კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოულობს თუ არა ქალი ნუგეშს იმ სიურპრიზებში, რომელსაც ცხოვრება სიყვარულში იმედგაცრუების შემდეგ სთავაზობს

ბანალური ისტორია... გოგოს და ბიჭს ერთმანეთი უყვარდა... მერე კაცმა სხვა მოძებნა. ახლა ის შეუყვარდა და წავიდა... რა არის ამაში გასაოცარი? ასეთი ამბები თითქმის ყოველდღე ხდება ჩვენ გარშემო. მიზეზი კი თითქმის არ არსებობს. უფრო სწორად, ბევრი მიზეზი არსებობს ერთდროულად და ზოგი ამას ბედისწერას ეძახის... თუმცა, ალბათ, აუცილებელია, მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ვიღაცაზე, ან რაღაცაზე. ადამიანის დამოკიდებულება სერიოზულ პრობლემად იქცევა, თუკი არ მივხვდებით იმას, რომ ზოგი რამ ჩვენს ცხოვრებაში ჩვენსავე სასიკეთოდ ხდება.

 

თინიკო (27 წლის): მე დიდი ტრავმა გადავიტანე. ზოგჯერ მიკვირს, საიდან აღმომაჩნდა ამხელა ძალა, რომ სტრესსაც მოვერიე და ბედნიერებაც ვიპოვე. ამით იმისი თქმა არ მინდა, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, განსაკუთრებული და საოცარი. უბრალოდ, მალე მივხვდი, რა არის ცხოვრებაში მთავარი და რა – მეასეხარისხოვანი. იცით, კიდევ რა აღმოვაჩინე? – ქალებმა საკუთარი ფასი არ ვიცით. უმრავლესობა ისე არ ცხოვრობს, როგორც უნდა ცხოვრობდეს. ჩვენვე ვუქმნით ბარიერს საკუთარ თავს. მერე ამას სიყვარულს ან სხვა ადამიანებს ვაბრალებთ.

– სიყვარული არ არის დამნაშავე ჩვენს ტკივილში?

– რა თქმა უნდა, არის. მაგრამ, ეს გრძნობაც ხომ ჩვენგან მოდის? ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას, ჩვენ გარშემო მთელი სივრცე ამოავსოს და უზარმაზარი გახდეს. ამიტომ, როცა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ნეგატიური ხდება, აუცილებლად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ძალიან ხომ არ ვაზვიადებთ? იქნებ უფრო პოზიტივისკენ არის ყველაფერი? ბოლომდე ცუდი ამბავი მხოლოდ ადამიანის სიკვდილი შეიძლება იყოს. დაფიქრდით და გააანალიზეთ ჩემი სიტყვები. არ არსებობს ადამიანი, შვილის გარდა, რა თქმა უნდა, მამრობით სქესს ვგულისხმობ, რომლის გამოც ღირს ტირილი და ცხოვრების გამწარება.

– როცა გიყვარს, ამ ყველაფერს ვერ განსაზღვრავ. გული არ გაძლევს საშუალებას. გონებას თუ დაუმორჩილებ, მაშინ სიყვარულიც არ იქნება.

– ვერ დაგეთანხმებით. სიყვარული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად არავინ არ უნდა გიყვარდეს. თუმცა, ვაღიარებ, რომ ყოველთვის ასე არ ვფიქრობდი. ცხოვრებამ მკაცრი გაკვეთილი ჩამიტარა და მწარედ დამარტყმევინა ცხვირი. დამანახვა, რომ ადამიანები ისეთები არ არიან, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, მოგეჩვენოს. შეყვარებულიც კი არ არის ისეთი, როგორადაც ჩვენ „ვხატავთ“. ურთიერთობას ვაგებთ ილუზიებით და მერე ეს ილუზიები რომ გვენგრევა, დეპრესიაში ვვარდებით. საშინელებაა, როცა საკუთარი თავი გეცოდება. ეს ნამდვილი კოშმარია და ასეთ დროს სხვას, მით უმეტეს, არ სჭირდები. როგორ მოხიბლავს კაცს ქალი, რომელსაც თავი ეცოდება და გლოვობს თავისი ცხოვრების ყოველ წუთს.

