კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაშოკა მოსკოვში მარია მათურელის ფოტოებმა ყველა და როგორ გახდა ძალიან მცირე დროში მისი ქართული ბრენდი – MATURELLI პოპულარული

მოსკოვში მცხოვრები ნიჭიერი ფოტოგრაფი და დიზაინერი მარია მათურელი ქართველია, ქართული წარმომავლობითა და ხასიათით. მისი წარმატებული ბრენდის, MATURELLI-ს ისტორიაც, შეიძლება ითქვას, საქართველოში დაიწყო. აქ შეიქმნა მისი პირველი კოლექციაც. დღეს მარიას ულამაზეს სამოსს, რომლითაც ნებისმიერი ასაკის მანდილოსანია აღფრთოვანებული, ძალიან ბევრი ვარსკვლავი იცვამს და მისი კაბები დღითი დღე კიდევ უფრო წარმატებული და პოპულარული ხდება. 

 

მარია მათურელი: საქართველოში დავიბადე, მთიული ვარ. შემდეგ ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. დიდი ხანია, არ ჩამოვსულავრ საქართველოში და ძალიან მენატრებოდა. ერთხელ, გადავწყვიტე, მთელი ზაფხული საქართველოში გამეტარებინა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მახსოვდა ბავშვობიდან, კარგი მოგონებები მქონდა, მაგრამ, უკვე ზრდასრულ ასაკში უფრო მეტად მაინტერესებდა გარემო, ხალხის ფსიქოლოგია; მინდოდა გამეგო და მეგრძნო უფრო მეტი. საბოლოოდ, სამშობლოში ჩემი ჩამოსვლა კარგად აისახა ჩემს მომავალ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე და, ბოლო სამი წელია, ყველაფერი შეიცვალა. თბილისში ჩამოსული მოვიხიბლე ბუნებით, სამზარეულოთი; კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ ეს ჩემი მშობლიური გარემოა. თუ მანამდე ძირითადად ფოტოგრაფია იყო ჩემი საქმიანობა, მეორე პროფესიამ, ანუ დიზაინერობამ, უკვე თავად მიპოვა საქართველოში სამი-ოთხი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე ვიღებდი ფოტოებს. ვთანამშრომობლდი ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოსთან, რომელიც, მიმაჩნია, რომ თბილისში საუკეთესოა. 

– როგორ დაიწყე მუშაობა როგორც დიზაინერმა? 

