნით შემოდიოდა და არც გარეთ გადიოდა. უცბად შევამჩნიე, რომ ბერს თავზე ორი ყორანი დასტრიალებდა. ისინი პირდაპირ სახეში სცემდნენ მას და ტაძარში შემოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ; მივხვდი, რომ ეს ყორნები ეშმაკები იყვნენ და ბერს ვკითხე: „ძმაო, რატომ არ შემოდიხარ ტაძარში?“ „შემინდე, მამაო,” – მიპასუხა მან, – „ორი გულის სიტყვა მებრძვის, ერთი მეუბნება: შედი და ემთხვიე წმიდა ჯვარს, მეორე შთამაგონებს: არ შეხვიდე, გაბრუნდი უკან, სხვა დროს ემთხვევი, ახლა შენი საქმე გააკეთე“. ეს რომ გავიგონე, ძმას ხელი მოვკიდე და ტაძარში შევიყვანე. ყორნები მაშინვე გაფრინდნენ. მე ის წმიდა ჯვართან და საფლავთან მივიყვანე, რათა თაყვანი ეცა მათთვის, შემდეგ კი მშვიდობით გავისტუმრე“.

 

 

скачать dle 11.3