კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მონატრება და სერიოზული „ლომკა“ აქვს სალომე ჭაჭუას და რა რისკზე წაიყვანა ის დამ

დაახლოებით 6 თვეა, რაც სალომე ჭაჭუამ საკუთარი სტუდია Prime Dance გახსნა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ქორეოგრაფების, ასევე იმ პირობების მხრივ, რასაც ის მოსწავლეებს სთავაზობს. სალომე კი, როგორი არაჩვეულებრივი მოცეკვავეცაა, ასეთივე, არაჩვეულებრივი პედაგოგია. ამაში საკუთარი, რამდენიმეთვიანი გამოცდილებითაც დავრწმუნდი. 

 

სალომე ჭაჭუა: სეზონი დავამთავრეთ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებული იყო. არც მე და არც ჩემმა ორმა პედაგოგმა არ დავზოგეთ ძალები, მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ასეთ მოკლე ხანში, ჩვენი სტუდიის ბავშვებმა საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწიეს – ორ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ახლა „შეკრებაზე“ მიმყავს ბავშვები. თან, ბათუმში ტარდება მასშტაბური კონკურსი და მასშიც ვაპირებთ მონაწილეობას. შემიძლია ვთქვა, რომ სხვა სტუდიებთან შედარებით, დიდი ნაბიჯი გადავგდით: მთავარ კატეგორიაში, ანუ დიდებში საქართველოს ჩემპიონები გვყავს: ანი ჯაჯანიძე და იაკობ ყუფუნია. ასევე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაშიც გვყავს საქართველოს ჩემპიონები. ჩემს სტუდიაში ქორეოგრაფად მუშაობენ ანი ჯაჯანიძე და როსტომ აროშვილი. როსტომი უშუალოდ ანისა და იაკობის მწვრთნელიცაა. მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, ძალიან ძლიერი მწვრთნელი იყო. მისი ბავშვები ტურნირებზე მყავდა ნანახი და მომწონდა. შევთავაზე ჩემთან მუშაობა და მიხარია, რომ მისგან თანხმობა მივიღე. 

– 6 თვის წინ, ამ საქმეს რომ იწყებდი, ალბათ, გარკვეული შიში გქონდა, რადგან ეს უკვე საკუთარი ბიზნენი იყო.

– მქონდა შიშის მომენტი, თან, საკმაოდ დიდი. მაგრამ, ჩემი და დამიდგა გვერდში. მან მომცა სტიმული, რადგან ასეთ საქმეებში რისკიანი არ ვარ. არ ვაპირებდი, უარზე ვიყავი, მაგრამ ჩემმა ძმამ და დამ მითხრეს: გახსენი, გახსენიო და მეც გავხსენი. მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი, რამდენი ბავშვი მოვიდოდა, როგორ აეწყობოდა სტუდიის საქმეები. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წავიდა. უკვე წინასწარ არიან ჩაწერილები და მიხარია, რომ უკმაყოფილო არავინაა. სტუდიის მენეჯერი ყველას, მათ შორის, ბავშვების მშობლებს, სულ ეკითხება: რამით ხომ არ არიან უკმაყოფილო, რომ მერე გამოვასწოროთ, გავითვალისწინოთ. 

– ამ 6 თვეში, საკუთარი სტუდიის მეპატრონემ, ალბათ, გარკვეული თვისებები შეიძინე. 

– უფრო გამეზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა. ადრე, როცა ვასწავლიდი, არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ იმ დროს იმაზე უფრო მეტს ვფიქრობდი, როგორ მევარჯიშა, როგორ გავსულიყავი შეჯიბრებაზე. ახლა მთლიანად ბავშვებზე ვარ გადართული. მაისში „კავკასიის თასის“ ტურნირი იყო და მე და როსტომს სამი დღის განმავლობაში არ გვძინებია. ჩვენ გავუკეთეთ თმა, მაკიაჟი, ზედ გადავყევით ბავშვებს. საბოლოოდ მეც, როსტომსაც და ანისაც დაგვიფასდა გაწეული შრომა. 

