კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ კანდიდატს მისცემენ აფხაზეთის სომხები 24 აგვისტოს აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ხმას და ვინ აჯობებს – რაულ ხაჯიმბას მფარველი რუსეთის უშიშროების სამსახური თუ მერაბ ქიშმარიას მფარველი რუსი სამხედროები

როგორც აფხაზური პრესა იუწყება, აფხაზეთში 25 აგვისტოს დანიშნულ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება 6 პოლიტიკურ სუბიექტს აქვს: „ერთიან აფხაზეთს“ –  ლიდერი ექს-ვიცე-პრემიერი დაურ თარბა; „სახალხო ერთობის ფორუმს“ –  ლიდერი რაულ ხაჯიმბა; აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიას –  ლიდერი ლევ შამბა; აფხაზეთის სახალხო პარტიას –  ლიდერი იაკუბ ლაკობა; რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „ამცაჰარას“ –  ლიდერი გარიკ სამანბა, რომელიც მხარს უჭერს აწ უკვე ყოფილ „პრეზიდენტ“ ალექსანდრ ანქვაბს. ის პარტიები, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა აფხაზეთის ტერიტორიაზე 5 თვეს არ აღემატება, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თუმცა კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ საინიციატივო ჯგუფებსაც, რაც მათ 14 ივლისამდე უნდა მოასწრონ. სეპარატისტული კანონით, აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება, გახდეს მხოლოდ ეროვნებით აფხაზი, 35 წლიდან 65 წლამდე ასაკის, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტს აფხაზური ენის ცოდნაზე. რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია –  ბუნებრივია, რაულ ხაჯიბმა და თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი მერაბ ქიშმარია. შესაძლოა, საპრეზიდენტო სკამისთვის იბრძოლონ შსს ყოფილმა მინისტრმა და საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემაც. აფხაზური არჩევნების თავისებურებების გარკვევას მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით.

 

– ვის რა შანსები აქვს კანდიდატებს შორის თუ, ერთადერთი რეალური კანდიდატი მაინც რაულ ხაჯიმბაა?

– ჩემი აზრით, ძირითადი ბრძოლა გაიმართება რაულ ხაჯიმბასა და მერაბ ქიშმარიას, თავდაცვის მინისტრს, შორის. საქმე ის არის, რომ მერაბ ქიშმარიას დიდი გავლენა აქვს აფხაზეთში, ის არის ლეონისა და სხვა ორდენების კავალერი, აღმოსავლეთის ომის სარდალი იყო ჩვენთან ომის დროს და ისედაც საკმაოდ წონიანი ფიგურაა საზოგადოებაში. საინტერესოა, რომ ქიშმარიას გავლენა აქვს ვეტერანების იმ კონტინგენტში, რომელშიც გავლენა აქვს რაულ ხაჯიმბას. როდესაც არჩევნები 2004 წელს ჩატარდა და დაპირისპირება იყო ხაჯიმბასა და ბაღაფშს შორის, ვეტერანები გაიყვნენ ორ ნაწილად. „ამცაჰარა“ მხარს უჭერდა ბაღაფშს, „არუნა“ – ხაჯიმბას. დღეს ორივე ორგანიზაციაში ჰყავს თავისი მომხრეები მერაბ ქიშმარიას, ამდენად, მისი პოზიცია არ არის სუსტი არჩევნების წინ.

– მოსალოდნელი იყო ქიშმარიას გამოჩენა საარჩევნო ასპარეზზე?

– ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც აგრძელებს ბაღაფშისა და ანქვაბის გზას.

– მაგრამ ანქვაბი ხომ იმიტომ წავიდა, რომ ამ გზას უთხრა უარი აფხაზმა საზოგადოებამ?