– თქვენ იყავით ამ მდგომარეობაში?

– ვიყავი და, რომ გამოვიარე ეს ყველაფერი, იმიტომაც გამიჩრდა თქვენთან საუბრის სურვილი. შეყვარებულმა კარის მეზობელთან მიღალატა. შეყვარებულზე ცოტა მეტიც იყო. ქორწილს ვგეგმავდით და უკვე საქორწინო კაბასაც კი ვარჩევდი. ჩემს მეზობელთან განსაკუთრებული მეგობრობა არ მაკავშირებდა. ხანდახან ყავას თუ დავლევდით ერთად და წავიჭორავებდით. მიკა მე გავაცანი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ზურგს უკან რომანს გააბამდნენ. მით უმეტეს, რომ ჩემს ძვირფას მეზობელს იმ პერიოდში სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის ცოლიან შეფთან.

– სხვის კაცებზე მონადირე ქალია?

– ზოგადად, კაცებზე მონადირე ქალი იყო. თუმცა, მე მასზე მაინც არ ვიყავი ცუდი წარმოდგენის. მეც ხომ ქალი ვარ და არასოდეს მოვინდომებ სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მოწყობას. ოღონდ, რატომ მეგონა, რომ სხვებიც ჩემსავით ფიქრობენ, არ ვიცი.

– იქნებ იმან დაგამშვიდათ, რომ მას ჰყავდა პარტნიორი და სიფხიზლე ვერ გამოიჩინეთ?

– შეიძლება, ასეც იყო. ვერ გამოვრიცხავ. თუმცა, როცა კაცი ბუნებით ორგული და უპასუხისმგებლოა, სიფხიზლის გამოჩენა ვეღარ შველის. თუმცა, გული არ მწყდება... ახლა აღარ მწყდება, თორემ იმდენი ვიტირე და ვიგლოვე, კარგა ხანს მეყოფა მიღებული სტრესი. განვიცდიდი ორმაგ ღალატს ადამიანებისას. თუმცა, უფრო ჩემს შეყვარებულზე ვიყავი გაბრაზებული. ქალების უმრავლესობა პირიქით იქცევა. აგრესიას იმ ქალზე ანთხევს, რომელმაც პარტნიორი წაართვა და აპატიებს პარტნიორს, რომელიც უფრო დამნაშავეა.

– ანუ, იმ მოსაზრებას ეთანხმებით, რომ მესამე არ ანგრევს ოჯახს?

– არა, არ ვეთანხმები. მაპროვოცირებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის „მესამე“ – ვიღაც სხვა ქალი, მაგრამ კაცს ხომ უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა?! დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთმა იცის, რა არის სიყვარული და არც მეორემ. კიდევ, იცით, რაშია მაგათი პრობლემა? – მინახავს ქალებიც და კაცებიც, თავს რომ იმართლებენ, შემიჩნდა და მაღალატებინაო – თორემ თვითონ არ უნდოდა... არ უნდა დაუშვა, რომ შეიძლება პარტნიორის ღალატი – ამაშია საქმე, თორემ თუ ეს ფიქრში „ჩაჯდა“, მერე აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც ღალატზე რეალურად „წაგიყვანს“. მთავარი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც გიყვარს ან არწმუნებ იმას, რომ გიყვარს. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ. ასე ყველას შეგვიძლია, ერთმანეთს გული ვატკინოთ და მერე თავი ვიმართლოთ: რა ვქნა, შემომიჩნდა მაცდურიო... მოკლედ, მე უკვე მიხარია, ეს პიროვნება ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა. ბედნიერიც კი ვარ იმით, რადგან მის გვერდით მშვიდად ვერ ვიქნებოდი. ჩემი მეზობელი თუ არა, სხვა იქნებოდა...

– ანუ, კმაყოფილი ხართ იმით, რომ გიღალატათ და სხვა შეირთო ცოლად?

– გიკვირთ? დიახ, კმაყოფილი ვარ... ჩემი მეზობელი, სხვათა შორის, თავიდან დამცინოდა: ნეტავი, ეგ არშემდგარი, ექვსასლარიანი „პიჟონი“ რად გინდა, რა ცხოვრება უნდა გქონდეს მაგასთან... ყველაფერი უნდა გენატრებოდეს... მე შემომხედე, ამას ახლა მანქანას ვაყიდინებ, მერე ვინმე უცოლოს და პერსპექტიულს ვნახავ და ცოლადაც გავყვებიო.