– საქართველოში რომ ჩამოვედი, ყველაფერმა აღმაფრთოვანა, ინსპირაცია მომცა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მიფიქრია, რომ ბიზნესში წავიდოდი. თუმცა, ახლაც არ მგონია, რომ ბიზნესი ჩემი ცხოვრების წესია, რადგან, მუდმივად შემოქმედებით სამყაროში ვცხოვრობ, ყოველდღე ვხატავ ესკიზებს, ვაკეთებ მოდელებს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრ ფოტოს ვიღებდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ, მინდოდა, მენახა ის სურათი, რომელიც ჩემს გონებაში არსებობდა და გადავწყვიტე, შემექმნა. ვიყიდე ქსოვილი და თავად დავიწყე კერვა, რაც დედამ ბავშვობაში მასწავლა. ამ დროს ჩემთვის მთავარი იყო, გადმომეცა სურათის განწყობა და ხასიათი; უკვე მქონდა წარმოდგენილი, როგორი იქნებოდა ის ფოტოზე. საკმაოდ ბევრი კაბა და ქვედაბოლო შევკერე ფოტოებისთვის და შემდეგ ჩამოვიტანე მოსკოვში. აქ ბევრი ჩემი კოლეგა, სტილისტები და ხელოვანები დაინტერესდნენ. ბევრი ფოტო ჟურნალმა წაიღო. საქართველოში ისეთ ლამაზ ადგილებში გადავიღეთ, რომ მოსკოვში ყველა დავშოკე. კაბებმა, კოსტიუმებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მეგობრები მეკითხებოდნენ, შეიძლება ვიყიდოთო? რა თქმა უნდა, მათ ვაჩუქე და, როცა ისინი ღონისძიებებზე ან ფილმის პრემიერაზე მიდიოდნენ, ამ კაბებში გამოწყობილები პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე და უკვე ჟურნალებშიც გამოჩნდა ჩემი კოსტიუმების ფოტოები, ყველა მათ შესახებ ლაპარაკობდა, მაგრამ, ისე მივედი აქამდე, არც მიფიქრია. შემდეგ დავიწყე ფიქრი, რომ გამეკეთებინა ისეთი კოლექცია, როგორიც მე მინდოდა: თითოეული კაბა ყოფილიყო ექსკლუზიური, მისი ფასი კი – ხელმისაწვდომი ახალგაზრებისთვის. ყველა ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისი „ფიშკა,“ ჩემი ბრენდისთვის კი ეს „ფიშკა“ არის ის, რომ თითოეული კაბა ექსკლუზიურია, მხოლოდ ერთია, რადგან, მიმაჩნია, რომ ყველა გოგონას შეუძლია, იყოს განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული. ასე რომ, როდესაც ჩემმა კაბებმა ასეთი მოწონება დაიმსახურა, ისევ დავბრუნდი საქართველოში და შევქმენი 28 განსხვავებული, ინდივიდუალური კოსტიუმი, რომლებიც საერთოდ არ ჰგავდა ერთმანეთს და იყო ძალიან დახვეწილი, ნაზი და ქალური. ამის შემდეგ გავაკეთე ფოტოსესია ძველი თბილისის უბნებში.  კოლექცია ჩამოვიტანე მოსკოვში – მაინტერესებდა, როგორ მიიღებდა მას ხალხი. ჩამოვედი თუ არა, მოსკოვის ერთ-ერთი ძალიან მოდური რესტორნიდან მივიღე შემოთავაზება – გამეკეთებინა ჩვენება. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, თუმცა, კოლექცია არ იყო  დიდი. ეს ჩვენება უფრო ჩემს მეგობრებზე იყო გათვლილი, რომელთა შორის ბევრი ვარსკვლავია: მომღერლები, მსახიობები, ჩემი ახლობლები. დახურული საღამო იყო. ისე კარგად ჩაიარა, რომ მაშინვე 200 მოდელი გამოვუშვით. თითქმის ნახევარ წელიწადში გავაკეთეთ ახალი კოლექცია და მეორე ჩვენება უკვე პრესტიჟულ ადგილას მოვაწყვე, უფრო მეტი ხალხით, ხუთი არხი იყო მოსული, ჟურნალები, გაზეთები, ბლოგერები, სტილისტები, ფოტოგრაფები. ამ ჩვენების შემდეგ გადასაღებად წავედი პარიზში და თან წავიღე ჩემი ახალი კოლექცია. ისინი ჩემი მომავალი კოლექციის საიმიჯო ფოტოები გახდა და მათი გამოფენა-ჩვენებაც მოვაწყვეთ, სადაც წარვადგინე კოლექცია „პარიზი“, რამაც ფურორი მოახდინა და მეც დღემდე ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო ჩვენება. ჩვენებაში მონაწილეობდნენ „მის რუსეთი“, „მის მოსკოვი“, ანუ, ყველა ცნობილი მოდელი. ძალიან ბევრი ტელევიზია იყო, 25-მდე ჟურნალი, ბლოგერები, ბაიერები, ვარსკვლავები... ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო და სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ.  ჩვენებამდე სერიოზულად მოვემზადეთ, ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა პრესასთან, ვარსკვლავებთან, ფოტოგრაფებთან; ამიტომ, ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა. პრეზენტაციის შემდეგ კი ყველა მადლობას მეუბნებოდა, სიყვარულში მიტყდებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს არის მიწიერი სილამაზე. მთელი კვირის განმავლობაში დილიდან რეკავდა ტელეფონი პაუზის გარეშე, მეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა კოლექციის ნახვა, ყიდვა; ჩემი პუბლიკის წინ მე ვიყავი გულწრფელი; ვეცადე, მათთვის მეჩვენებინა ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი ემოციები და მათ ეს ყველაფერი დაინახეს და შეიგრძნეს. 

– საოცარია შენი კაბები: ულამაზესი სილუეტი, დახვეწილი, ქალური, ნაზი, ჰაეროვანი, ამავდროულად, სექსუალური, ფერადი –  არ მეგულება ნებისმიერი ასაკის ქალი, რომელსაც ამ კაბების ჩაცმა არ მოუნდება. ქსოვილებიც არაჩვეულებრივია. 

