კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გიორგი ქადარია, რომელსაც წლების წინ ქულიომ „რეპის მეფე“ უწოდა, ამავე დროს მსოფლიოში ცნობილ კლუბებში დიჯეობს და Armani Jeans-ის ნომერ პირველი მაღაზიის მენეჯერია

გიორგი ქადარია უკვე რამდენიმე წელია, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს, მშვენიერ მეუღლესთან და 3 წლის ძალიან საყვარელ შვილთან ერთად. გიორგი პროფესიით დრამის მსახიობია, თბილისიდან წასვლამდე ის საქართველოში სხვადასხვა სპექტაკლში, სარეკლამო რგოლებსა და სერიალებში თამაშობდა. დღეს ის ცნობილი კლუბების დიჯეია და არც მეტი არც ნაკლები Armani Jeans-ის ყველაზე დიდი მაღაზიის მენეჯერია. 

 

გიორგი ქადარია: წლების წინ, თბილისში ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვხვდი და გადავწყვიტე, სწავლა პანტომიმაზე გამეგრძელებინა. თითქმის ორწელიწად-ნახევარი ვისწავლე, სპექტაკლებშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ მაინც მინდოდა დრამის ფაკულტეტეზე გადასვლა, განსაკუთრებით, ლილი იოსელიანის ჯგუფში. როდესაც ქალბატონ ლილისთან გასაუბრების შემდეგ გამოვედი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიმიღო და საბოლოოდ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ვთამაშობდი სხვადასხვა სპექტაკლში, ასევე იყო სერიალები, რეკლამები. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმატებები მქონდა. თან, იმავდროულად, დიჯეიც ვიყავი, ვუკრავდი თბილისის სხვადასხვა კლუბში და ამ მხრივაც იყო გარკვეული წარმატებები. მაგრამ, იმდენად ახლოს ჩანდა  ჰორიზონტი, მისკენ მიმავალი გზა კი ისე მოკლე, რომ გადავწყვიტე, ეს გზა უფრო დამეგრძელებინა და წავედი თურქეთში სამუშაოდ. სწორედ თურქეთში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და იქ დაიწყო ჩვენი, თანამედროვე რომეოსა და ჯულიეტას სასიყვარულო ისტორია. რამდენჯერმე თურქეთში შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ უკრაინაში, ბოლოს საქართველოშიც ჩამოვიდა. ამის შემდეგ, უკვე სერიოზულად დაიწყო ყველაფერი. გავაცანი საქართველო, ოჯახი, მეგობრები და საბოლოოდ, ისე წავიდა საქმე,  გადავწყვიტე, მეც ბელგიაში გადავსულიყავი საცხოვრებლად. რადგან ოჯახზე ჩამოვარდა საუბარი, არ შემიძლია, არ აღვნიშნო დედაჩემის – ლალისა და ჩემი დის – სალოს უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩემს აღზრდაში, ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერაში. ყოველთვის ვგრძნობდი, როგორ იყო გაჟღენთილი ჩემი ცხოვრება მათგან მიღებული სიყვარულით და თუ დღეს რამე კარგი ვიცი და შემიძლია, ეს მათი დამსახურებაა. მინდა, მოვუბოდიშო, რომ მათგან ასე შორს ვარ... რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის წარმოშობით დომინიკის რესპუბლიკიდანაა, ეგრეთ წოდებული, მულატკა. ჩემი საოცნებო ქალია, ისეთი, ბავშვობიდან რომ ვოცნებობდი. როგორიც ჩემს წარმოსახვაში მუდმივად იყო და მიხარია, რომ შევხვდით ერთმანეთს. შარშან საქართველოში ჩემი მეუღლეც და შვილიც მართლმადიდებლად მოინათლნენ: მარლი-ილია ქადარია – ასე ჰქვია ჩემს შვილს. მარლი – ბობ მარლი და ილია – ილია მართალი. მინდა, ჩემი შვილი ილია მართალივით მართალი ადამიანი იყოს. სხვათა შორის, მთელი ცხოვრება განსხვავებული ტიპაჟი ვიყავი, არ ვგავდი სხვებს არც ჩაცმის სტილით, არც ვარცხნილობით და არც მისწრაფებებით. ეს, რა თქმა უნდა, იმ დროს გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. მსგავსი რაღაცეები ხშირად მაღიზიანებდა და გარკვეულ პროტესტის გრძნობას იწვევდა. იმ დროს დავიწყე რეპის წერა, როგორც მუსიკის, ასევე ტექსტის. ერთ დღეს თბილისში ქულიო ჩამოვიდა. რამდენიმე ხნით ადრე გავიგე მისი ჩამოსვლის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა კონცერტზე წასვლა, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირდა ბილეთი. მახსოვს, ჩემთვის ბავშურად ვლოცულობდი: მის კონცერტზე მოვხვდე-მეთქი. რამდენიმე საათი იყო კონცერტამდე დარჩენილი, წავედი ფილარმონაში. იმდენი ხალხი იყო, დაცვა, შესვლის შანსი არ არსებობდა. უცებ დავინახე დათო ფორჩხიძე – მას კარგად ვიცნობდი. მანაც დამინახა, მკითხა: აქ რას აკეთებო. შესვლა მინდა და ბილეთი არ მაქვს-მეთქი. ცოტა ხანში გამოვიდა და ბილეთი მომიტანა, უფრო სწორად, მოსაწვევი: აი, ეს შენ ჩემგანო. კონცერტის დროს ქულიომ გამოაცხდა: ვის უნდა სცენაზე ამოვიდეს და გარეპოსო. კაბუ ავიდა, ერთი ბიჭი და მეც ავწიე ამ დროს ხელი. დამინახა და ამიყვანა სცენაზე. საბოლოოდ, მე დავრჩი და ქულიომ გამოაცხადა: შენ რეპის მეფე ხარო. ტელევიზიებთანაც კი გააკეთა ჩემ შესახებ კომენტარი. მოკლედ, მთელი კონცერტი მეც სცენაზე ვიდექი. ბოლო სიმღერაზე მითხრა: ახლა კულისებში გადი, რომ დამთავრდება კონცერტი ჩემთან ერთად წამოდი სასტუმრო „მეტეხშიო“. მაგრამ, დაცვამ აღარ გამიშვა და ვერ გავყევი სასტუმროში. 

