კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაქმანების ღირსება

საბაჟოში მაინც სულ სხვაა!

 

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთში მაინცდამაინც დიდი პურიტანიზმით არ გამოირჩევიან (არც არასდროს გამოირჩეოდნენ), თუმცა, შესაძლოა, იმიტომ რომ საბაჟო კავშირი მაინც სულ სხვაა, ანუ თვისებრივად სულ სხვა ტიპის კავშირებზეა ორიენტირებული, პირველი ივლისიდან რფ-სა და სრულიად საბაჟო კავშირის ქვეყნებში (სომხეთ-ყაზახეთ-ბელორუსიაში), ამოქმედდა აკრძალვა, რის მიხედვითაც სინთეტიკური მასალისგან შექმნილი  ქვედა საცვლების დამზადება და გაყიდვა შეუძლებელია (მხოლოდ ბუნებრივი მატერიისგან დამზადებულ პროდუქციას თუ აკადრებენ საბაჟო კავშირელის, არ ვიტყვი, რას – ვაი რომ, აღზრდა არ მაძლევს საშუალებას  – 

თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ ექსპერტთა ცალკეულმა ნაწილმა ამ აკრძალვის მიმართ გაილაშქრა. თვით „დუმური“ ფრაქციის „სპრავედლივაია როსიას“ წევრმა მიხეილ სერდიუკმა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეტად პათეტიკურად მიმართა: „გვაქვს კი ჩვენ უფლება, მივუთითოთ ჩვენს ქალებს, რა სახის საცვალი ჩაიცვან და ამით მათ არჩევნის უფლება არ დავუტოვოთ?“

თავის მხრივ, რფ-ს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესია და მერე რა, რომ აკრძალვის შემდეგ ბაზრიდან გაქრება ქალის საცვლების 90 პროცენტი  და, როგორც ჩანს, ამ პროგრესულად მოაზროვნე ბ-ნი სერდიუკის შეგონება: „არჩევანზე გავლენის მოსახდენად ინფორმირებულობაა საჭირო და არა აკრძალვები“, დარჩება ხმად მღაღადებლისა „დუმასა“ და სრულიად საბაჟო კავშირსა შინა.

ჩვენ არ ვიცით, რატომ აითვალწუნეს ჩვენს ჩრდილოეთით ქალის აჟურული საცვლები (ვითომ ესეც ფაშისტური სამოსი ჰგონიათ?!), სხვათა შორის, საშინელებათა ფილმების აკრძალვაც აქვთ გუმანში, მაგრამ ის კი აშკარად იგრძნობა, რომ ეს მხოლოდ „ცვეტოჩკებია“! არც ისაა გამორიცხული, წინ, კომუნიზმისკენაც გაუტიონ – ძალიან კონკრეტული ტიპის საცვლებში!

скачать dle 11.3