– სტუდიაში საკმაოდ ბევრი ბავშვი გყავს. სადღაც ამოვიკითხე: სალომე სხვა სტუდიებიდან ბავშვების გადაბირებას ცდილობდაო.

– ეს მეც მსმენია, მიდის ამაზე საუბარი და უბრალოდ, მეცინება. ეს ბავშვები, მათი მშობლები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები არიან და არა ცხვრის  ფარა, რომელსაც მე ბაწარი გამოვაბი და წავიყვანე იქ, სადაც მე მინდოდა. რა თქმა უნდა, სხვა სტუდიიდანაც არიან ბავშვები გადმოსულები, მაგრამ მათი უმრავლესობა სტუდია „თელადანაა“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მათ რამე დავაძალე. უმეტესობას 5 წლის განმავლობაში ვასწავლიდი, თუმცა, მყავს ისეთებიც, ჩემთან რომ არ დადიოდნენ, მაგრამ გადმოსვლა მოისურვეს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. თუნდაც „თელას“ შემთხვევა რომ ავიღოთ, სადაც გავიზარდე და კარგად ვიცი იქაური სიტუაცია. იქაც ბევრი ძალიან კარგი მოცეკვავე, მაგალითად, ოთო და ჯულიანა, სხვა კლუბებიდან არიან გადასულები. ამით იმას ვუსვამ ხაზს, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტია. თუმცა, თავიდან ვცდილობდი, არ ამეყვანა სხვა ბავშვები, მაგრამ რომ გირეკავენ და გეუბნებიან: თუ შენ არ მასწავლი, მაშინ ცეკვიდან გავალ და აღარ ვივლიო – ჩემი მხრიდან მათთვის უარის თქმა, არ იქნებოდა სწორი. ვიღაცეები ამბობენ: სტუდია Prime Dance ბავშვებს იტაცებსო... მიხარია, თუ ჩვენს სტუდიაზე ამდენს ლაპარაკობენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ, ძალიან კარგ სტუდიებს, მათ შორის „თელასაც“ სერიოზული კონკურენცია გავუწიეთ. ასეთ ლაპარაკს ჯობია, იმაზე იფიქრონ, მათი მოწაფეები სხვა სტუდიაში, თუნდაც ჩემთან რატომ გადმოდიან. შეიძლება, მათ ის არ მოსწონთ როგორ ასწავლიან, როგორი მეთოდიკა, პირობები აქვთ. ამიტომ, საკუთარ თავს დაუსვან ეს კითხვები. „თელაში“ კარგად იციან, მე როგორი მშრომელი ვარ, თან როგორ ვყვები თითოეულ მოსწავლეს. 

– როდესაც „თელადან“ წამოხვედი, ამას გარკვეული პრობლემები მოჰყვა თუ ცივილიზებულად დაშორდით? 

– მე ძალიან მინდოდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში დამთავრებულიყო, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა და ეს არ მოდიოდა ჩემი მხრიდან. თუმცა, რა საჭიროა საჯაროდ ამ ყველაფრის თქმა. 

– შენ და გიორგი ახლო მომავალში „თაფლობის თვის“ მოწყობას აპირებდით. დაგეგმეთ უკვე რამე? 

– ჯერჯერობით მე და გიორგიმ ვერაფერი დავგეგმეთ, რადგან ბავშვები მიმყავს გონიოში ათდღიან შეკრებაზე. იქიდან რომ ჩამოვალთ, მერე ერთი კვირით წავალთ სადმე, რადგან მერე გიორგისაც ეწყება გადაღებები.

– არ შემიძლია, არ ვახსენო, როგორ უყვარხარ შენს ბავშვებს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, შენ მიმართ რამხელა სითბოს გამოხტავენ.

– მეც ვგიჟდები მათზე. ალბათ, იმიტომ ვუყვარვარ მათაც, რომ ძალიან მიყვარს ისინი. თან, ხვდებიან, რომ მე ამ ყველაფერს იმის გამო კი არ ვაკეთებ, რომ სტუდია მაქვს, არამედ მსიამოვნებს და მთელს გულსა და სულს ვდებ. 