– ახლა, ბელგიის თემას დავუბრუნდეთ. როგორ განვითარდა იქ შენი კარიერა?

– ჩამოვედი ბელგიაში, კერძოდ ანტვერპენში და საკმაოდ მალე დავიწყე მუშაობა იტალიური ტანსაცმლის მაღაზიაში Replay. მალევე დამაწინურეს და გავხდი განყოფილების უფროსი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ, სამწუხაროდ, მაღაზია დაკეტეს. მერე მუშაობა დავიწყე მაღაზია Your Premim Store-ში, რომელიც We’re Magazine-მა მსოფლიოში  2013 წლის საუკეთესო მაღაზიად დაასახელა. თუმცა, მე რომ იქ დაივიწყე მუშაობა, სწორედ მაშინ გაიხსნა და შესაბამისად, მის გახსნაში, ამუშავებაში მთლიანად ვიყავი ჩართული. ეს იყო ერთი დიდი მაღაზია, სადაც თითქმის ყველა ბრენდის პროდუქცია იყიდებოდა. მთელ მსოფლიოში აქვთ თავისი ქსელი და აქ იყიდება არა მხოლოდ სამოსი, არამედ მანქანები, ჭაღები, მოკლედ, ყველაფერი. ამ მაღაზიისთვის პარიზში დავდიოდი საყიდლებზე, ახალი კოლექციები ჩამომქონდა, მთლიანად საქმეებში ვიყავი ჩართული. მაღაზიას ჰყავდა მეპატრონე, ერთი მენეჯერი და შემდეგ უკვე მე ვიყავი. შესაბამისად, ძალიან ბევრი საქმე მქონდა, ბევრი ყურადღება სჭირდებოდა. იმ დროს ბავშვი მყავდა, თან საღამოობით ვდიჯეობდი, ამიტომ რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. კარგად მახსოვს, ჩემი შვილი რომ დაიბადა, იმ დღეს ანტვერპენის დიჯეების კონკურსის ფინალისტი ვიყავი, რომელიც მთელი ბელგიის მასშტაბით ტარდებოდა. პირდაპირ სამშობიაროდან წავედი დასაკრავად კლუბში, სამწუხაროდ, მაშინ მესამე ადგილზე გავედი, რადგან ძალიან გამოფიტული ვიყავი ემოციურად. იმ კლუბში მერე ბევრჯერ დავუკარი. მოკლედ, იმ პერიოდში დიჯეობის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, კვირაში სამი-ოთხი დღე ვუკრავდი კლუბებში. დილით სამსახური, ღამე დიჯეობა, ბავშვი, ოჯახი... ამიტომ მაღაზიაში მუშაობას თავი დავანებე. 