– უცოლო და პერსპექტიული კი თქვენი საქმრო აღმოჩნდა?

– ასე გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი სახეზეა. მე მარიგებდა ჭკუას და თვითონ დაუჯდა ცოლად... გამაოგნებელი რაღაც მითხრა მას შემდეგ, რაც უკვე ყველაფერი გაირკვა, ჩემმა საყვარელმა ახალი „ნაშა“ გაიჩინა, აღარც მანქანა მიყიდა, აღარც ევროპაში წამიყვანა და ამის გამო დეპრესია მქონდა, შენმა შეყვარებულმა კი თვითონ შემომთავაზა, დავემშვიდებინეო. ხომ მაგარი ლოგიკაა? ჩემი ბრალიც არის. ენერვიულა და ყოფილიყო, რაში მანაღვლებდა მისი დეპრესია? რატომ შევთავაზე, წამოსულიყო ჩვენთან ერთად კაფეში ან კინოში? რატომ დავაპატიჟინე ჩემს სულელ შეყვარებულს, რა ძალა მადგა? თუმცა, აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. რაც მოხდა, ჩემს სასიკეთოდ მოხდა. ამიტომაც გიყვებით ამ ყველაფერს. მინდა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი სხვა ქალები ცოტა „შევაჯანჯღარო“. ვინც არ გაფასებთ, მოიშორეთ თქვენი ცხოვრებიდან და აღარასოდეს იფიქროთ მასზე. სასაცილო, იცით, რა არის? ჩემი მეზობელი თავიდან იყო მესამე და ზედმეტი. ერთ თვეში კი როლები შეიცვალა და მე გავხდი მესამე, ზედმეტი. იმ ნაგლმა, ჩემმა მეზობელმა თვითონვე მომიყვა, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ერთბაშად და მოულოდნელად. საკუთარი თავის გამიკვირდა, როგორ არ გავგლიჯე, როცა შეწუხებული სახით და დამნაშავის ღიმილით მეუბნებოდა: მაპატიე, რაც მოხდა, სრულიად მოულოდნელი იყო, მე ეს არ მინდოდაო... იცით, რომ ქორწილშიც დამპატიჟეს? ამაზე მეტი ცინიზმი გინახავთ?

– თქვენ მას კიდევ ეკონტაქტებით?

– როგორ გგონიათ, დავეკონტაქტები ან ერთს, ან მეორეს? რა სისულელეა! ასეთი უთავმოყვარეო ნამდვილად არ ვარ. თვითონ არ დამანება თავი... შენ კიდევ იპოვი ადამიანს, ვისთან ერთადაც ბედნიერი იქნებიო, – გულმოწყალედ დამმოძღვრა. ნიშნობა რომ იზეიმეს, სკამები ჩემგან ითხოვეს... მაგრამ არა უშავს... მე ღმერთი დამეხმარა და ისეთი ნუგეში გამომიგზავნა – მალე ქორწილი მექნება და საცხოვრებლად ევროპაში წავალ.

– უცხოელზე თხოვდებით?

– არა, ქართველია. უბრალოდ, დიდი ხანია, აქედან წასულია და იქ ცხოვრობს. რაც შეეხებათ ამათ, მე ვხვდები, რომ ერთად დიდი დრო არ უწერიათ. იმიტომ არა, რომ ვწყევლი და ცუდს ვუსურვებ – უბრალოდ, სხვის უბედურებაზე პირადის მოწყობა არ გამოდის. დარწმუნებული ვარ, იმ ქალბატონმა საზიზღრობები ელაპარაკა ჩემზე... სხვანაირად არ შეიძლებოდა, ყოფილიყო. მაგრამ, მე უკვე აღარ მაინტერესებს ეს ყველაფერი. თურმე, მერჩივნა, რომ დამეკარგა, თუკი ცხოვრება ასეთ საოცარ სიურპრიზს მომიწყობდა.

 

скачать dle 11.3