– გახსოვს ის პერიოდი, როცა შენ დადიოდი „შეკრებებზე“. 

– სულ მინდოდა წასვლა, მაგრამ მამიკო არასდროს მიშვებდა. მხოლოდ თვითონ დავყავდით. ერთს, რომ გვეტყოდა: არა... მერე ჩვენც ხმას არ ვიღებდით. ასევე, ადრე უნდა მივსულიყავი სახლში და სხვაგან არასდროს მტოვებდა. თამუნას და ნიკუშას – ჩემს და-ძმას, უფრო ტოვებდა, მე – არა. არ ვიცი, სხვანაირი მომენტი ჰქონდა, სულ სახლში უნდა ვყოფილიყავი, მის გვერდით. გული მწყდებოდა, მაგრამ ისე მივეჩვიე, ახლაც არ მსიამოვნებს სხვასთან სახლში დარჩენა, ან დაძინება. 

– რომ გათხოვდი, თავიდან იმ სახლშიც ხომ არ გაგიჭირდა დარჩენა? 

– ალბათ, იმიტომ მივეჩვიე ადვილად, რომ ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი. თან, სახლში არც ვართ, დილით გავდივართ და გვიან მივდივართ.  სიწყნარეა, გიორგია და ასე შემდეგ... სხვათა შორის, მიჩვეული რომ ვარ, ბევრჯერ ტაქსის მძღოლისთვის მითქვამს: დოლიძეზე ავიდეთ-მეთქი. მერე მახსენდება, რომ იქ არ მივდივარ და გზიდან მომიბრუნებია. რა თქმა უნდა, მონატრების გრძნობა მაქვს, ჩემი სახლია, მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. 

– თქვენი ცეკვები უდიდეს შრომას, ვარჯიშს მოითხოვს. რა იყო თავიდან შენთვის ყველაზე დიდი სირთულე? 

– მსიამოვნებს, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ცეკვები ადვილია. მერე, რომ იწყებენ, ნევროზი ემართებათ. კარგია, რომ მაყურებელს იმხელა სიამოვნებას ვანიჭებთ, რომ ისინი ვერ ხვდებიანი – ჩვენ ამაში რამხელა შრომა გვაქვს ჩადებული. როცა დამწყები ვიყავი, მახსოვს, ძალიან მიჭირდა „რუმბას“ მუსიკაზე ცეკვა. გოგონათა სოლო კატეგორიაში მეორედ გავედი კონკურსზე და მეოთხედფინალში სულ უმუსიკოდ ვიცეკვე. ნახევარფინალიც უმუსიკოდ ვიცეკვე და ბოლოს ფინალში გადავედი. ქალბატონი ლარისა მეუბნებოდა: არ ვიცი, როგორ მოსწონხარ მსაჯებსო. ჩვენს ცეკვებში, როცა უმუსიკოდ ცეკვავ, ავტომატურად ნული გეწერება. ეს ცუდად მახსოვს, ძალიან განვიცადე, რადგან ამ მოგებას არ ვიმსახურებდი. მალე „კავკასიის თასი“ ტარდებოდა და იმდენი ვიმეცადინე, მეორე ადგილზე გავედი, რა თქმა უნდა, უმუსიკოდაც არ მიცეკვია. 

– რამე სიახლე ხომ არ არის მეწყვილესთან დაკავშირებით? 

– რა თქმა უნდა, სერიოზულ, ძლიერ მოცეკვავეს ვეძებ, ასეთებს კი არ უნდათ აქ ჩამოსვლა. აქ ეს სპორტი ისე არ არის განვითარებული. მე, როგორც წესი, არ ვნებდები, ფარ-ხმალს არ ვყრი. შეჯიბრების, თმის ჟელეს სუნიც კი მომენატრა, ასევე, ის ნერვიულობა, სცენაზე გასვლისას რომ გრძნობ. მერე კი ფიქრობ: როგორ იცეკვებ. ეს ყველაფერი ისე მენატრება, „ლომკა“ მაქვს უკვე. 

 

скачать dle 11.3