– როგორც ვიცი, ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცნობილ კლუბებში უკრავდი, ისეთებში, როგორიც არის Pacha, Ministry of sound. 

– ანტვერპენშიც ვუკრავდი კლუბებში, ასევე დამიკრავს ლონდონში „პაჩაში“ და კიდევ ბევრგან. ბელგიაში ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მივაღწიე – დავუკარი Pacha-ში, Ministry of sound-ში, ვუკრავ კერძო ფართებზე და ნოემბერში კი ჟენევაში ვარ მიწვეული, დიდ ივენთზე, როგორც მთავარი სტუმარი დიჯეი. შარშან „კორონა“ ატარებდა დიჯეების კონკურსს რეგიონული მასშტაბით. მე ამირჩიეს ბელგიიდან და უნდა წავსულიყავი იბიცაზე „პაჩა იბიცაზე“ . სამწუხაროდ, გვიან დამიკავშირდნენ და ზუსტად იმ დღეს, ანუ შაბათს „ლონდონის პაჩაში“ უნდა დამეკრა. შესაბამისად, ორივეგან წასვლას ვერ მოვახერხებდი. ლონდონის პაჩას ვერ მივატოვებდი, რადგან იქ სახელით მივედი და კონკურსის გამო, იმედებს ვერ გავუცრუვებდი მათ. უარი ვთქვი იბიცაზე და წავედი ლონდონში. ზოგადად, კლუბში ასე ხდება: ჯერ არის გახსნა, შემდეგ გახურება, შემდეგ უკრავს სტუმარი დიჯეი და მერე დახურვა. ანუ, ამის მიხედვით იცვლებიან დიჯეები. მე ძირითადად მთავარი სტუმრის მოსვლამდე ვუკრავ, ანუ გახურების დროს. 

– შენ ქმნი კლუბებში ამინდსა და განწყობას.