– ეს თავის მოტყუებაა. აფხაზი საზოგადოებისთვის, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი: ერთი ის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, უფრო და უფრო მძიმდება სიტუაცია და მეორე –  ანქვაბი ხისტი პიროვნებაა და არ შეეძლო სოციუმის წარმომადგენლებთან დიალოგი. სინამდვილეში ბევრი თემა შეიტანეს ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა, იმ კლანმა, რომელიც ანქვაბისა და ბაღაფშის ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ ვერ მოხვდა ხელისუფლებაში. აფხაზეთში, როგორც იყო კომუნისტების დროს, ისეა დღესაც –  კლანები განაგებენ ვითარებას. კლანები მოდიან ხელისუფლებაში და ამით ცდილობენ, კარგად იცხოვრონ. ძალიან გაგრძელდა ბაღაფშ-ანქვაბისა და მათი კლანების მმართველობა აფხაზეთში, ახლა ახალმა კლანებმა მოინდომეს მოსვლა ხელისუფლებაში, გამოიყენეს საპროტესტო განწყობა და შესაბამისი ლოზუნგები მისცეს ხალხს. მოედანზე მდგარი ადამიანების დიდი ნაწილისთვის მთავარი სოციალური გაჭირვება კი არ იყო, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო მათი კლანის წარმომადგენელი.

– იმ იმედით, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.

– ხალხის დიდი ნაწილი ანქვაბის მმართველობის წინააღმდეგი არ იყო, რადგან ბაღაფშიც და ანქვაბიც აღიქმებოდნენ, როგორც პროაფხაზი ფიგურები. ხაჯიმბა არ აღიქმება ასეთად.

– სწორედ ეს უნდა მეკითხა: პროაფხაზური ორიენტაცია დათმეს?

– 2004 წელს ზუსტად იმავე შენობიდან და კაბინეტიდან და ზუსტად იმავე ეგრეთ წოდებული „შავი გასასვლელით” გაიპარა ხაჯიმბა, საიდანაც ახლა გაიპარა ანქვაბი. ასე რომ, ხალხმა მაშინ ხაჯიმბა გამოაგდო იმ კაბინეტიდან. იმის თქმა მინდა, რომ ხაჯიმბამ კარგად შეძლო მასის ორგანიზება, უფრო ზუსტად, მისმა გარემოცვამ. დღეს აფხაზეთში ტრიალებს ფურცელი, 2004 წლის დადგენილება, როდესაც ხაჯიმბა ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას არძინბას სიკვდილის შემდეგ, რომელშიც წერია, რომ სასწრაფოდ, 24 საათის განმავლობაში, დაიწყოს გალის რაიონის მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგების პროცესი. რასაკვირველია, ეს იყო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ დოკუმენტს ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

– ახლა სრულიად საპირისპიროს აცხადებს ხაჯიმბა და მოითხოვს გალელი ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევას.

– რასაკვირველია და, რომ მიგექციათ ყურადღება, რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდებოდა ანქვაბის საწინააღმდეგო მიტინგებზე, გაგეცინებოდათ. ხალხის გასაგიჟებლად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს ანქვაბმა დაურიგა პასპორტები 125 ქართველ მეომარს, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ სანგრებში იბრძოდნენ. ანქვაბი რომ მართლაც გაგიჟებულიყო და პასპორტები დაერიგებინა, რომელ ქართველ მეომარს ჰქონდა ორი თავი, რომ აფხაზეთში დარჩენილიყო და აფხაზურ პასპორტს დალოდებოდა?! მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხს სჯეროდა ასეთი ლოზუნგების. რეალურად კი იმ დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო ხაჯიმბა, რომელმაც დაუშვა ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგება.

– ახლა რას ამბობს, რატომ მოვაწერე ხელიო?

– ზოგადად ამბობს, მაიძულეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაო. რადგან ბაღაფშიც იმ მთავრობაში იყო, ბუნებრივია, ეს ბაღაფშის ინიციატივაც იქნებოდა და აბსოლუტურად სწორი იმისთვის, რომ მოეხდინა ქართველების ინტეგრაცია. მეორე მხრივ, რაც ჩვენ გვჭირს, რომ ინერციით ვმოქმედებთ, ბევრ რამეზე ვერ ვლაპარაკობთ და იძულებულები ვართ, ვიმუშაოთ ძველი კალკებით, ის სჭირთ აფხაზებსაც.

– სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მათ უარესად სჭირთ, ვიდრე ჩვენ.

– ასეა თუ ისე, დღეს ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევის თემა აღარ არის აქტუალური. დარწმუნებული ვარ, ხაჯიმბას რომ ჰქონდეს გარანტია, ქართველები მას მისცემენ ხმას, ისევ იმავე დოკუმენტს მოაწერდა ხელს. აქ ხომ ხმებისთვისაა ბრძოლა?!