– დიდი მადლობა. ჩემთვის ჩემი მომხმარებლის აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი კაბები ყველაზე ქალურია. კოკო შანელი ამბობდა, ქალი ყოველთვის უნდა იყოს ელეგანტური და ქალურიო. მეც ვფიქრობ, რომ ქალი, უპირველეს ყოვლისა, ნაზი არსებაა და უნდა გამოიყურებოდეს ნაზად, ქალურად, ჰაეროვნად. დღემდე მომდის წერილები, სადაც მწერენ: „მადლობა, რომ ასეთ ლამაზ სამოსს ქმნით”. აბსოლუტურად, ყველა გოგონა, რომელიც იცვამს ჩემს კაბას ქორწილში ან წვეულებაზე, მეუბნება:  როცა შენს კაბას ვიცვამთ, „âñå ïîჰõîჰÿò“. ცოტა ხნის წინ იყო Hello-ს პრემია – „ყველაზე მოდური ადამიანი“  და ის მიიღო მსახიობმა, რომელიც ჩემი კაბით იყო მისული. მომწერა კიდეც: მადლობა, მაშა, ასეთი მშვენიერი კაბისთვის; ყველა ჟურნალისტი ამის შესახებ მეკითხებოდაო. 

– მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც შენი ბრენდი – „მათურელი“ არსებობს, ის ძალიან წარმატებულია, მას ბევრი ცნობილი ადამიანი იცვამს და მალე გახდა პოპულარული.

– თავიდან ამაზე არც მიფიქრია. უბრალოდ, მივხვდი, რომ უნდა მეკეთებინა სილამაზე და ის ადამიანებამდე მიმეტანა. დღემდე ამაზე ვმუშაობ, ვაკეთებ კოლექციებს, ვიღებ ფოტოებს და მიხარია, რომ ხალხს ეს მოსწონს. ვაკეთებ ინტერნეტ-მაღაზიას, რომ ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი სამოსი. უკვე გავხსენით მაღაზია მოსკოვის ცენტრში, თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ვგზავნით ჩვენს სამოსს. ცოტა ხნის წინ მსახიობი მარინა ორლოვა გაემგზავრა „ჰოლივუდში“, სადაც ფილმში იღებენ და ლოს-ანჯელესში ჟურნალებისა და პუბლიკაციებისთვის ჩემი კაბით პოზირებდა. მომდევნო წელს ვგეგმავთ,  „ოსკარებზე“ ერთ-ერთ ვარსკვლავს ეცვას ჩვენი კაბა. 

– ანუ, შეიძლება, ვინმეს ეცვას „ოსკარებზე“ შენი კაბა?

– „შეიძლება” არა, აუცილებლად ეცმევა. თუმცა, ვის ეცმევა, ეს ჯერ საიდუმლოა, ამას თავად ნახავთ. მოსკოვში კინოპრემიაზე çîëîòîé îð¸ë მსახიობ ანა ჩურინას ეცვა ჩემი კაბა და ის შევიდა çîëîòîé îð¸ë-ის საუკეთესო ჩაცმულობაში. ჩვენი კაბა ეცვა, ასევე, „ახალ ტალღაზე“ მომღერალ ნიუშას; „მათურელის“ სამოსი ხშირად იბეჭდება ცნობილ ჟურნალებში – Hello და Ok. მეც ხშირად ვაძლევ ინტერვიუებს ჟურნალებს, ბლოგებს, ინტერნეტ-საიტებს. ცოტა ხნის წინ „კომედი კლაბშიც“ ვიყავი, ჩემზეც იხუმრეს კარგად. სადაც არ უნდა წავიდე, ვისთანაც არ უნდა ვისაუბრო, ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ „მათურელი“ ქართული ბრენდია; რომ მე ქართველი დიზაინერი ვარ და საქართველოში დავიბადე. დღემდე ჩემი შთაგონების, ინსპირაციის წყარო საქართველოა, ქართული ბუნება და კულტურაა,  ამიტომაც, ყოველ წელს ჩამოვდივარ და ვცდილობ, ბევრი დადებითი ენერგიით დავიმუხტო და ინსპირაცია მივიღო.

 

скачать dle 11.3