– ისეთ ამინდს ვქმნი, ცნობილი დიჯეი რომ უკრავს, მე მეუბნებიან: მიდი, რა ისევ შენ დაუკარიო. ლონდონში ისე კარგად წავიდა ამ მხრივ საქმეები, რომ იქ გადავცხოვრდი. ჩემი მეუღლე თავის დროზე ბელგიაში საკმაოდ  ცნობილი სტილისტი იყო, თავისი ბიზნესიც ჰქონდა, მაგრამ ბავშვი რომ გააჩინა, ბიზნესი გაყიდა, ოჯახისა და შვილისთვის უკეთ რომ მიეხედა. მასაც ვკითხე: თუ დაიწყებდა ლონდონში მუშაობას, მაგრამ ზუსტად ამ დროს მომივიდა საინტერესო მეილი: „არმანის“ მამაკაცის ჯინსის ახალი მაღაზია იხსნება ანტვერპენში და თქვენთვის შემოთავაზება გვაქვსო. რა თქმა უნდა, შევხვდი Armani Jeans-ის მსოფლიო მენჯერს, ძალიან წარმატებულად ჩაიარა ჩვენმა საუბარმა. ერთმანეთზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და სამ დღეში მომივიდა პასუხი: ასეთია ჩვენი პირობები, ამდენს გადაგიხდით, ეს შედის თქვენს მოვალეობაში და შეგიძლიათ, მუშაობა დაიწყოთო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს – ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევა იყო. სულ მინდოდა, ჩემი შესაძლებლობების გამომჟღავნება და ამის საშუალება მომეცა. ჩვენი კონტრაქტი შედგა გასული წლის შემოდგომაზე. თან, ეს მაღაზია Armani Jeans-ის ქსელში ყველაზე დიდია. თავისი მნიშვნელობით ნომერ პირველი მაღაზიაა და მე ვარ მისი მენჯერი, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, ყოველგვარი ამბიციების გარეშე. მიწევს ისეთ კომპანიში მუშაობა, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. პირადად ჩემი უფროსი Armani Jeans-ის მსოფლიო მენეჯერია. სხვა მაღაზიებში არ ხდება ასე, ანუ სხვადასხვა საფეხურია და სხვადასხვა მენეჯერს უკავია ცალკეული ადგილი. მე კი პირდაპირ მსოფლიო მენეჯერი მყავს უფროსად და ასე  ვთქვათ, ამით ისინი დიდ ნდობას მიცხადებენ. როდესაც მაღაზია იხსნება, როგორი ცნობილი და წარმატებული ბრენდიც არ უნდა იყოს, დასაწყისში  მაინც უჭირს მუშაობის აწყობა. მე ჩამაბარეს ამხელა მაღაზია და მეც გავამართლე მათი იმედები. მაღაზიის გამო მილანში ჩავდივარ, შეკვეთებს ვაძლევ, რაც ძალიან დიდ თანხებთან, მილიონებთან არის დაკავშირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე მენდობიან. სამსახურის გამო ხშირად მიწევს მილანში ჩასვლა, როგორც შეკვეთებზე, ასევე სხვადასხვა შეხვედრაზე, კომპანიის ივენთებზე. ვიყავი მილანში, „არმანის“ მოდის სახლში – ეს არის საოცარი ადგილი, უზარმაზარი და ულამაზესი ტერიტორიით, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია, რადგან „არმანს“ ძალიან ბევრი ხაზი აქვს. თავის ჩვენებებსა და ფოტოგადაღებებსაც ჯორჯო არმანი ყოველთვის იქ აწყობს. თუმცა, ნებისმიერი სახის გადაღება, თუნდაც მის მაღაზიაში, აკრძალულია. მხოლოდ ჯორჯო არმანის თანხმობის შემთხვევაში აქვთ მისი ექსკლუზიური პროდუქციის გადაღების უფლება. 

– ხომ არ გაიცანი?

– ჯერ არა, ყველაფერი წინ არის. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა მასთან შეხვედრა, არამედ ის, რომ ამ დიდი კომპანიის მნიშვნელოვანი და ღირსეული წევრი ვიყო. 

– თავადაც, ალბათ, სულ „არმანის“ ჯინსები გაცვია.

– მანამდეც მიყვარდა „არმანის“ ჯინსები და ახლა არა მხოლოდ სამსახურში, ისედაც სულ მას ვატარებ. მე „არმანის“ ამ ხაზის სახეს წარმოვადგენ და არ შეიძლება, სხვანაირად იყოს. შესაძლებელია, ახლო მომავალში, ანუ ოქტომბერში, როგორც დიჯეიმ, „არმანის“ მოდის სახლში დავუკრა, ისევე, როგორც მილანში ერთ-ერთ კლუბში. 

– როგორც მსახიობი აღარ მუშაობ?

– 2011 წელს ვითამაშე ჰოლანდიაში მოკლემეტრაჟიან ფილმში „სახურავზე მოსიარულენი“. რეჟისორი ქართველი ემიგრანტია, რამაზ მელაშვილი, ფილმი ეხება ქართველი ემიგრანტის ცხოვრებას. ფილმის პრემიერას დავესწარი როტრდამის კინოფესტივალზე. საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა, კრიტიკაც კარგი იყო. ასევე, ბელგიაში რამდენიმე სატელევიზიო რეკლამაშიც ვარ გადაღებული. თუმცა 100 პროცენტით მაინც Armani Jeans-ის მაღაზიაზე ვარ გადართული და კონცენტრირებული. 

 

скачать dle 11.3