– ყოველ შემთხვევაში, მან გააკეთა განცხადება, რომ ვითომ უკანონოდ დარიგებული პასპორტები უნდა ჩამოერთვათ. ეს მიდგომა მოსწონთ აფხაზებს?

– შესამზადებელი ფსიქოლოგიური სამუშაო ძალიან კარგად ჩატარდა, რომ ქართველები არიან მტრები; საქართველოს, უფრო ზუსტად, დასავლეთის მეხუთე კოლონა; არავინ იცის, როდის გამოიყენებს მათ დასავლეთი აფხაზების წინაღმდეგ და ამიტომ საჭიროა, ისინი მკაცრად გაკონტროლდნენ. ქართველების აფხაზეთიდან გამოყრის საკითხი არ დგას ოფიციალურ დონეზე.

– ისინი ამბობენ, რომ ქართველებს არ მისცემენ საარჩევნო ხმის უფლებას.

– ფორმულა ასეთია: თუ მათ უნდათ, რომ ცხოვრობდნენ აფხაზეთში, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის მოქალაქეობა და არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობა. ესეც სისულელეა, თუ თბილისს უნდა, გამოიყენოს ეთნიკური ქართველი, ის გინდა აფხაზეთის მოქალაქე ყოფილა და გინდა –  ავსტრალიის. თუ პატრიოტია, მაინც გამოაყენებინებს თავს. მაგრამ აქ კიდევ სხვა რამაა ჩადებული: აფხაზეთის კანონით, აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია, იყოს მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქე. სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრება, მაგრამ არ შეუძლია ქონების ფლობა. ის, რაც ქართველების მიმართ ხდება, არის შეფარული ეთნოწმენდა.

– მე ვკითხე ამის შესახებ ბესლან კობახიას და მან მიპასუხა, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ექნებათ ქონებრივი უფლებები პასპორტის გარეშეცო.

– მე მესმის, რაც გიპასუხათ ბესლან კობახიამ, მაგრამ კანონით ეს ასე არ არის. არაფრის ქონის უფლება არ აქვს არააფხაზეთის მოქალაქეს. ეს კანონი თავის დროზე შემუშავდა არა ქართველების, არამედ მესამე ქვეყნების, უპირველესად, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ რუსებს არ ჰქონოდათ საშუალება, შეესყიდათ აფხაზეთის სტრატეგიული სიმდიდრეები, მაგრამ ახლა ამას ქართველების წინააღმდეგ იყენებენ ეფექტიანად. ჯერჯერობით ასეთი მოცემულობაა. ამდენად, აფხაზური პასპორტების გარეშე დარჩენილი ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნებიან უუფლებოები: ის, რომ ჯარში არ წაიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას, ამაზე შეგვიძლია, ვთქვათ –  მერე რა, მაგრამ საქმე ის არის, რომ აქ სხვა რამ დევს.

– სომხების ხმები როგორ განაწილდება, ისინი ქართველებზე მრავალრიცხოვანები არიან აფხაზეთში.

– აფხაზეთის სომხები, როგორც წესი, საითკენაც ძალაუფლებაა, იქით იხრებიან. 2004 წელს, ბაღაფშისა და ხაჯიმბას დაპირისპირების დროს, აფხაზეთის სომხების ხმები გაყოფილი იყო, თუმცა ძირითადი მასა მაინც მთავრობის მხარესაა, მაგრამ წელს უნიკალური ვითარებაა იმ მხრივ, რომ ხაჯიმბაც და ქიშმარიაც, ორივე, მთავრობის წარმომადგენლები არიან და სხვებიც. რაღაც ნაწილი ერთს დაუჭერს მხარს, რაღაც ნაწილი –  მეორეს, მაგრამ მესამე და მთავარი ნაწილი იმას დაუჭერს მხარს, ვისაც მოსკოვი ეტყვის.

– მოსკოვის როლი როგორია, რამდენად ქმედითი და აქტიური ხაჯიმბას პოლიტიკურ გაცოცხლებაში?

– ეს გეგმა მოსკოვის მიერაა ჩაფიქრებული. ოღონდ მე ვერ დავიწყებ მტკიცებას, ეს გეგმა მოსკოვიდან მოდის თუ სოხუმიდან. შემიძლია, სხვანაირად ვთქვა: თუ სოხუმიდან მოდის, ეს იყო ხაჯიმბას პროექტი, რომელიც შესთავაზა მოსკოვს და მიიღო თანხმობა. ჰგავს, რომ ეს პროექტი დამუხრუჭებული ჰქონდა მოსკოვს, მაგრამ ხაჯიმბამ ფაქტის წინაშე დააყენა. თუმცა აქ არის მეორე საკითხი: ხაჯიმბა არის უშიშროების ოფიცერი, „ეფესბეს“ გენერალი, თავისი ხელით გადასაცა 2003 წელს პუტინმა მას სამხრეები სოჭთან მდებარე აგარაკზე და აღნიშნა, რომ ის იყო მათი პრეზიდენტობის კანდიტატი 2004 წლის არჩევნებში, თუმცა, მოგეხსენებათ, ბაღაფშსაც გამოუჩნდნენ მფარველები მოსკოვში და შედეგად პრეზიდენტად მივიღეთ ბაღაფში.

– პუტინზე ძლიერი მფარველები გამოუჩნდნენ ბაღაფშს მოსკოვში?

– ხშირად პუტინი უშვებს, რომ მისი გუნდის წევრები ერთმანეთს ებრძოლონ და უკეთესი ვარიანტი გამოვიდეს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა, მაგრამ აფხაზეთში პროქართველს ხომ არ ირჩევენ, ორივე პრორუსია, ვისაც მეტი მფარველი ჰყავს და მორგებულია სიტუაციას, ის რჩება გამარჯვებული.

– ქიშმარიას ვინ მფარველობს?

– ხაჯიმბას თუ უშიშროების სტრუქტურებში აქვს გავლენა, ქიშმარიას სერიოზული გავლენა აქვს რუს სამხედროებში.

– რუსეთში რომელი შტოა უფრო ძლიერი?

– ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს უშიშროება წყვეტს ყველაფერს რუსეთში, თუმცა იქ სამხედროებსაც დიდი გავლენა აქვთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პუტინი, მაგრამ, თუ მათ ინფორმაცია არ მოუმზადე, გამორიცხულია, ყველაფერში ერკვეოდეს. ამიტომ ელიტები –  სამხედრო, უშიშროების თუ სხვა სტრუქტურების, ცდილობენ თავ-თავიანთი კანდიდატების „გაქაჩვას“: ასე ხდება რუსეთის ნებისმიერ რეგიონში და აფხაზეთი ასოცირდება რუსეთის ერთ-ერთ რეგიონთან.

– ხაჯიმბამ ხმალამოღებულმა გაილაშქრა ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ, უნდა გავამკაცროთ „საზღვარიო“, თითქოს აქედან სულ ევროპულ ღირებულებებს ვესვრით 27 ივნისის შემდეგ.

– ეს არის განცხადებები, რომელიც შეიძლება ინდივიდუალური იყოს ან მოსკოვის მიერ ნაკარნახები.

– ჩემი შთაბეჭდილებით, აფხაზ საზოგადოებაში დასავლეთის სიძულვილია, ძველი საბჭოური მოტივებით: კაპიტალიზმი და ევროპელი თუ ორ კაცს დაინახავს, მაშინვე დააქორწინებს.

– ისინი თვალთმაქცობენ. მე მინახავს, როგორ იქცევიან აფხაზები ევროპულ ქალაქებში ქართველებთან შეხვედრაზე. რას აკეთებენ თავისუფალ დროს: სასტუმროში ვერ შემოიყვან, დადიან, ყველაფერს ათვალიერებენ. ეს ქართველებთან კამათისას არის მათთვის დასავლეთი დამპალი და სუნიანი. მოსკოვი მოსკოვად, მაგრამ დასავლური ცივილიზაცია მათთვის აკრძალული ხილია, რომელიც ყოველთვის სასურველია. ეს ჩვენთან შეიძლება, ვინმე წამოწოლილი იყოს თბილისში, ჰქონდეს საშუალება და არ მიდიოდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში. მაგალითად, მე ამერიკაში წასვლა არ მინდა იმის გამო, რომ ამდენ საათს უნდა იფრინო. აფხაზებისთვის –  პირიქით. ასე რომ, საქმე ისე მარტივადაც არ არის, როგორც ჩვენთან დებატებში ამბობენ.

 

скачать dle 11.3